https://sputnik-georgia.com/20211119/ucnobi-gelati-saintereso-faqtebi-tazris-istoriidan-262228636.html
უცნობი გელათი: საინტერესო ფაქტები ტაძრის ისტორიიდან
უცნობი გელათი: საინტერესო ფაქტები ტაძრის ისტორიიდან
Sputnik საქართველო
თავის დროზე გელათში დაკრძალულა დიდი თამარიც, თუმცა მოგვიანებით როგორც მისი, ისე დავით აღმაშენებლის ნეშტები ტაძრიდან გაიტანეს და ისინი დღემდე დაკარგულად... 19.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-19T17:23+0400
2021-11-19T17:23+0400
2021-11-19T22:17+0400
საქართველოს ისტორიიდან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23427/13/234271355_0:206:3872:2384_1920x0_80_0_0_f1b0afd755655094e0fb098028b6f518.jpg
ცხრა საუკუნეზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა გელათის სამონასტრო კომპლექსი დააარსა და ამით საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა.მართალია, საქართველოში უამრავი სამონასტრო კომპლექსი არსებობს, მაგრამ თავისი მნიშვნელობით გელათს ცოტა თუ შეედრება — გამომდინარე მისი მრავალფუნქციური დატვირთვიდან, ის გამორჩეულ სასულიერო კერად იქცა.გელათი იმ დროის ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და მდიდარი მონასტერი იყო. სულიერებისა და განათლების ამ ცენტრმა, რომელიც თავიდანვე „მეორე იერუსალიმად“ და „სხვა ათინად“ იწოდებოდა, უმთავრესი როლი შეასრულა ქართველი ერის სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში. როგორც მემატიანე აღნიშნავს:გელათში მანამდეც, კერძოდ, მეშვიდე საუკუნეშიც არსებობდა მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია, მაგრამ 735 წელს არაბთა სარდალ მურვან ყრუს გამანადგურებელი ლაშქრობის დროს იქაურობა მთლიანად მოისრა. თავად ტაძარი საფუძვლამდე მოურღვევია მტერს და ამ ძველი ტაძრის აღდგენა 1527 წლამდე ვერავინ შეძლო: „მას ჟამსა ოდეს ძველ აწ მოაქანმდის არავის ხელეყო აღშენებად მისად“.იგივეს ადასტურებს ცნობილი მეცნიერი გიორგი წერეთელიც: „ფრიად ძველ ნანგრევთა ნატამალზე, აქ ჯერ კიდევ საუკუნეთა სიღრმეში ყოფილა რაღაც ქალაქი, რომლის კვალი დღესაც ჩანს გელათის მიდამოში“.სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დავით აღმაშენებელმა 1106 წელს დაიწყო, თუმცა თავად ვერ მოესწრო მის დასრულებას და მამის დაწყებული საქმე მისმა ვაჟმა — მეფე დემეტრემ 1130 წელსღა მიიყვანა ბოლომდე: „რამეთუ მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა, რომელიცა გამოარჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ყოვლად მშვენიერსა და ყოვლითურთ უნაკლოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ტაძარი ყოვლად მშვენიერსა და ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა ღვთის - მშობელისა“.დავითმა გელათს მისცა არა მარტო სასულიერო კერის დანიშნულება, ის ასევე ჩაფიქრებული იყო როგორც ქართველ მეფეთა საძვალედ: „დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვისაც ტკივილი სამარადისო, აწ შვილმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ“. იქვე განთავსდა ჰოსპიტალი და უმაღლესი სასწავლებელი.მანამდე ქართველ მეფეებს ერთიანი საძვალე არ ჰქონიათ. მაგალითად, თუ ბაგრატ მესამე ბედიაში დაიკრძალა, მისი შვილი გიორგი პირველი ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში დამარხეს, შვილიშვილი ბაგრატ მეოთხე — ჭყონდიდში...