https://sputnik-georgia.com/20220916/awara-turizmis-ganvitareba-biujeti-270488891.html
აჭარის ბიუჯეტი ტურიზმის განვითარებაზე შეიძლება 53%-ით გაიზარდოს
აჭარის ბიუჯეტი ტურიზმის განვითარებაზე შეიძლება 53%-ით გაიზარდოს
Sputnik საქართველო
მომავალ წელს მთავარი პრიორიტეტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების და მომსახურების განვითარება იქნება. 16.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-16T13:37+0400
2022-09-16T13:37+0400
2022-09-16T21:22+0400
აჭარის მთავრობა
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/83/234088358_0:254:4928:3026_1920x0_80_0_0_6e61f23aed559e69d2bc5e54787a5207.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის და ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით 2023 წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.2019 წელთან შედარებით, უწყების ბიუჯეტი შემდეგ წელს შესაძლოა 53%-ით გაიზარდოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში გაიმართა.2023 წელს აჭარის ტურისტული პოტენციალის სამიზნე ქვეყნებში პოპულარიზაციისთვის 28%-ით მეტი, 6.375.000 ლარის გამოყოფა იგეგმება. 2019 წელთან შედარებით 77%-ით იზრდება შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისა და რეკლამის ბიუჯეტიც:შემდეგი წლისთვის აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარება ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2023 წელს მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და განვითარების მიმართულებით ბიუჯეტის 165%-ით გაზრდა იგეგმება.შემოსავლებმა ტურიზმიდან 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა>>ჯამში 3 მილიონი ლარი დაიხარჯება:რაც შეეხება რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, ამ მიმართულებით შემდეგ წელს 692.000 ლარი დაიხარჯება, რაც ბიუჯეტის 134%-იან ზრდას გულისხმობს.
აჭარა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/83/234088358_278:0:4651:3280_1920x0_80_0_0_a1c68a2ac2740b491c56e2718c87b628.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აჭარის მთავრობა , აჭარა , ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები
აჭარის მთავრობა , აჭარა , ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები
აჭარის ბიუჯეტი ტურიზმის განვითარებაზე შეიძლება 53%-ით გაიზარდოს
13:37 16.09.2022 (განახლებულია: 21:22 16.09.2022) მომავალ წელს მთავარი პრიორიტეტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების და მომსახურების განვითარება იქნება.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის და ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით 2023 წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს,
ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2019 წელთან შედარებით, უწყების ბიუჯეტი შემდეგ წელს შესაძლოა 53%-ით გაიზარდოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში გაიმართა.
2023 წელს აჭარის ტურისტული პოტენციალის სამიზნე ქვეყნებში პოპულარიზაციისთვის 28%-ით მეტი, 6.375.000 ლარის გამოყოფა იგეგმება. 2019 წელთან შედარებით 77%-ით იზრდება შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისა და რეკლამის ბიუჯეტიც:
რეკლამა ბეჭდური მედიის გამოყენებით
სარეკლამო-საინფორმაციო ტურების ორგანიზება
საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა
სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებასა და რეიტინგულ მედიასაშუალებებში სატელევიზიო რეკლამაზე გაკეთდება.
შემდეგი წლისთვის აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარება ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2023 წელს მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და განვითარების მიმართულებით ბიუჯეტის 165%-ით გაზრდა იგეგმება.
ჯამში 3 მილიონი ლარი დაიხარჯება:
ტურისტული პროდუქტების განვითარებასა და დივერსიფიკაციაზე
მთიანი აჭარის პოპულარიზაციაზე - ინფოტურებზე
რაც შეეხება რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, ამ მიმართულებით შემდეგ წელს 692.000 ლარი დაიხარჯება, რაც ბიუჯეტის 134%-იან ზრდას გულისხმობს.