„მარტო მოდა არ არის საკმარისი“ - ცნობილი მკერავი და „პრიმერკაზე“ მისული ჩინოვნიკები

© courtesy of Sopo Kalatozishviliზაქრო კალატოზიშვილი ქალიშვილებთან ერთად
ზაქრო კალატოზიშვილი ქალიშვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
დროთა განმავლობაში სამყაროში ყველაფერი იცვლება, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულებაც. საქმიანობის სახელებიც კი. მაგალითად, ადრე რომ პროფესიონალ მკერავს ვეძახდით, დღეს ასეთ ადამიანს სტილისტ-დიზაინერად მოვიხსენიებთ.
ზაქრო კალატოზიშვილს თბილისში გამოცდილ მკერავად იცნობდნენ. მასთან ყველა კატეგორიის მოქალაქე მიდიოდა. ჩინოვნიკები სამთავრობო წრეებიდან თავის შესაფერის სამოსს მარტო მას უკვეთავდნენ.
- ბატონო ზაქრო, როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა?
- ერთხელ მეტეხის სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, შრომის გაკვეთილზე რაღაცების შეკერვა დაგვავალეს. მე ძველი შინელის ქსოვილისგან სახლის ფლოსტები შევკერე. მთელი ხუთი წელი ჩემი ნახელავი გამორჩეულ ადგილზე ეკიდა. მეშვიდე კლასამდე ხუთოსანი ვიყავი, მერე მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში ვაბარებდი, მაგრამ კორუფცია იყო და ყველაფერი ჩაწყობით ხდებოდა, ამიტომ ვერ ჩავაბარე. მშობლებმა ბევრი იფიქრეს და სამკერვალოში მიმიყვანეს. ეს საქმე პროფესიონალმა კაცმა არჩილ ვარდიაშვილმა მასწავლა. კავსაძისა და მოსაშვილის კუთხეში არსებული სამკერვალო ატელიე, რომელშიც მე ვიყავი, სწორედ მის დროს, 1964 წელს გაიხსნა. მაშინ 16 წლის ბიჭი ვიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, 1 ივნისს პირდაპირ ამ ატელიეში მოვედი.
კადრი ფილმიდან „ფერმა მთაში“ - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
დუისელი გოგოს ამბავი - როცა ცხოვრება ფილმს ჰგავს
- ძირითადად ვინ იყვნენ თქვენი კლიენტები?
- როცა თანდათან უფრო გავერკვიე ჩემს საქმეში, ჩემზე ბევრმა გაიგო. ჩინოვნიკები ხშირად მაკითხავდნენ ხოლმე, ზოგი მათგანი ჩემთან ესკორტით მოჰყავდათ. რომელიმე დიდ ჩინოვნიკს „პრიმერკას“ ავუღებდი და მერე ისევ უკან მიჰყავდათ. ოფიციალური შარვალ-კოსტიუმი რამდენი შემიკერავს, აღარც მახსოვს. ადრე, როცა მეღვინეობის ბუმი იყო, ჩემთან მეღვინეები მოდიოდნენ და ტანსაცმელს მიკვეთავდნენ. ბევრი ცნობილი ადამიანიც დადიოდა, მახსენდება მსახიობი ედიშერ მაღალაშვილი, მომღერალი მამუკა ონაშვილი... იყო პერიოდი, ისეთი ვიწრო შარვლები იყო მოდაში, რომ ალბათ საპნით ძლივს იხდიდნენ ხოლმე. ბუბა კიკაბიძე სწორედ ასეთ შარვლებს იკერავდა, სამკუთხედი პიჯაკები ეცვა ხოლმე. ქალებსაც ვუკერავდი, ჩემთან ბევრი ცნობილი ქალი დადიოდა კაბის გადასაკეთებლად. ხშირად შარვალ-კოსტიუმს ექიმ-რენტგენოლოგი ამირან ჩაჩავაც მაკერინებდა ხოლმე.
დალი ზაქარიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
როცა თიხა გემორჩილება, თოჯინა კი გეპრანჭება
- თავად რა სტილს ანიჭებდით უპირატესობას?
- ბევრს ძალიან გემოვნებიანად აცვია, მაგრამ საქმე ისაა, რომ შერჩეული სტილი უნდა შეეფერებოდეს, მარტო მოდა არ არის საკმარისი. რაც შემეხება მე, ოცი წლის ბიჭს მოკასინები მეცვა, რაც მერეც მოდაში იყო. მოკლედ, ყველაფერი მეორდება – მოდაში ისევ ის შემოდის, რაც ადრე იყო. ყოველ 30 წელიწადში ისევ ძველი სტილი ხდება აქტუალური და მოდური.
- ვიცი, რომ ერთ ცნობილ ფილმში მასობრივ სცენებში ხართ გადაღებული...
- ჩვენს სოფელში ფილმ „ლონდრეს“ იღებდნენ. მაშინ 17 წლის ვიყავი და ბევრი მსახიობი ახლოდან პირველად ვნახე. გივი ბერიკაშვილი და ეროსი მანჯგალაძე გავიცანით. ბიჭები იმ ფილმის მასობრივ სცენებში გადაგვიღეს და ამაში სამი მანეთი მომცეს. დავდიოდით როგორც ჯარისკაცები, ხიშტებიც დაგვირიგეს. სხვათა შორის, ფილმის ოპერატორი ტიტე კალატოზიშვილი იყო – დიდი მიშას შვილი. კარგი დრო იყო, მახსოვს, ერთხელ პატივი ვეცით მსახიობებს, თევზი დავიჭირეთ, ზოგმა ღვინო მოიტანა და ვაქეიფეთ.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0