არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

© AP Photo / Kamran Jebreiliდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
აქამდე საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო რეჟიმი ძალაში სამშაბათს შევიდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ცვლილებები შევიდა ორ ქვეყანას შორის 2017 წლის ურთიერთგაგების მემორანდუმში „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“.

„შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, უვიზო რეჟიმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას.
ყველა ახალი ამბავი
0