დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 სექტემბერი

© Pixabay / enriquelopezgarreყვავილები ზღვის სანაპიროზე
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 18 სექტემბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
უნდა დაივიწყოთ პრეტენზიები გარშემომყოფების მიმართ და დაუდევარი მოქმედებები. ყველანაირად არახელსაყრელი დღეა თემების განხილვის, მომავლის დაგეგმვისთვის – მოსალოდნელია გაუგებრობები, კამათი. სჯობს დამოუკიდებლად მოქმედება, სადაც არავისთან შეთანხმება არაა საჭირო.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 სექტემბერი>>
ვერძი: დახვავებული პრობლემების გადაჭრის დღეა. თუნდაც არ გქონდეთ ეს დაგეგმილი, დიდი ალბათობით, ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ მოგიწევთ რაღაცების მოწესრიგება. შესაძლოა, ეს „რაღაც“ თქვენი სამუშაო მაგიდა იყოს, ან საქმეების დახარისხება. არ დაიზაროთ. დღეს დიდი შანსია, რომ რაღაც მივიწყებულს წააწყდეთ, რომელიც დღემდე აქტუალური და ღირებულია.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
ზოდიაქოს ნიშნები: ერთი ნაბიჯი სიყვარულიდან სიძულვილამდე
კურო: დღეს დისონანსში იქნებით გარშემომყოფებთან, მათ შორის, ახლობლებთანაც. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ირგვლივ ყველა ძალიან მნიშვნელოვან სახეს ირგებს, ისინი კი უკმაყოფილო შეიძლება დარჩნენ თქვენი უზრუნველი გამომეტყველებით. ეს დიდ პრობლემებს არ მოიტანს, მაგრამ მაინც – დღეს აჯობებს, თუ ხანდახან მაინც მიიღებთ სერიოზულ და ჭკვიანურ სახეს.
ტყუპი: დღეს მტკიცე და ხანდახან რადიკალური ზომებისთვის ხართ მზად, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. იმის ნაცვლად, რომ ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გადაჭრათ, ასჯერ გადაჭრით დაუფიქრებლად. ერთი მხრივ, საშიშროებაა, რომ ფული ქარს გაატანოთ, მეორე მხრივ კი საბრძოლო განწყობა დაგეხმარებათ იმ ნაბიჯის გადადგმაში, რომელიც უკვე დიდი ხანია, მომწიფდა.
კირჩხიბი: დღეს თქვენში, შესაძლოა, დიდმა კრიტიკოსმა გაიღვიძოს. ამასთან, კრიტიკა არა საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფების მიმართ იქნება მიმართული. თქვენი შენიშვნების გამო ირგვლივ მყოფებს არც შერცხვებათ და არც შეცდომების გამოსწორებას მოინდომებენ, მაგრამ შეიძლება ეწყინოთ. ასე რომ, დაფიქრდით, ღირს ამაზე ნერვების დახარჯვა?
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
ლომი: არის დიდი ალბათობა, რომ ირგვლივ მყოფები თქვენს დატვირთვას შეეცადონ საკუთარი საქმეებით, ან რაღაც საკითხში „განტევების ვაცად“ გაქციონ. ისინი იგრძნობენ, რომ დღეს დამყოლი ხართ და ამით სარგებლობას ურცხვად შეეცდებიან. ამ ვითარებას შეცვლით, თუ მყარად დადგებით და ასეთ მცდელობებს აღკვეთთ. თუ არა, მაშინ მთელი დღე სხვისი საქმეების კეთება მოგიწევთ.
ქალწული: მთელი დღე, შესაძლოა, სხვადასხვა მხრიდან ზეწოლა იგრძნოთ, მაგალითად, დროის უკმარისობის, ირგვლივ მყოფების დაჟინებული თხოვნის გამო... სავარაუდოდ, ამ ზეწოლისგან ვერ გათავისუფლდებით, ასე რომ, ამასთან შეგუება მოგიწევთ. საუკეთესო გამოსავალია განმარტოება და საკუთარი საქმეების მშვიდად გაკეთება.
სასწორი: იშვიათი შანსი გექნებათ, რომ რომელიმე საკითხში დიდ წარმატებას მიაღწიოთ. მთავარია, საჭირო მომენტი ხელიდან არ გაუშვათ, მტკიცედ და მკაფიოდ იმოქმედოთ. აქტიურობისა და მტკიცე მოქმედებების წყალობით დიდი ნაბიჯის გადადგმის შანსი გაქვთ. უნდა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და ამ ნახტომით ახალი სიმაღლეები დაიპყროთ.
ლაქლაქი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2020
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები
მორიელი: თქვენში სამართლიანობის გრძნობა გაიღვიძებს. მზად ხართ საკუთარი თუ სხვისი ინტერესების დასაცავად, თუ ჩათვლით, რომ ვინმეს ინტერესები იბღალება. ხანდახან „კუნთების თამაში“ და „თავხედისთვის“ ადგილის მიჩენა საჭიროა. თუმცა დღეს უფლებების დარღვევას ხედავთ იქაც კი, სადაც ამის ჭაჭანებაც არაა, ან მისი დანახვა მხოლოდ დიდი მიკროსკოპით შეიძლება.
მშვილდოსანი: მთელი დღე შეიძლება ჭეშმარიტების ძებნაში გაატაროთ, თან დარწმუნებული იყოთ, რომ ის სადღაც აქვეა. ეს ძიებები შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობებს, მუშაობას, პირად ცხოვრებას. თუმცა მოლოდინში, რომ სამართლიანობა სადაცაა, გაიმარჯვებს, გაოცებული აღმოაჩენთ, რომ ჭეშმარიტება „სუფთა სახით“ უსარგებლო რამაა და თქვენ გარდა ის არავის სჭირდება.
თხის რქა: ვარსკვლავები მხოლოდ პირდაპირი გზით სიარულს გირჩევენ. საკუთარი თამაშის და მით უმეტეს, რამის დაფარვის ან დამახინჯების მცდელობა სავალალოდ შეიძლება დასრულდეს. ეს ნიშნავს, რომ ღიად უნდა იმოქმედოთ. ირგვლივ მყოფები დააფასებენ თქვენს პატიოსნებასა და პირდაპირობას, თუმცა არ გადააჭარბოთ – გულახდილობასაც თავისი საზღვრები აქვს.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2018
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით
მერწყული: რაღაც საკითხებში, საჭირო შედეგის მისაღწევად, მოგიწევთ იმის თქმა, რასაც თქვენგან ელოდებიან და არა იმის, რასაც სინამდვილეში ფიქრობთ; ან, შესაძლოა, საჭირო მომენტში თქვენს ეჭვებზე დუმილი ამჯობინოთ. რას იზამთ, გულახდილობა ხანდახან უადგილოა. თუ ყველაფერს პირდაპირ იტყვით, შეიძლება დააზარალოთ საქმეც და საკუთარი თავიც.
თევზები: მტკიცედ და საბრძოლველად ხართ განწყობილი. რა საჭიროა კვანძის გახსნა, თუ მისი ნაჯახით გადაჭრა შეიძლება? საინტერესოა, რომ რაღაც საკითხებში ასეთმა რადიკალურმა ზომებმა შეიძლება კარგად იმოქმედოს, თუმცა ყველა შემთხვევაში – არა. ამიტომ ისეთ საქმეებს, სადაც დრო და დელიკატური დამოკიდებულებაა საჭირო, სჯობს, სათოფეზე არ გაეკაროთ.
ყველა ახალი ამბავი
0