საქართველოს სკოლებში სამხედრო საქმეს შეასწავლიან

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
ახალი 2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლის მოსწავლეებს სამხედრო საქმეს მოქმედი სამხედროები შეასწავლიან.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ქართველი სამხედრო ოფიცრები საგანმანათლებლო პროექტ „სამხედრო საქმის" ფარგლებში VII-IX კლასების მოსწავლეებს გაკვეთილებს ჩაუტარებენ, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
ესაა საპილოტო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 18 სკოლის 300-ზე მეტი მოსწავლე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში. ინიციატივა ქვეყნის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.
ახალი, 2022-2023 სასწავლო წლიდან საგანს წაიყვანენ მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს. გაკვეთილები კვირაში ერთხელ ჩატარდება.
გარდა ამისა, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტი „თავდაცვა და უსაფრთხოება", რომელსაც განათლებისა და თავდაცვის სამინისტროები ერთობლივად ახორციელებენ.
ბოლო პერიოდში პროექტს შეუერთდა კიდევ 18 პედაგოგი, საიდანაც 12 ყოფილი სამხედროა. მათ გადამზადების კურსი გაიარეს. კიდევ ექვსი გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინსტრუქტორია.
სკოლის მოსწავლეები არჩევითი კურსი „თავდაცვა და უსაფრთხოების" ფარგლებში აიმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0