https://sputnik-georgia.com/20220907/dali-zaqariashvili-270186595.html
როცა თიხა გემორჩილება, თოჯინა კი გეპრანჭება
როცა თიხა გემორჩილება, თოჯინა კი გეპრანჭება
Sputnik საქართველო
დალი ზაქარიაშვილი ისრაელში მცხოვრები მეთოჯინეა. 07.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-07T16:08+0400
2022-09-07T16:08+0400
2022-09-07T20:06+0400
ინტერვიუ
ქართველები უცხოეთში
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24748/95/247489556_0:43:1343:798_1920x0_80_0_0_12cfcedf5b43c64962b32632f020b6aa.jpg
2018 წელს, ნანა ყაულაშვილის თოჯინებით მოხიბლულმა, გადაწყვიტა ეს საქმე თავადაც შეესწავლა. სამი წლის ასაკიდან ხატავს და სხვა პროფესიის არჩევაზე არც უფიქრია. სკოლის მერე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა.ერთი პერიოდი ტანსაცმლის დიზაინითაც იყო დაკავებული, ქარგვაც ეხერხება. მისმა თოჯინებმა უკვე მიიღეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა. მათი შემქმნელისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა გამოფენა, რომელიც ისრაელში, ქალაქ არადში გაიმართა. მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა და ქართველი მეთოჯინის ნამუშევრები უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩენილა.- ქალბატონო დალი, როგორ აღმოჩნდით წმინდა მიწაზე და თოჯინების შექმნა როგორ დაიწყეთ?- ისრაელში 2015 წლის 12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ჩამოვედი, ამიტომ ის დღე ემოციურად დამამახსოვრდა. ადრე ტანსაცმლის დიზაინით ვიყავი დაკავებული. რაც თავი მახსოვს, სულ ძიებაში ვარ და მივაგენი კიდეც ჩემს ნიშას – ასეთი თიხა აღმოჩნდა. თიხა ადვილად გემორჩილება და შენი სულის გამოხატულება ხდება. თოჯინების დამზადების ხელოვნება კი შესაძლებლობას გაძლევს, რომ გამოიყენო ყველა საშუალება – ძერწვა, ხატვა, ტანსაცმლის დიზაინი, ვარცხნილობა.- როგორც აღნიშნეთ, თიხა ადვილად გემორჩილებათ, თოჯინებს რამდენად აქვთ დამყოლი ხასიათი?- სხვათა შორის, თოჯინა „თვითონ ირჩევს“ და გკარნახობს როგორი სამოსი, სტილი და ვარცხნილობა უნდა მოიხდინოს. მერე კი გეპრანჭება და საოცარი მზერით გიყურებს, თითქოს თვალებით გელაპარაკება. საოცარი განცდაა. ამჟამად როგორც რბილი თოჯინები, ისე თიხისგან დამზადებული ნამუშევრები მაქვს. მათ სხვადასხვა ქვეყანაში დაიდეს ბინა. ერთი მხრივ, მიჭირს მათთან განშორება, მეორე მხრივ, მიხარია, რომ ჩემი შემოქმედება სხვადასხვა ქვეყანაში ერთნაირად მოსწონთ. ამჟამად როგორც თიხისგან დამზადებული, ასევე რბილი თოჯინები მაქვს.- რა ხდება ხოლმე თქვენი შთაგონების წყარო და რომელიმე ნამუშევარს ხომ არ გამოარჩევდით?- ვქმნი ყველაფერს, რაც დიდ ემოციას მიტოვებს. როცა ვნახე მოდილიანის საყვარელი ქალის ჟანა ებიუტერნის პორტრეტი „ჟანა“, მოვიხიბლე და გადავწყვიტე, რომ თოჯინა მის მიხედვით შემექმნა. ვცადე თიხაში გადმომეცა ის სულიერი სამყარო, რაც ამ ტილოსთვისაა დამახასიათებელი.- საქართველოში რა გენატრებათ?- სამშობლოში ყველაფერი მენატრება – თბილისი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ვერის უბანი, თავისი საოცარი სუნთქვით, გაზაფხულზე წამოსული ჟუჟუნა წვიმა და აფეთქებული ატმის ყვავილის სურნელი. სიცოცხლე საქართველოში მინდა...- არაერთი წელია, რაც ისრაელში ცხოვრობთ...- აქ ძალიან უშუალო ხალხია და მათთან ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნოა. ამ ქვეყანაში იციან მეგობრობის ფასი. მადლობა მინდა გადავუხადო ებრაელ ხალხს იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც გვიზიარებენ. უდიდესი მადლობა საქართველოდან წამოსულ ქართველ ებრაელებს, რომლებიც გვერდში უდგანან ჩვენს ემიგრანტებს, საქართველოს სიყვარულს კი გულში ატარებენ...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24748/95/247489556_112:0:1231:839_1920x0_80_0_0_77e6250c125342f4b4e4d517348b86be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, ქართველები უცხოეთში, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, ქართველები უცხოეთში, საინტერესო ადამიანები
როცა თიხა გემორჩილება, თოჯინა კი გეპრანჭება
16:08 07.09.2022 (განახლებულია: 20:06 07.09.2022) დალი ზაქარიაშვილი ისრაელში მცხოვრები მეთოჯინეა.
