ეს უნდა ნახოთ: დუბაის ახალი ადგილები - ტოპ-შვიდეული

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიდუბაის ცათამბჯენები
დუბაის ცათამბჯენები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
მალე საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ. ყველაზე „გემრიელი" საამირო, რა თქმა უნდა, დუბაია, რომელიც მსოფლიოს უდიდესი საქმიანი ცენტრების ათეულში შედის, ასევე იზიდავს მილიონობით ტურისტს მთელი მსოფლიოდან.
აქ ჩადიან საუკეთესო შოპინგის, საოცარი არქიტექტურის, აღმოსავლური ფუფუნებისა და ელიტური პლაჟების გამო.
სულ რაღაც 50 წლის წინ დუბაის ადგილზე უდაბნო იყო ბედუინების მცირე დასახლებით. მაგრამ ნავთობის მარაგების ხარჯზე ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციების წყალობით დუბაი ახლა მომავლის ქალაქს მოგვაგონებს.
© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიPalm Jumeirah-ს კვარტლები
Жилые кварталы острова Пальма Джумейра в Дубае - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
Palm Jumeirah-ს კვარტლები
დუბაის გზამკვლევი, შეიძლება ითქვას, ყოველ წელს გასაახლებელია – აქ მუდმივად იხსნება ახალი უნიკალური ობიექტები და ყველას წინ უძღვის სიტყვები: „ყველაზე" ან „საუკეთესო". „Sputnik–საქართველო“ წარმოგიდგენთ დუბაის ახალ შვიდ ადგილს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

1. The View

პანორამული გადასახედი ტერიტორია The View at The Palm ცათამბჯენ Palm Tower-ის 52-ე სართულზე, 240 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული. ადგილიდან იშლება პანორამული ხედი კუნძულ Palm Jumeirah-ზე, ქალაქის ცათამბჯენებზე და სპარსეთის ყურეზე. აქამდე ხელოვნური კუნძულის დანახვა მხოლოდ თვითმფრინავიდან შეიძლებოდა, ან პარაშუტით ხტომის დროს. ახლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია სპეციალურ ტერიტორიაზე ასვლა და ამ „ქვიშის ქალაქის" მასშტაბის შეგრძნება.
© photo: Sputnik / Stringerხედი Palm Jumeirah-ზე
Панорамный вид на остров Palm Jumeirah - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
ხედი Palm Jumeirah-ზე

2. Hatta Wadi Hub

მთიანი რეგიონი ჰატა ჰაჯარის ლამაზი მთების ფონზეა განთავსებული. ეს იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ველურ ბუნებაში უყვარს დასვენება. ადგილი ჯერ კიდევ 2018 წელს გაიხსნა, მაგრამ ტურისტებს მის შესახებ ცოტა სმენიათ. აქ შესაძლებელია არა მხოლოდ ფეხითა და ველოსიპედით სეირნობა და დამატყვევებელი პეიზაჟებით ტკბობა, არამედ სხვადასხვა სახის გართობაც ახალ ცენტრ Hatta Wadi Hub-ში: მშვილდ-ისრიდან სროლა, ნაჯახის სროლა ან ზორბინგი – გიგანტურ გამჭვირვალე ბურთში მთიდან ექსტრემალური დაშვება. აქვე შეიძლება დამბა Hatta Dam-ის ნახვა და ტბაზე ბაიდარით გასეირნება, ან ფუტკრის Hatta Honey Bee Garden-ის მონახულება.
© photo: Sputnik / Stringerჰატას რეგიონი
Горный регион Хатта - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
ჰატას რეგიონი
ღირს Hatta Heritage Village-ის მონახულებაც. ესაა ტრადიციული მთის სოფლის რეკონსტრუქცია, რომელიც ოაზის ჰატაში ცხოვრების წარმოდგენას გვიქმნის ნავთობის ბუმამდე. ჰატას მემკვიდრეობა – მეჩეთი და სოფლის სახლები თავდაპირველად ააგეს ისეთი მასალებისგან, როგორიცაა ალიზი, პალმის ღერო და ფოთლები, ლერწამი და ქვა. სოფელი 30 შენობისგან შედგება. აქედან ბევრი მოწყობილია ისე, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის იყო ტიპური 1960-იან წლებამდე.
საფეხმავლო მარშრუტი მოიცავს მანგოს, ბანანის, ფინიკის ადგილობრივი პლანტაციებისა და მეცხოველეობის ფერმების მონახულებას.
ცათამბჯენებისგან დასვენება ჰატაში შეიძლება – ის სასიამოვნოდ განგაცვიფრებთ თავისი ბუნებითა და დუბაის პეიზაჟებით ომანთან საზღვარზე.
© photo: Sputnik / Stringerჰატას რეგიონი
Горный регион Хатта - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
ჰატას რეგიონი
კვება: Al Hajariain. დიდი რესტორანი მაგიდებით ეზოში – არაბული სამზარეულოდან აქ აუცილებლად უნდა გასინჯოთ მაკბუსი – ბრინჯი ხორცით და სანელებლებით.

