დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 სექტემბერი

CC BY 2.0 / Jason Corey / Lifeთეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 17 სექტემბერია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
საოცრად მშვიდი, ჰარმონიული სულიერი განწყობა სუფევს. ამ მდგომარეობაში არანაირი სურვილი არაა არც მუშაობის, არც სახლის საქმეების გაკეთების; სამაგიეროდ გაძლიერებულია ახლობლებთან ურთიერთობების, ბუნებაში გასეირნების, რომანტიკული პაემნის სურვილი. თუ ვითარება ამის საშუალებას გაძლევთ, არ შეეწინააღმდეგოთ ამ სურვილს, მიჰყევით დინებას და უამრავ დადებით ემოციას მიიღებთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 სექტემბერი>>
ვერძი: არანაირი განწყობა არ გაქვთ, რომ საკითხები გააანალიზოთ და დეტალებში გაერკვეთ. მზად ხართ, გადაწყვეტილებები გულისხმის კარნახით, გზადაგზა მიიღოთ. თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს ინტუიციის ნდობა არ შეიძლება. მისი კარნახით მიღებული გადაწყვეტილებები, დიდი ალბათობით, არასწორი აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, უსიამოვნებები რომ აირიდოთ თავიდან, ფრთხილად იყავით.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
ზოდიაქოს ნიშნები: ერთი ნაბიჯი სიყვარულიდან სიძულვილამდე
კურო: დიდი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით იმ საქმეებში, რაც სარისკო პროექტებსა და ავანტიურებს ეხება. ექსპერტები გირჩევენ, რომ დღეს იღბლის იმედი არ გქონდეთ. თუ მოგეჩვენათ, რომ შანსი თვითონ გივარდებათ ხელში, გაითვალისწინეთ, რომ გარისკვა არ ღირს. ყველაზე გონივრული იქნება, დაიცადოთ, დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვლება და მერე დაუბრუნდებით პროექტს.
ტყუპი: თქვენმა ენთუზიაზმმა დღეს, შესაძლოა, უკუშედეგი გამოიღოს. იმის ნაცვლად, რომ წინ წახვიდეთ, თქვენმა გულმოდგინე სწრაფვამ გარშემომყოფებში შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს და ამან დაამუხრუჭოს თქვენი წამოწყებები. მსგავსი რომ არაფერი მოხდეს, ასტროლოგები გირჩევენ, დაზოგოთ თქვენი ენერგია და დღე ახლობლებთან ურთიერთობებში გაატაროთ და მხოლოდ საჭიროების დროს ზომიერად იმოქმედოთ.
კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და დაისვენოთ. ეს თქვენთვის აუცილებელია, რათა აღიდგინოთ გამოფიტული ენერგია და სასიცოცხლო ძალები. გარშემომყოფების გაგების იმედი არ გქონდეთ, ამიტომ მოგიწევთ მოიფიქროთ, როგორ უნდა შექმნათ საქმიანობის იმიტაცია ისე, რომ არც თქვენი თავი და არც სხვები არ დააზარალოთ. მოგიწევთ გარკვეული საქმეების სხვებისთვის გადაბარება, ზოგის – გადადება.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან
ლომი: კარგი „შეჯანჯღარება“ გჭირდებათ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველაფერი სულერთია თქვენთვის. სინამდვილეში კი ემოციები რუტინამ დაახშო, და თუ შეძლებთ დღეების გამრავალფეროვნებას, ჩამქრალ ენთუზიაზმსაც გააცოცხლებთ. იქნებ, ღირს საქმეების გადადება და სადმე დასასვენებლად წასვლა? ან ახალი საქმის დაწყება... მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს მცირე ავანტიურა ნამდვილად წაგადგებათ.