და დავით აღმაშენებელმა ქართველ მეფეთა საძვალედ გელათი აქცია. მართალია, დავითის სიცოცხლეში ვერ მოესწრო ტაძრის დასრულება, მაგრამ დიდი მეფის ანდერძისამებრ, ის მის მიერვე აგებულ მონასტერში დაიკრძალა:გელათში ასევე განისვენებენ ერთიანი საქართველოს სხვა მეფეები: დემეტრე I, გიორგი III, ლაშა-გიორგი; იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვ.გელათში დაიკრძალა დიდი თამარიც, თუმცა მოგვიანებით როგორც მისი, ისე დავით აღმაშენებლის ნეშტები ტაძრიდან გაიტანეს და ისინი დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, ეს უნდა მომხდარიყო XVI საუკუნის დასაწყისში, როდესაც 1510 წლის ნოემბერში იმერეთს ოსმალები შეესივნენ. მაშინ მტერმა გადაწვა ქუთაისი და დაარბია გელათი. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ უნდა გაეტანათ გელათიდან წმინდა მეფეთა ნეშტებიც (სხვა სიწმინდეებთან ერთად). ყოველ შემთხვევაში, XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც სახელგანთქმული მეცნიერი ექთიმე თაყაიშვილი შეეცადა, რომ წმინდა თამარის სავარაუდო საფლავი და დავით აღმაშენებლის უკანასკნელი განსასვენებელი შეესწავლა — მას იქ არაფერი დახვდა...დავითმა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, განათლება აქცია ერთ-ერთ პრიორიტეტად. მან თავის პირველ ვაზირად მწიგნობართუხუცესი (განათლების მინისტრი) დანიშნა. ამ პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდა გელათისა და იყალთოს აკადემიების დაარსებაც.იმ დროს მიღებული წესის თანახმად, ნიჭიერ ყმაწვილებს საქართველოდან საზღვარგარეთ არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებში (პეტრიწონი, შავი მთა, სინას მთა, ათონის მთა, იერუსალიმი) აგზავნიდნენ სასწავლებლად. დავითმა „ეს ტრადიცია“ დაარღვია, უცხოეთიდან ჩამოიყვანა მოძღვრები და საქართველოში გახსნა აკადემიები. დავითის თხოვნით აკადემიაში სამოღვაწეოდ საზღვარგარეთიდან უამრავი ქართველი სწავლული დაბრუნდა სამშობლოში. მათ შორის იყვნენ ისეთი გამოჩენილი მოღვაწენი, როგორებიც იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი.გელათის აკადემიაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: გელათის ზემოთ, ამაღლებულ ადგილზე არის ძველი ეკლესიის ნანგრევები, მის სამხრეთით კი საკმაოდ დიდი შენობის ნაშთებია. სავარუდოდ, ეს ნაგებობა უნდა ყოფილიყო დავით მეფის მიერ აგებული ქსენონი (საავადმყოფო, ჰოსპიტალი). მისი დაარსება მრავალი ფაქტორით იყო განაპირობებული, მაგრამ უმთავრესი მაინც ის იყო, რომ ქვეყანა თითქმის ყოველდღიურ ომს აწარმოებდა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ და ბრძოლებში დაჭრილ-დასახიჩრებულ მეომრებს ყოველდღიურად ესაჭიროებოდათ მკურნალობა, რათა უმოკლეს დროში გამოჯანმრთელებულიყვნენ და ისევ დაბრუნებოდნენ ლაშქარს. მათი რაოდენობა საგრძნობი გახლდათ და ამით აიხსნება კიდეც ქსენონის შენობის მასშტაბურობა.ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი — გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი. მისი არქიტექტურული ანსამბლი რთულია და მრავალფეროვანი. გელათის ტერიტორია ქვის გალავნითაა შემოზღუდული. გალავნის შუაგულში აღმართულია მთავარი ტაძარი — დავითის აგებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. აქვე ირისისფერ ქვაზე არის ამოკაწრული მზის საათი, რომელიც ნამდვილად უნიკალურია.