3. მომავლის მუზეუმი

დიდი ხნის ნანატრი მომავლის მუზეუმი დუბაიში 22 თებერვალს გაიხსნა და ჟურნალმა National Geographic უკვე შეიტანა პლანეტის 14 ყველაზე ლამაზი მუზეუმების სიაში. 78 მეტრი სიმაღლის 7-სართულიან შენობას საინჟინრო საოცრებას უწოდებენ, რადგან ის ყოველგვარი შიდა საყრდენების გარეშეა აგებული. უჟანგავი ფოლადის კორპუსი მორთულია არაბული კალიგრაფიით, ფრაზებით მისი აღმატებულების, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის, დუბაის მმართველის ლექსებიდან. ერთ-ერთი მათგანი ასე ჟღერს: „მომავალი ეკუთვნის მას, ვისაც შეუძლია წარმოსახვა, დაპროექტება და ცხოვრებაში ხორცშესხმა".
© photo: Sputnik / Stringerმომავლის მუზეუმი
Музей будущего - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
მომავლის მუზეუმი
მუზეუმის შიგნით განთავსებულია ტექნოლოგიების გამოფენები. ხუთ სხვადასხვა სართულზე მუზეუმის ექსპონატები წარმოადგენს კაცობრიობის ცოდნის მიღმა სამყაროს – ისინი ეძღვნება კოსმოსური მოგზაურობების მომავალს, კოსმოსს, ცხოვრებას, კლიმატის ცვლილებასა და ეკოლოგიას, ჯანმრთელობასა და სულიერებას. აქ ასევე გაიმართება საგანმანათლებლო კურსები, მასტერ-კლასები და დისკუსიები ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო გადაწყვეტილებების გამოყენებით ინოვაციების კვლევებისთვის, რომლებიც მომავლის სახეს განსაზღვრავს. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება კლიმატის ცვლილების სამი საკვანძო პრობლემა: მტკნარ წყალზე ხელმისაწვდომობა, სასურსათო უსაფრთხოება და ქალაქების მშენებლობა/მოდერნიზაცია. ამ პრობლემების გადაჭრა გააუმჯობესებს მთელი კაცობრიობის ცხოვრებას და გაამყარებს მსოფლიო ეკონომიკას.
© photo: Sputnik / Stringerმომავლის მუზეუმი
Музей будущего - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
მომავლის მუზეუმი

4. Green Planet

Green Planet 2016 წლის ოთხსართულიანი კომპლექსია, სადაც დეტალურად არის შექმნილი ამაზონის ტროპიკული ტყეების ეკოსისტემა. ინტერიერი უზარმაზარი, 25_მეტრიანი მრავალიარუსიანი ხელოვნური ხეა, რომლის ირგვლივ 3 ათასზე მეტი ეგზოტიკური მცენარე, ფრინველი და ცხოველი ბინადრობს.
ორანჟერეა ოთხი იარუსისგან შედგება: „ხის კენწერო", „საშუალო დონე", „ტყის ბილიკები" და „ტროპიკული ტყე კოკისპირული წვიმის შემდეგ". თითოეულ დონეზე მოგითხრობენ იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ტროპიკული ტყეები ასრულებენ ჩვენი პლანეტის ცხოვრებაში.
ცენტრის თანამშრომლები ექსკურსიებსა და ლექციებზე ბავშვებსა და მოზარდებს გააცნობენ ცხოველთა სამყაროს. კომპლექსის ბევრი ბინადარი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თავისუფლად გადაადგილდება შენობაში.
© photo: Sputnik / Stringerმუზეუმი Green Planet
Музей Green Planet - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
მუზეუმი Green Planet

5.Time Out Market

ესაა ახალი რესტორნების კომპლექსი ფუდჰოლის ფორმატში, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ Souk Al Bahar-ში. Time Out Market-ის კონცეფცია ცნობილმა საერთაშორისო მედიაკომპანიამ პირველად 2014 წელს განახორციელა, როდესაც ლისაბონში, მერკადო და რიბეირას ისტორიულ ბაზარზე ფუდ-კორტი წარმოადგინა. გამოცდილება გავრცელდა მაიამიში, ბოსტონში, ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და მონრეალში და ახლა უკვე – დუბაიში. Time Out Market Dubai აერთიანებს ქალაქის პოპულარულ 17 რესტორანს კაფეებით და 3 ბარს, სადაც იყიდება არაბული, ვიეტნამური, ინდური, იტალიური, ლიბანური, იაპონური და სხვა ქვეყნების სამზარეულოს კერძები. სასადილო დარბაზს ესაზღვრება პანორამული ტერასა ცათამბჯენ Burj Khalifa-ზე და მუსიკალურ შადრევან Dubai Fountain-ზე ხედით. გარდა ამისა, აქ იმართება კულტურული ღონისძიებები – მასტერ-კლასები, მუსიკოსების, პოეტების გამოსვლა, ასევე გამოფენა–ინსტალაციები.
© photo: Sputnik / Stringerსარესტორნო კომპლექსი Time Out Market
Ресторанный комплекс Time Out Market - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
სარესტორნო კომპლექსი Time Out Market

