პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი კელი დეგნანის განცხადებას პასუხობს

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
ვაშინგტონში ვერ ხვდებიან, თუ რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა საელჩოს მისამართით კრიტიკულ განცხადებებს.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების განცხადებებში ანტიდასავლური არაფერია, ისინი უბრალოდ კითხვებს სვამენ, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
გუშინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან კითხვები მიიღო ქართველი დეპუტატების მოტივების შესახებ, რომლებიც იმეორებენ „რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებსა და სიცრუეს“.
მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ ხვდებიან, თუ რატომ არ ემიჯნება ამას საქართველოს მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.

„საპირისპირო აზრის არსებობა დასავლური სამყაროსთვის უცხო არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

„თუ ადამიანი კითხვას იმის თაობაზე სვამს, გაემიჯნა თუ არა თავად აშშ-ის ელჩი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს, რომლებიც საუბრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით უნდა გადადგეს, შეიქმნას მთავრობა, დაწესდეს სანქციები – ამ საკითხებზე მყარი პოზიციაა საჭირო და თუ ამ პოზიციას ითხოვენ ადამიანები, ეს ანტიდასავლურ პოლიტიკას არ ნიშნავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ფარკასმა თქვა ის, რასაც აშშ-ის ელჩი ღიად ვერ ამბობს - ქართველი დეპუტატები>>>
ივნისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება" დატოვეს, რათა თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. აგვისტოს დასაწყისში მათ ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა".
როგორც აღმოჩნდა, ამ დეპუტატებს ყველაზე მეტი კითხვა აშშ-ის ელჩისადმი აქვთ. მათ არაერთხელ მოუწოდეს დეგნანს, გამიჯნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებსა და ქართული „რადიკალური ოპოზიციის“ პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ, რომელიც თავად საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობებსა და ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობებს.
სასურველი პასუხის ვერმიღების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ყოველივე ეს ბადებს აზრს, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ უკან ამერიკის საელჩო დგას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოლემიკის შემდგომი გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგანაც ეს კი არ გააძლიერებს, არამედ შეასუსტებს აშშ-თან ურთიერთობებს.
დეპუტატები: აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას პოლარიზაციისთვის იყენებს>>>
კელი დეგნანმა ღარიბაშვილის აღნიშნული სიტყვები დადებითად შეაფასა. „ეს მიანიშნებს იმაზე, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა პრორუსული დეზინფორმაცია“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, დეპუტატების ოთხეული საკუთარ აზრზე რჩება. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის დეპუტატებიც აცხადებენ, რომ ყველას აქვს უფლება დასვას კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აქვს.
„მათ ბევრჯერ თქვეს, რომ მათი მიზანია არა ამერიკასთან სტრატეგიული მიზნების დაზიანება, არამედ მათი მიზანია რიგ საკითხებთან მიმართებით გაურკვევლობის გაფანტვა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0