გელათში ქართული მონუმენტური მხატვრობის უამრავი შესანიშნავი ნიმუშია, მაგრამ ყველაზე გამორჩეული მაინც საკურთხეველთან ბრწყინვალედ შერულებული XII საუკუნის მოზაიკაა, რომელზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი. ოქროსფერ ფონზე შერულებული ეს მოზაიკა მსოფლიო მნიშვნელობის შედევრია.მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით XII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. გელათის სამრეკლოს შენობა სამსართულიანია. მათგან პირველი ორი დავითის დროინდელია, ხოლო მესამე — ღიასარკმლიანი გუმბათი — შედარებით გვიანდელი. მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე აგებული წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და აკადემიის შენობა.გელათის აკადემიის შენობა მონასტრის დასავლეთით, ციცაბო ფლატეზე დგას. კარიბჭე უკავშირდება უზარმაზარ დარბაზს. თავის დროზე იგი გადახურული ყოფილა. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომებია, რომლებიც აკადემიის მსმენელთათვის იყო გათვალისწინებული. სწორკუთხა შენობის ფართი დაახლოებით 300 კვადრატული მეტრია და მას სამი შესასვლელი ჰქონია. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით შუა კედელთან დგას თაღებიანი ოთკუთხა მაგიდა. მრავალთაღოვანი სარკმელი უზრუნველყოფდა შენობის კარგ განათებას.დავითი არა მარტო წმინდა ტაძრის დამაარსებელი გახლდათ, არამედ ის აქტიურად მონაწილეობდა მის მშენებლობაში. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც დავით აღმაშენებელს ორი უზარმაზარი ქვა მდინარე წყალწითელას ხეობიდან ტაძრამდე მარტოს ამოუტანია. სხვა გადმოცემის თანახმად, მეფე ხარაჩოდან ჩამოვარდნილა, მძიმედ დაშავებულა და ექიმებს ძლივს გამოუტაციათ ხელიდან სიკვდილისთვის.XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უზენაესობას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ.გელათის მონასტერი ერთ-ერთი მდიდარი ფეოდალური სენიორია იყო. მის მფლობელობაში ითვლებიდა ვრცელი მიწა-წყალი. მეურნეობაში წამყვანი დარგი იყო მიწათმოქმედება. მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.გელათის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში იყო ქართველ მეფე-დედოფალთა განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის საგანი. მას მრავალ ძვირფასეულობას სწირავდნენ. ჯერ კიდევ დაუსრულებელ ტაძარში დავით მეფემ დააბრძანა სასწაულმოქმედი ხატები და წმინდა ნაწილები:„და აღავსო სიწმუნდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმინდათასა, და წმიდათა ხატთა მიერ და სიწმინდისა სამსახურებელთა ყოვლად დიდებულთა და სხუათა ნივთთა ძნიად საპოვნელთა“.სავარაუდოდ, დიდგორის ბრძოლამდე იქვე დააბრძანა ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც აღმაშენებელმა „ალალნი (ლალნი) და თვალ-მარგალიტნი“ შესწირა.დიდგორის ბრძოლაში დამარცხებული არაბთა მეფე დურბეისისათვის წართმეული ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს მანიაკიც (ყელსაბამი) გელათის მონასტრისთვის შეუწირავს დავით მეფეს — „ღმრთისა სახსენოდ და სამადლობელად ძლევისა მის საკვირველისა“.ცნობილი ხელოვნებათმცოდნე ნიკოდიმ კონდაკოვი მიიჩნევდა, რომ გელათის მონასტრის საუნჯეს მხოლოდ ვენეციის წმინდა მარკოზის ტაძრის საგანძური თუ შეედრებოდა.სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში საგანძურის დიდი ნაწილი დაიკარგა. ოსმალებმა ორჯერ დაარბიეს გელათი. არც ქართველებმა დააკლეს ხელი — რაც მტერს გადაურჩა, შინაურმა ქურდბაცაცებმა „წაიყოლეს ხელთ“.1904 წლის 17 ივლისს გელათი პირწმინდად გაიძარცვა. სხვა ძვირფასეულობებთან ერთად წაიღეს დავით აღმაშენებლის ბეჭედიც, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ინახებოდა ტაძრის სალაროში და სახელმწიფო ბეჭდის ფუქციასაც ასრულებდა. მართალია, ქურდები იმავე წლის 30 სექტემბერს დაიჭირეს, მაგრამ დავითის ბეჭედი სამუდამოდ დაიკარგა ჩვენი ქვეყნისთვის.დავით აღმაშენებელი ბეჭედს კიდობაში ინახავდა წმინდა ნაწილებთან ერთად. ის თავისი თვალით აქვს ნანახი დეკანოზ დავით ღამბაშიძეს, რომელიც მე-19 საუკუნის 80-იან წლებში წერდა:ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ამ ბეჭდის ფოტომ და აღწერამ. ის, სხვა სამეფო და საეპისკოპოსო ბეჭდების მსგავსად, დიდი ზომისა გახლდათ, რის გამოც ნაკლებად იყო ხელის სამკაული. ორნამენტებით დახუნძლულ და ოქროთი დაფერილ ბეჭედზე ამოტვიფრულია წმინდა გიორგი და წარწერა: „წმიდა გიორგი ძალითა შენითა ვსძლევ მტერთა ჩემთა“.ასევე საყურადღებოა ზურაბ ავალიშვილის დაკვირვება, რომელმაც ბეჭედზე კიდევ ერთი წარწერა ამოიკითხა: „ჯვარითა მტერთა მძლეველი — მე, დავით, ვარ უძლეველი“.გელათშივე ინახება შუა საკუნეების ხელოვნების ნიმუში — განჯის ციხე-სიმაგრის ჭიშკარი. ის ოსტატმა იბრაჰიმ იბნ ოსმანმა გამოჭედა წარმოშობით ქურთული დინასტიის, შედადიანების წარმომადგენლის შაპურ I-ის ბრძანებით. ჭიშკარი დამზადებულია თუჯისა და რკინისგან. გარედან შემკულია ორნამენტებით და მოჩითვის მეთოდით შესრულებული მოხატულობით. შაპურ I-ის ბრძანებით კარიბჭეზე დაუტანიათ წარწერა, რომელიც მის შემჭედველსა და შექმნის დროზე მოგვითხრობს.„სახელითა მოწყალისა და მწყალობელისა ალაჰისა ეს კარიბჭე აგებულია ჩვენი უფლის, მეთაურის და ბრწყინვალების შავურ ბინ ალ-ფადლისთვის — ალაჰმა დიდხანს ამყოფოს მისი უმაღლესობა. მეოხებით აბი ალ-ფარაგ მუჰამმად ბინ აბდალლას მიერ — ალაჰმა წყალობა მისცეს. აგებულია მჭედელ იბრაჰიმ ბინ უთმან ბინ მალლაქუნის მიერ 455 (1063) წელს“.დავით აღმშენებლის მემკვირდემ, დემეტრე I-მა 1138-1139 წლებში დალაშქრა და აიღო განჯა, მისი ჭიშკარი კი გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი და საქართველოს ძლევამოსილების სიმბოლო. ის დღემდე გელათში ინახება, მიუხედავად აზერბაიჯანული მხარის არაერთგზის მცდელობისა, რომ უკან დაიბრუნოს „განჯის კარი“.
https://sputnik-georgia.com/20200811/georgia-history-king-david-IV-agmashenebeli-240937640.html
https://sputnik-georgia.com/20190304/daviT-aRmaSenebeli-legendebi-244593498.html
https://sputnik-georgia.com/20210814/saqaRtvelos-sitoria-daviTa-aRmaSenebeli-didgoris-brZola-252582366.html
https://sputnik-georgia.com/20191115/daviT-aRmaSeneblis-mstovarTa-samsaxuri-247025222.html
https://sputnik-georgia.com/20181221/daviT-aRmaSenebeli-erwuxis-brZola-243596393.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23427/13/234271355_210:0:3662:2589_1920x0_80_0_0_11467e44bf796de1db4815088880dcf6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან
უცნობი გელათი: საინტერესო ფაქტები ტაძრის ისტორიიდან
17:23 19.11.2021 (განახლებულია: 22:17 19.11.2021) თავის დროზე გელათში დაკრძალულა დიდი თამარიც, თუმცა მოგვიანებით როგორც მისი, ისე დავით აღმაშენებლის ნეშტები ტაძრიდან გაიტანეს და ისინი დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.