ქალწული: ნებისმიერი მექანიზმი, რომლის „ჭანჭიკიც“ თქვენ ხართ, შესაძლოა, მოიშალოს. და თუმცა ეს ჩავარდნები, უპირატესად, წვრილმანებში გამოვლინდება, ამან შეიძლება თქვენი ყურადღება გადაიტანოს და გონების მოკრება გაგიჭირდეთ. როგორც შედეგი, დღეს ტრაბახის მიზეზი არ გექნებათ. სხვათა შორის, საერთო პრობლემების ფონზე დღეს თქვენგან არც არავინ ელოდება განსაკუთრებულ გმირულ მოქმედებებს.
სასწორი: ვარსკვლავები კატეგორიულად გირჩევენ, მარტომ არ იმოქმედოთ. ეს ის დღეა, როდესაც დამოუკიდებლად ვერაფერს გადაწყვეტთ და თუ მაინც ცდით, შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა მოგიწევთ გარშემომყოფებთან კონსულტაციის, მათი მოსაზრებების მოსმენისა და კომპრომისზე წასვლის გზით. სამაგიეროდ, შედეგი გაგახარებთ.
წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2020
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები
მორიელი: არ ღირს ავანტიურაში ჩაბმა არც სამსახურში, არც პირად ცხოვრებაში და სხვა საქმეებში. სადაც ოდნავ მაინც იღბლის იმედი გექნებათ, ჩავარდნაა მოსალოდნელი. იღბალი თქვენთვის დღეს „შვებულებაშია“. უსიამოვნებები რომ აიცილოთ თავიდან, დიდი ძალისხმევა არ გჭირდებათ, უბრალოდ, არ უნდა გარისკოთ და ყველაფერში ნაცად, კონსერვატიულ გზებს მიმართოთ, ასევე მარტივი მიმდინარე საქმეები გააკეთოთ.
მშვილდოსანი: დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა არ ივარგებს – ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეცდომები შეიძლება გამოიწვიოს. შესაძლოა, ვერ შენიშნოთ ის, რაც თქვენ ცხვირწინ დევს, ან ელემენტარულ საკითხში „ჩაიჭრათ“, შესანიშნავად გამოგივათ მეწყვილესთან ერთად მუშაობა – თუ ახლობელი ადამიანი დათანხმდება თქვენს „გაკონტროლებას“, ბევრად ყურადღებიანი და ნაკლებად გონებაგაფანტული იქნებით.
თხის რქა: დღეს არ ღირს დიდ პროექტებთან შეჭიდება, რომლებშიც სხვებიც მონაწილეობენ. დიდი ალბათობით, ვერაფერს მიაღწევთ. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ნებისმიერ ერთობლივ წამოწყებაზე. ერთადერთი ადამიანი, რომლის იმედიც შეიძლება დღეს გქონდეთ, ეს თვითონ თქვენ ხართ. აქედან გამომდინარე, ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმ პროექტებზე, რომლებზეც პირადად თქვენ ხართ პასუხისმგებელი.
ვარდისფერი სათვალით დანახული სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2019
ოპტიმისტი ხართ თუ პესიმისტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: ვარსკვლავები გირჩევენ, მოაწყოთ საკუთარი პროექტის ან საკუთარი თავის პრეზენტაცია – გარშემომყოფები ამას შესანიშნავად შეხვდებიან. დღეს ხატოვნად და ემოციურად გამოხატავთ ყველაფერს და ეს სწორედ ის ენაა, რომელსაც ირგვლივ მყოფები „ფრიადზე“ შეაფასებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს მსმენელის გონება არ უნდა გადაღალოთ ციფრებითა და ფაქტებით – საკმარისია დადებითი „გადამდები“ ემოციები.
თევზები: უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ ყველაფერი ისეთი არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამასთან, სიურპრიზები შეიძლება იყოს როგორც სასიამოვნო, ისე უარყოფითი. მაგალითად, შესაძლებელია სირთულეები საქმეებში, რომლებიც დიდი ხანია, გადაწყვეტილი გგონიათ. ამავდროულად, რაღაც რთული საკითხები თავისთავად შეიძლება მოგვარდეს. ასე რომ, ნებისმიერი მოულოდნელობისთვის იყავით მზად.
ყველა ახალი ამბავი
0