2018 წელს, ნანა ყაულაშვილის თოჯინებით მოხიბლულმა, გადაწყვიტა ეს საქმე თავადაც შეესწავლა. სამი წლის ასაკიდან ხატავს და სხვა პროფესიის არჩევაზე არც უფიქრია. სკოლის მერე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა.
ერთი პერიოდი ტანსაცმლის დიზაინითაც იყო დაკავებული, ქარგვაც ეხერხება. მისმა თოჯინებმა უკვე მიიღეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა. მათი შემქმნელისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა გამოფენა, რომელიც ისრაელში, ქალაქ არადში გაიმართა. მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა და ქართველი მეთოჯინის ნამუშევრები უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩენილა.
- ქალბატონო დალი, როგორ აღმოჩნდით წმინდა მიწაზე და თოჯინების შექმნა როგორ დაიწყეთ?
- ისრაელში 2015 წლის 12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ჩამოვედი, ამიტომ ის დღე ემოციურად დამამახსოვრდა. ადრე ტანსაცმლის დიზაინით ვიყავი დაკავებული. რაც თავი მახსოვს, სულ ძიებაში ვარ და მივაგენი კიდეც ჩემს ნიშას – ასეთი თიხა აღმოჩნდა. თიხა ადვილად გემორჩილება და შენი სულის გამოხატულება ხდება. თოჯინების დამზადების ხელოვნება კი შესაძლებლობას გაძლევს, რომ გამოიყენო ყველა საშუალება – ძერწვა, ხატვა, ტანსაცმლის დიზაინი, ვარცხნილობა.
- როგორც აღნიშნეთ, თიხა ადვილად გემორჩილებათ, თოჯინებს რამდენად აქვთ დამყოლი ხასიათი?
- სხვათა შორის, თოჯინა „თვითონ ირჩევს“ და გკარნახობს როგორი სამოსი, სტილი და ვარცხნილობა უნდა მოიხდინოს. მერე კი გეპრანჭება და საოცარი მზერით გიყურებს, თითქოს თვალებით გელაპარაკება. საოცარი განცდაა. ამჟამად როგორც რბილი თოჯინები, ისე თიხისგან დამზადებული ნამუშევრები მაქვს. მათ სხვადასხვა ქვეყანაში დაიდეს ბინა. ერთი მხრივ, მიჭირს მათთან განშორება, მეორე მხრივ, მიხარია, რომ ჩემი შემოქმედება სხვადასხვა ქვეყანაში ერთნაირად მოსწონთ. ამჟამად როგორც თიხისგან დამზადებული, ასევე რბილი თოჯინები მაქვს.
- რა ხდება ხოლმე თქვენი შთაგონების წყარო და რომელიმე ნამუშევარს ხომ არ გამოარჩევდით?
- ვქმნი ყველაფერს, რაც დიდ ემოციას მიტოვებს. როცა ვნახე მოდილიანის საყვარელი ქალის ჟანა ებიუტერნის პორტრეტი „ჟანა“, მოვიხიბლე და გადავწყვიტე, რომ თოჯინა მის მიხედვით შემექმნა. ვცადე თიხაში გადმომეცა ის სულიერი სამყარო, რაც ამ ტილოსთვისაა დამახასიათებელი.
- საქართველოში რა გენატრებათ?
- სამშობლოში ყველაფერი მენატრება – თბილისი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ვერის უბანი, თავისი საოცარი სუნთქვით, გაზაფხულზე წამოსული ჟუჟუნა წვიმა და აფეთქებული ატმის ყვავილის სურნელი. სიცოცხლე საქართველოში მინდა...
- არაერთი წელია, რაც ისრაელში ცხოვრობთ...
- აქ ძალიან უშუალო ხალხია და მათთან ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნოა. ამ ქვეყანაში იციან მეგობრობის ფასი. მადლობა მინდა გადავუხადო ებრაელ ხალხს იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც გვიზიარებენ. უდიდესი მადლობა საქართველოდან წამოსულ ქართველ ებრაელებს, რომლებიც გვერდში უდგანან ჩვენს ემიგრანტებს, საქართველოს სიყვარულს კი გულში ატარებენ...