ცხრა საუკუნეზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა გელათის სამონასტრო კომპლექსი დააარსა და ამით საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა.
მართალია, საქართველოში უამრავი სამონასტრო კომპლექსი არსებობს, მაგრამ თავისი მნიშვნელობით გელათს ცოტა თუ შეედრება — გამომდინარე მისი მრავალფუნქციური დატვირთვიდან, ის გამორჩეულ სასულიერო კერად იქცა.
გელათი იმ დროის ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და მდიდარი მონასტერი იყო. სულიერებისა და განათლების ამ ცენტრმა, რომელიც თავიდანვე „მეორე იერუსალიმად“ და „სხვა ათინად“ იწოდებოდა, უმთავრესი როლი შეასრულა ქართველი ერის სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში. როგორც მემატიანე აღნიშნავს:
„აღმატებული ყოველთა, წინანდელთა ქმნულთა, რომელ ჰმატს შვენიერებასა ყოველთასა, სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და სიმრავლითა და მაქმნულობისა შეუსწორებლობითა, რომელსა აწ თანამოწმობით ხედვენ თვალნი ყოველნი“.
გელათში მანამდეც, კერძოდ, მეშვიდე საუკუნეშიც არსებობდა მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია, მაგრამ 735 წელს არაბთა სარდალ მურვან ყრუს გამანადგურებელი ლაშქრობის დროს იქაურობა მთლიანად მოისრა. თავად ტაძარი საფუძვლამდე მოურღვევია მტერს და ამ ძველი ტაძრის აღდგენა 1527 წლამდე ვერავინ შეძლო: „მას ჟამსა ოდეს ძველ აწ მოაქანმდის არავის ხელეყო აღშენებად მისად“.
იგივეს ადასტურებს ცნობილი მეცნიერი გიორგი წერეთელიც: „ფრიად ძველ ნანგრევთა ნატამალზე, აქ ჯერ კიდევ საუკუნეთა სიღრმეში ყოფილა რაღაც ქალაქი, რომლის კვალი დღესაც ჩანს გელათის მიდამოში“.
სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დავით აღმაშენებელმა 1106 წელს დაიწყო, თუმცა თავად ვერ მოესწრო მის დასრულებას და მამის დაწყებული საქმე მისმა ვაჟმა — მეფე დემეტრემ 1130 წელსღა მიიყვანა ბოლომდე: „რამეთუ მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა, რომელიცა გამოარჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ყოვლად მშვენიერსა და ყოვლითურთ უნაკლოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ტაძარი ყოვლად მშვენიერსა და ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა ღვთის - მშობელისა“.
დავითმა გელათს მისცა არა მარტო სასულიერო კერის დანიშნულება, ის ასევე ჩაფიქრებული იყო როგორც ქართველ მეფეთა საძვალედ: „დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვისაც ტკივილი სამარადისო, აწ შვილმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ“. იქვე განთავსდა ჰოსპიტალი და უმაღლესი სასწავლებელი.
მანამდე ქართველ მეფეებს ერთიანი საძვალე არ ჰქონიათ. მაგალითად, თუ ბაგრატ მესამე ბედიაში დაიკრძალა, მისი შვილი გიორგი პირველი ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში დამარხეს, შვილიშვილი ბაგრატ მეოთხე — ჭყონდიდში...
