https://sputnik-georgia.com/20220914/raribasvilma-solci-saqartvelosi-moiwvia-270436954.html
ღარიბაშვილმა შოლცი საქართველოში მოიწვია
ღარიბაშვილმა შოლცი საქართველოში მოიწვია
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება 14.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-14T23:36+0400
2022-09-14T23:36+0400
2022-09-15T14:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/13/269610809_1:0:1100:618_1920x0_80_0_0_ddf214d719f2387f17ce3c9d71e49489.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს საიმედოობაში დაარწმუნა და ის თბილისში მოიწვია.ღარიბაშვილი ბერლინში ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს გაემგზავრა. პირველი შეხვედრა მან გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა, შემდეგ კი გაიმართა მოლაპარაკებები შოლცთან.პოლიტიკოსებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს იმ პირობებს, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.„12 კრიტერიუმი დასახელებულია, რომელიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის უკვე ის, რაც ქვეყანამ თვითონ უნდა გააკეთოს, უნდა მიაღწიოს ამას. თუკი ეს პირობები შესრულდება, რომელიც აუცილებელია, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოების, საბაზრო ეკონომიკების წრეში შესასვლელად, მაშინ გერმანია დაეხმარება საქართველოს, გერმანია შეასრულებს თავის სიტყვას, რომელიც მან მისცა საქართველოს“, - განაცხადა შოლცმა.ღარიბაშვილის შეხვედრა შტაინმაიერთან: საქართველო და გერმანია საიმედო პარტნიორები არიან >>შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის წაყენებული ყველა პირობის შესრულებას ყველა პოლიტიკური ძალის ძალისხმევაა საჭირო.„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია, გარდაქმნა, განვითარება, რეფორმების ჩატარება, სწორედ, ამას უკავშირდება იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოგვცემს საშუალებს, მივიღოთ კანდიდატის სტატუს. ჩვენ შესაბამისად რა თქმა უნდა გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე იქნას ეს მიღწეული, ეს არის ჩვენი გეგმა, ჩვენი ხედვა, რომელიც ჩვენი ხალხის სურვილებსა და ნებას გამოხატავს", - აღნიშნა პრემიერმა.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია.ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს, პირველ რიგში, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პოლარიზაციის მიზანმიმართულ გამძაფრებაში ადანაშაულებს. ამის დასამტკიცებლად დასახელდა ევროკავშირის პირობების შესრულებაზე სამუშაოდ ალტერნატიული პროცესის დაწყება, ასევე ოპოზიციის ნაწილის გეგმები ქუჩის აქციებისა და დაუმორჩილებლობის გამოცხადების შესახებ.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/13/269610809_162:0:986:618_1920x0_80_0_0_fa748b1c6cc97e6b418588574d29dd22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ღარიბაშვილმა შოლცი საქართველოში მოიწვია
23:36 14.09.2022 (განახლებულია: 14:18 15.09.2022) საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს საიმედოობაში დაარწმუნა და ის თბილისში მოიწვია.
ღარიბაშვილი ბერლინში ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს გაემგზავრა. პირველი შეხვედრა მან გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა, შემდეგ კი გაიმართა მოლაპარაკებები შოლცთან.
„მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო არის გერმანიის სანდო პარტნიორი, რომელიც ხელს უწყობს ევროპული ფასეულობების დამკვიდრებას და თავისი წვლილი შეაქვს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით... მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ კანცლერს და ვისარგებლო შემთხვევით, მოვიწვიო კანცლერი თბილისში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პოლიტიკოსებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს იმ პირობებს, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
„12 კრიტერიუმი დასახელებულია, რომელიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის უკვე ის, რაც ქვეყანამ თვითონ უნდა გააკეთოს, უნდა მიაღწიოს ამას. თუკი ეს პირობები შესრულდება, რომელიც აუცილებელია, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოების, საბაზრო ეკონომიკების წრეში შესასვლელად, მაშინ გერმანია დაეხმარება საქართველოს, გერმანია შეასრულებს თავის სიტყვას, რომელიც მან მისცა საქართველოს“, - განაცხადა შოლცმა.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის წაყენებული ყველა პირობის შესრულებას ყველა პოლიტიკური ძალის ძალისხმევაა საჭირო.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია, გარდაქმნა, განვითარება, რეფორმების ჩატარება, სწორედ, ამას უკავშირდება იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოგვცემს საშუალებს, მივიღოთ კანდიდატის სტატუს. ჩვენ შესაბამისად რა თქმა უნდა გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე იქნას ეს მიღწეული, ეს არის ჩვენი გეგმა, ჩვენი ხედვა, რომელიც ჩვენი ხალხის სურვილებსა და ნებას გამოხატავს", - აღნიშნა პრემიერმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია.
ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს, პირველ რიგში, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პოლარიზაციის მიზანმიმართულ გამძაფრებაში ადანაშაულებს. ამის დასამტკიცებლად დასახელდა ევროკავშირის პირობების შესრულებაზე სამუშაოდ ალტერნატიული პროცესის დაწყება, ასევე ოპოზიციის ნაწილის გეგმები ქუჩის აქციებისა და დაუმორჩილებლობის გამოცხადების შესახებ.