შეხვედრა შედგა: რა საკითხები განიხილა პრემიერმა ღარიბაშვილმა გერმანიის ელჩთან

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 13 აპრილს დამყარდა.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და გერმანიას შორის მეგობრობა მოიტანს ახალ პროექტებს, რასაც დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტი და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა.
ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
გერმანელმა დიპლომატმა, რომელმაც საქართველოში ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ კნირში შეცვალა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
„განვიხილეთ ჩვენი დროის გეოპოლიტიკური გამოწვევები და ის პოლიტიკური და ეკონომიკური რეაგირება, რაც ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ მათზე საპასუხოდ უნდა მოახდინოს“, – დაწერა ელჩმა..
საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 13 აპრილს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურის, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში.
2022 წლის იანვარი-ივლისში საქართველოსა და გერმანიას შორის ტვირთბრუნვამ შეადგინა 355,8 მლნ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0