და დავით აღმაშენებელმა ქართველ მეფეთა საძვალედ გელათი აქცია. მართალია, დავითის სიცოცხლეში ვერ მოესწრო ტაძრის დასრულება, მაგრამ დიდი მეფის ანდერძისამებრ, ის მის მიერვე აგებულ მონასტერში დაიკრძალა:
„ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნით უკუნისამდე, რამეთუ მთნავს ამას დავემკვიდრო მე“.
გელათში ასევე განისვენებენ ერთიანი საქართველოს სხვა მეფეები: დემეტრე I, გიორგი III, ლაშა-გიორგი; იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვ.
გელათში დაიკრძალა დიდი თამარიც, თუმცა მოგვიანებით როგორც მისი, ისე დავით აღმაშენებლის ნეშტები ტაძრიდან გაიტანეს და ისინი დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, ეს უნდა მომხდარიყო XVI საუკუნის დასაწყისში, როდესაც 1510 წლის ნოემბერში იმერეთს ოსმალები შეესივნენ. მაშინ მტერმა გადაწვა ქუთაისი და დაარბია გელათი. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ უნდა გაეტანათ გელათიდან წმინდა მეფეთა ნეშტებიც (სხვა სიწმინდეებთან ერთად). ყოველ შემთხვევაში, XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც სახელგანთქმული მეცნიერი ექთიმე თაყაიშვილი შეეცადა, რომ წმინდა თამარის სავარაუდო საფლავი და დავით აღმაშენებლის უკანასკნელი განსასვენებელი შეესწავლა — მას იქ არაფერი დახვდა...
დავითმა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, განათლება აქცია ერთ-ერთ პრიორიტეტად. მან თავის პირველ ვაზირად მწიგნობართუხუცესი (განათლების მინისტრი) დანიშნა. ამ პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდა გელათისა და იყალთოს აკადემიების დაარსებაც.
იმ დროს მიღებული წესის თანახმად, ნიჭიერ ყმაწვილებს საქართველოდან საზღვარგარეთ არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებში (პეტრიწონი, შავი მთა, სინას მთა, ათონის მთა, იერუსალიმი) აგზავნიდნენ სასწავლებლად. დავითმა „ეს ტრადიცია“ დაარღვია, უცხოეთიდან ჩამოიყვანა მოძღვრები და საქართველოში გახსნა აკადემიები. დავითის თხოვნით აკადემიაში სამოღვაწეოდ საზღვარგარეთიდან უამრავი ქართველი სწავლული დაბრუნდა სამშობლოში. მათ შორის იყვნენ ისეთი გამოჩენილი მოღვაწენი, როგორებიც იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი.
გელათის აკადემიაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები:
გეომეტრია („ქვეყნის საზომლოი“),
ფილოსოფია („საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი“),
რიტორიკა („თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა“),
ასტრონომია („ვარსკვლავთმრიცხველობაი“).
გელათის ზემოთ, ამაღლებულ ადგილზე არის ძველი ეკლესიის ნანგრევები, მის სამხრეთით კი საკმაოდ დიდი შენობის ნაშთებია. სავარუდოდ, ეს ნაგებობა უნდა ყოფილიყო დავით მეფის მიერ აგებული ქსენონი (საავადმყოფო, ჰოსპიტალი). მისი დაარსება მრავალი ფაქტორით იყო განაპირობებული, მაგრამ უმთავრესი მაინც ის იყო, რომ ქვეყანა თითქმის ყოველდღიურ ომს აწარმოებდა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ და ბრძოლებში დაჭრილ-დასახიჩრებულ მეომრებს ყოველდღიურად ესაჭიროებოდათ მკურნალობა, რათა უმოკლეს დროში გამოჯანმრთელებულიყვნენ და ისევ დაბრუნებოდნენ ლაშქარს. მათი რაოდენობა საგრძნობი გახლდათ და ამით აიხსნება კიდეც ქსენონის შენობის მასშტაბურობა.
ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი — გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი. მისი არქიტექტურული ანსამბლი რთულია და მრავალფეროვანი. გელათის ტერიტორია ქვის გალავნითაა შემოზღუდული. გალავნის შუაგულში აღმართულია მთავარი ტაძარი — დავითის აგებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. აქვე ირისისფერ ქვაზე არის ამოკაწრული მზის საათი, რომელიც ნამდვილად უნიკალურია.
გელათში ქართული მონუმენტური მხატვრობის უამრავი შესანიშნავი ნიმუშია, მაგრამ ყველაზე გამორჩეული მაინც საკურთხეველთან ბრწყინვალედ შერულებული XII საუკუნის მოზაიკაა, რომელზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი. ოქროსფერ ფონზე შერულებული ეს მოზაიკა მსოფლიო მნიშვნელობის შედევრია.
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით XII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. გელათის სამრეკლოს შენობა სამსართულიანია. მათგან პირველი ორი დავითის დროინდელია, ხოლო მესამე — ღიასარკმლიანი გუმბათი — შედარებით გვიანდელი. მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე აგებული წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და აკადემიის შენობა.
გელათის აკადემიის შენობა მონასტრის დასავლეთით, ციცაბო ფლატეზე დგას. კარიბჭე უკავშირდება უზარმაზარ დარბაზს. თავის დროზე იგი გადახურული ყოფილა. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომებია, რომლებიც აკადემიის მსმენელთათვის იყო გათვალისწინებული. სწორკუთხა შენობის ფართი დაახლოებით 300 კვადრატული მეტრია და მას სამი შესასვლელი ჰქონია. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით შუა კედელთან დგას თაღებიანი ოთკუთხა მაგიდა. მრავალთაღოვანი სარკმელი უზრუნველყოფდა შენობის კარგ განათებას.
დავითი არა მარტო წმინდა ტაძრის დამაარსებელი გახლდათ, არამედ ის აქტიურად მონაწილეობდა მის მშენებლობაში. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც დავით აღმაშენებელს ორი უზარმაზარი ქვა მდინარე წყალწითელას ხეობიდან ტაძრამდე მარტოს ამოუტანია. სხვა გადმოცემის თანახმად, მეფე ხარაჩოდან ჩამოვარდნილა, მძიმედ დაშავებულა და ექიმებს ძლივს გამოუტაციათ ხელიდან სიკვდილისთვის.
XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უზენაესობას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ.
გელათის მონასტერი ერთ-ერთი მდიდარი ფეოდალური სენიორია იყო. მის მფლობელობაში ითვლებიდა ვრცელი მიწა-წყალი. მეურნეობაში წამყვანი დარგი იყო მიწათმოქმედება. მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.
გელათის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში იყო ქართველ მეფე-დედოფალთა განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის საგანი. მას მრავალ ძვირფასეულობას სწირავდნენ. ჯერ კიდევ დაუსრულებელ ტაძარში დავით მეფემ დააბრძანა სასწაულმოქმედი ხატები და წმინდა ნაწილები:
„და აღავსო სიწმუნდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმინდათასა, და წმიდათა ხატთა მიერ და სიწმინდისა სამსახურებელთა ყოვლად დიდებულთა და სხუათა ნივთთა ძნიად საპოვნელთა“.
სავარაუდოდ, დიდგორის ბრძოლამდე იქვე დააბრძანა ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც აღმაშენებელმა „ალალნი (ლალნი) და თვალ-მარგალიტნი“ შესწირა.
დიდგორის ბრძოლაში დამარცხებული არაბთა მეფე დურბეისისათვის წართმეული ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს მანიაკიც (ყელსაბამი) გელათის მონასტრისთვის შეუწირავს დავით მეფეს — „ღმრთისა სახსენოდ და სამადლობელად ძლევისა მის საკვირველისა“.
ცნობილი ხელოვნებათმცოდნე ნიკოდიმ კონდაკოვი მიიჩნევდა, რომ გელათის მონასტრის საუნჯეს მხოლოდ ვენეციის წმინდა მარკოზის ტაძრის საგანძური თუ შეედრებოდა.
სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში საგანძურის დიდი ნაწილი დაიკარგა. ოსმალებმა ორჯერ დაარბიეს გელათი. არც ქართველებმა დააკლეს ხელი — რაც მტერს გადაურჩა, შინაურმა ქურდბაცაცებმა „წაიყოლეს ხელთ“.
1904 წლის 17 ივლისს გელათი პირწმინდად გაიძარცვა. სხვა ძვირფასეულობებთან ერთად წაიღეს დავით აღმაშენებლის ბეჭედიც, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ინახებოდა ტაძრის სალაროში და სახელმწიფო ბეჭდის ფუქციასაც ასრულებდა. მართალია, ქურდები იმავე წლის 30 სექტემბერს დაიჭირეს, მაგრამ დავითის ბეჭედი სამუდამოდ დაიკარგა ჩვენი ქვეყნისთვის.
დავით აღმაშენებელი ბეჭედს კიდობაში ინახავდა წმინდა ნაწილებთან ერთად. ის თავისი თვალით აქვს ნანახი დეკანოზ დავით ღამბაშიძეს, რომელიც მე-19 საუკუნის 80-იან წლებში წერდა:
„ეს შესანიშნავი ბეჭედი ინახება ამ მონასტრის სალაროში. ბეჭდის სიდიდე უნდა იყოს მიზეზი, რომ ხალხი დღესაც ღონიერ კაცად სთვლის დავით აღმაშენებელს“.
ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ამ ბეჭდის ფოტომ და აღწერამ. ის, სხვა სამეფო და საეპისკოპოსო ბეჭდების მსგავსად, დიდი ზომისა გახლდათ, რის გამოც ნაკლებად იყო ხელის სამკაული. ორნამენტებით დახუნძლულ და ოქროთი დაფერილ ბეჭედზე ამოტვიფრულია წმინდა გიორგი და წარწერა: „წმიდა გიორგი ძალითა შენითა ვსძლევ მტერთა ჩემთა“.
ასევე საყურადღებოა ზურაბ ავალიშვილის დაკვირვება, რომელმაც ბეჭედზე კიდევ ერთი წარწერა ამოიკითხა: „ჯვარითა მტერთა მძლეველი — მე, დავით, ვარ უძლეველი“.
გელათშივე ინახება შუა საკუნეების ხელოვნების ნიმუში — განჯის ციხე-სიმაგრის ჭიშკარი. ის ოსტატმა იბრაჰიმ იბნ ოსმანმა გამოჭედა წარმოშობით ქურთული დინასტიის, შედადიანების წარმომადგენლის შაპურ I-ის ბრძანებით. ჭიშკარი დამზადებულია თუჯისა და რკინისგან. გარედან შემკულია ორნამენტებით და მოჩითვის მეთოდით შესრულებული მოხატულობით. შაპურ I-ის ბრძანებით კარიბჭეზე დაუტანიათ წარწერა, რომელიც მის შემჭედველსა და შექმნის დროზე მოგვითხრობს.
„სახელითა მოწყალისა და მწყალობელისა ალაჰისა ეს კარიბჭე აგებულია ჩვენი უფლის, მეთაურის და ბრწყინვალების შავურ ბინ ალ-ფადლისთვის — ალაჰმა დიდხანს ამყოფოს მისი უმაღლესობა. მეოხებით აბი ალ-ფარაგ მუჰამმად ბინ აბდალლას მიერ — ალაჰმა წყალობა მისცეს. აგებულია მჭედელ იბრაჰიმ ბინ უთმან ბინ მალლაქუნის მიერ 455 (1063) წელს“.
დავით აღმშენებლის მემკვირდემ, დემეტრე I-მა 1138-1139 წლებში დალაშქრა და აიღო განჯა, მისი ჭიშკარი კი გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი და საქართველოს ძლევამოსილების სიმბოლო. ის დღემდე გელათში ინახება, მიუხედავად აზერბაიჯანული მხარის არაერთგზის მცდელობისა, რომ უკან დაიბრუნოს „განჯის კარი“.