6. Ain Dubai

ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი, 250 მეტრი სიმაღლის სათვალთვალო, ე.წ. ეშმაკის ბორბალია. სიმაღლიდან იშლება ქალაქის საოცარი პანორამული ხედი, Dubai Marina-ს რაიონი, სასტუმრო Burj Al Arab, ცათამბჯენი Burj Khalifa, კუნძული Palm Jumeirah და სხვა ღირსშესანიშნაობები.
© photo: Sputnik / Stringerხედი დუბაიზე ე.წ. ეშმაკის ბორბლიდან Ain Dubai
Вид на Дубай с колеса обозрения Ain Dubai - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
ხედი დუბაიზე ე.წ. ეშმაკის ბორბლიდან Ain Dubai
Ain Dubai სტუმრებს სთავაზობს დეკორირებული კაბინების დაახლოებით 20 ვარიანტს სამ ძირითად კატეგორიაში: გადასახედები, ღონისძიებებისთვის და კერძო. სტუმრებს შეუძლიათ გაიარონ ან მხოლოდ ერთი სრული წრე, რომელსაც დაახლოებით 38 წუთი სჭირდება, ან ორი წრე – დაახლოებით 76 წუთი.
© photo: Sputnik / Stringerხედი დუბაიზე ე.წ. ეშმაკის ბორბლიდან Ain Dubai
Вид на Дубай с колеса обозрения Ain Dubai - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
ხედი დუბაიზე ე.წ. ეშმაკის ბორბლიდან Ain Dubai

7. მუსიკალური შადრევანი Dubai Fountain

შადრევანი ხელოვნური ტბის Burj Lake-ს შუაგულშია. ცნობილი სავაჭრო ცენტრის The Dubai Mall-ის გვერდით იკავებს 120 ათას კვადრატულ მეტრს. Dubai Fountain ყოველ წამს 140 მეტრ სიმაღლეზე აფრქვევს 830.000 ლიტრ წყალს, ხოლო წყლის ჭავლი ორი საფეხბურთო მოედნის ზომის ტერიტორიას ფარავს.
შოუ ყოველდღე 18:00 საათიდან 30 წუთში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ფერში განათებული წყლის სვეტები მუსიკასთან ერთ რიტმში „ცეკვავენ". წარმოდგენის დროს ისმის საუკეთესო მუსიკალური ჰიტები, მაიკლ ჯექსონის Thriller-ის, ანდრე ბოჩელის კომპოზიციისა და სარა ბრაიტმანის Time to Say Goodbye-ს ჩათვლით.
© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშიხედი მუსიკალურ შადრევანზე
Вид на музыкальный фонтан Дубай со смотровой площадки небоскреба Бурдж Халифа - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
ხედი მუსიკალურ შადრევანზე
PS EXPO 2020
კიდევ ერთი მშვენიერი ადგილი დუბაის მთელი მასშტაბის შესაგრძნობად.
ბოლო წლების ყველაზე გრანდიოზული მსოფლიო გამოფენა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 31 მარტს დაიხურა. ეს ყველაზე მასშტაბური მოვლენაა პანდემიის დაწყებიდან. „ექსპო-2020"-ზე შეიკრიბა 200 ათასზე მეტი მონაწილე 191 ქვეყნის დელეგაციების ჩათვლით, ასევე გლობალური დელეგაციები, ბიზნესის წარმომადგენლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
გამოფენის ტერიტორია ზონებად იყო დაყოფილი. ისინი სამ ძირითად თემას ასახავდა: „შესაძლებლობა", „მობილურობა" და „სტაბილური განვითარება". თითოეული ზონის ძირითადი ელემენტი მისი საკუთარი თემატური პავილიონია, რომელშიც არის ინტერაქტიური გამოფენები და გასართობი ინსტალაციები. მაგალითად, პავილიონი „ტერა" „სტაბილური განვითარების" ზონაში გამოფენის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. აქ სტუმრებს ელოდებოდა იმერსიული მოგზაურობა საოცარ ბუნებაში.
© photo: Sputnik / Stringer

