მეცნიერული კვლევის შედეგი: ბროწეულის წვენი კარგად გაგახდუნებთ, თუ...

© Pixabay / AlexSkyბროწეული კალათით
ბროწეული კალათით - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
თბილისი, 12 სექტემბერი − Sputnik. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ბროწეული და მისი წვენი, რომელიც ასობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, ხელს უწყობს წონის დაკლებას, წერს გამოცემა Enson Haber.
სპეციალისტების თქმით, ბროწეულის წვენის ეფექტი განსაკუთრებით ძლიერდება ძმართან შერევის შემთხვევაში. ასეთი სასმელი განსაკუთრებით კარგად შლის მუცლის არეში დაგროვილ ცხიმს.
ბროწეულის ნაყოფი შეიცავს 20-მდე სხვადასხვა პოლიფენოლს. ამ ბიოაქტიურ ნივთიერებებს ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, იცავს უჯრედებს მავნე ზემოქმედებისგან, თრგუნავს ანთებას, ანელებს დაბერების პროცესს, ასევე კიბოს უჯრედების ზრდას. გარდა ამისა, ანტიოქსიდანტები ორგანიზმში დაჟანგვით სტრესს აღკვეთს.
არ გამოტოვოთ: რა მოხდება, თუ ბროწეულს ყოველდღე მიირთმევთ - სარგებელი და ზიანი
ბროწეულს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს. ის მდიდარია მინერალური და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, განსაკუთრებით B და E ვიტამინებით. მისი წვენი ძალიან ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა გარკვეული დაავადებების, ოსტეოართრიტისა და კიბოს გარკვეული ტიპების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ცნობილია, რომ დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი ამცირებს ანთებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სისხლძარღვებს ელასტიკურობას უნარჩუნებს.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ამ სასმელის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება შეაფერხოს კიბოს უჯრედების ზრდა პროსტატის ჯირკვალში.

ბროწეულის ეფექტი წონის დაკლებისთვის

კვლევის მიხედვით, რომელიც Journal of Functional Foods-ში გამოქვეყნდა, ბროწეულის წვენმა მოულოდნელი ეფექტი გამოავლინა წონის დაკლების კუთხით, განსაკუთრებით, ძმართან შერეული სახით.
არ გამოტოვოთ: ბროწეულის მაქსიმალური სარგებელი - ექიმი ასახელებს საჭირო რაოდენობასა და მიღების წესს
მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც ჭარბწონიანი ქალები მონაწილეობდნენ. ისინი რვა კვირის განმავლობაში სვამდნენ ბროწეულისა და ძმრის ნარევს. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთმა სასმელმა ცდის პირები მნიშვნელოვნად გაახდუნა და წელის გარშემოწერილობაც შეუმცირა. ხაზგასმით აღინიშნება, რომ ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში სწორედ წელის არეში დაგროვილი ცხიმებია.
ამასთან აღმოჩნდა, რომ ბროწეულის წვენისა და ძმრის ნარევი ფერმენტ AMPK-ს შესანიშნავი აქტივატორია, რომელიც აუცილებელია ცხიმების მეტაბოლიზმისთვის. სწორედ ამიტომ აქვს მას ძველი, „ჩამჯდარი“ ცხიმების დაწვის უნარი.
გაითვალისწინეთ: სტატია საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0