საქართველო და გაერთიანებული საამიროები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ

© AP Photo / Kamran Jebreiliდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.
ეს გადაწყვეტილება თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აჰმედ ალი ალ საიღის შეხვედრაზე მიიღეს.

ღარიბაშვილის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის.

მხარეებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი მაღალ დონეზეა, რასაც ბოლო წლებში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაღალი დონის ვიზიტები მოწმობს.
განხილულ საკითხებს შორის იყო ასევე საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში არაბული ინვესტიციებით ბევრი პროექტი განხორციელდა და მათი რიცხვი იზრდება.
ეს უნდა ნახოთ: დუბაის ახალი ადგილები - ტოპ-შვიდეული>>
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის დასაწყისიდან შვიდ თვეში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 133,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე 81,6%-ით მეტია.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა>>
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0