EXPO-2020 დუბაიში

EXPO-2020 დუბაიში - Sputnik საქართველო
1/8

EXPO-2020 დუბაიში

© photo: Sputnik / Stringer

EXPO-2020 დუბაიში

EXPO-2020 დუბაიში - Sputnik საქართველო
2/8

EXPO-2020 დუბაიში

© photo: Sputnik / Stringer

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში - Sputnik საქართველო
3/8

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

© photo: Sputnik / Stringer

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში - Sputnik საქართველო
4/8

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

© photo: Sputnik / Stringer

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში - Sputnik საქართველო
5/8

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

© photo: Sputnik / Stringer

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში - Sputnik საქართველო
6/8

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

© photo: Sputnik / Stringer

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში - Sputnik საქართველო
7/8

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

© photo: Sputnik / Stringer

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში - Sputnik საქართველო
8/8

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

1/8

EXPO-2020 დუბაიში

2/8

EXPO-2020 დუბაიში

3/8

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

4/8

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

5/8

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

6/8

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

7/8

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

8/8

საქართველოს პავილიონი EXPO-2020-ზე დუბაიში

Expo-2020-ის მთელი ინფრასტრუქტურა და ობიექტები მასშტაბური ექვსთვიანი ღონისძიების დასრულების შემდეგ მათი შემდგომი ექსპლუატაციის გათვალისწინებით იყო დაპროექტებული. კომპლექსის ობიექტების 80% ტრანსფორმირებული იქნება რაიონში District 2020.
District 2020 განსაკუთრებული ეკოსისტემა გახდება. აქ განთავსდება კომერციული დანიშნულების ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, სასტუმროები, კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი ცენტრები. დროთა განმავლობაში District 2020 145 ათასი ადამიანის სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი გახდება, ხოლო შემუშავებული ინფრასტრუქტურა ქალაქურ გარემოში მუშაობისა და დასვენების შესანიშნავ პირობებს უზრუნველყოფს.

რამდენიმე რჩევა დუბაიში წასვლის მსურველებისთვის:

– დუბაიში შესვლისთვის ვაქცინირებულ ტურისტებს არ სჭირდებათ PCR–ტესტის გაკეთება. თუ არ ხართ აცრილი COVID-19-ზე, მაშინ უნდა გქონდეთ PCR–ტესტი, რომელიც უნდა გაიკეთოთ დუბაიში ჩასვლამდე არაუგვიანეს 48 საათისა.
– გაითვალისწინეთ, რომ გამგზავრებისთვის საუკეთესო დროა ზამთარი ან გაზაფხულის დასაწყისი, როდესაც ჰაერის ტემპერატურა კომფორტულია. ზაფხული აქ ძალიან ცხელია – ტემპერატურა 40 გრადუსს ზევით იწევს.
– ტურისტებს აპარტამენტების მოძებნა ჯავშნის სერვისებით შეუძლიათ, მაგრამ თუ სასტუმროში გადაწყვეტთ გაჩერებას, საუკეთესო და არაჩვეულებრივი ვარიანტია სასტუმრო Paramount Hotel Midtown. ის სულ ახლახან გაიხსნა, თებერვალში. სასტუმროს სტილისტიკა – კინოა, კინოსტუდია Paramount Pictures-ის მდიდარი ისტორიით გაჟღენთილი. ინტერიერში გამოსახულია კინოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდი. ამ სასტუმროში თავი ნამდვილ ვარსკვლავად შეგიძლიათ იგრძნოთ.
© photo: Sputnik / Stringerსასტუმროს Paramount Hotel Midtown სტილისტიკა
Стилистика отеля Paramount Hotel Midtown - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
სასტუმროს Paramount Hotel Midtown სტილისტიკა
სასტუმროს აივნიდან „ბურჯ ჰალიფის" საოცარი ხედი იშლება, ხოლო 43-ე სართულზე განთავსებულია აუზი დუბაის ამ სიმბოლოს ხედით.
Paramount Hotel Dubai განთავსებულია ბიზნეს-ბეის რაიონში, აეროპორტიდან 15 წუთის და პლაჟ La Mer-დან 20 წუთის სავალზე, სადაც სასტუმროს სტუმრები „შატლით" მიჰყავთ. სასტუმროს ყველა 69 სართულზე წარმოდგენილია ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფილმების კადრები და კულისებს მიღმა სცენები, რაც სტუმრებს კინოინდუსტრიის იდუმალებას აჩვევს.
ასევე უნდა აღინიშნოს რესტორნები Paparazzi (სასტუმროში Paramount Hotel Midtown) და Pacific Groove (სასტუმროში Paramount Hotel Dubai).
ყველა ახალი ამბავი
0