კომპიუტერული ტექნოლოგიები სკოლებში სავალდებულო საგანი ხდება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიგოგონა ონლაინ-გაკვეთილზე
გოგონა ონლაინ-გაკვეთილზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 სექტემბერს იწყება.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. 2022-2023 სასწავლო წლიდან II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიები აუცილებელი საგანი გახდება, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაწყებითი კლასებიდანვე პროგრამირების ელემენტების შესწავლა უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გაძლიერებას, აღნიშნავენ სამინისტროში.
ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM-კლუბები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტებს შექმნიან და ექნებათ შესაძლებლობა სასკოლო პროექტები STEAM-კონფერენციაზე წარადგინონ.
საქართველოს სკოლებში სამხედრო საქმეს შეასწავლიან>>>
გარდა ამისა, ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის 50 სკოლის V-VI კლასების 4 ათასამდე მოსწავლე საპილოტო რეჟიმში Macmillan მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისწავლის.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეების აზროვნების უნარების განვითარებას და დაეხმარება მათ პრაქტიკაში ინგლისური ენის გამოყენებაში.
საპილოტო პროგრამის ფარგლებში Macmillan-ის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული გადამზადების კურსი 60-ზე მეტმა ინგლისურის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელმა გაიარა.
პროექტი მოიცავს სასწავლო პროცესში სწავლების მართვის სისტემის ინტეგრირებას, რაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, ელექტრონულად მართონ საკუთარი ანგარიშები და თვალი ადევნონ პროგრესს.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 სექტემბერს იწყება.
ახალ სასწავლო წელს საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632.726 მოსწავლე ისწავლის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0