რა მოხდება, თუ ბროწეულს ყოველდღე მიირთმევთ: სარგებელი და ზიანი

© Pixabay / AlexSkyბროწეული კალათით
ბროწეული კალათით - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ტკბილი გემოს მიუხედავად, ბროწეული დაბალკალორიულ ხილად მიიჩნევა (სულ 83 კკლ 100 გრამზე) და ამიტომ მისი დიეტურ კვებაში ჩართვა სრულიად დასაშვებია, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ბროწეულში ყველაფერი სასარგებლოა: მისი ყველა ნაწილი ორგანიზმისთვის აუცილებელ და სასარგებლო მიკროელემენტებს შეიცავს.
დაახლოებით 175 გრამ ბროწეულის მარცვლებში, ანუ ერთ ულუფაში, შედის:
საკვები ბოჭკოები — 7 გრამი (ეს სადღეღამისო ნორმის 3%-ია);
ცილები — 3 გ (სადღეღამისო ნორმის 2,2%);
ვიტამინი С — 10,2 მგ (სადღეღამისო ნორმის 30%);
ვიტამინი К — 1,4 მგ (სადღეღამისო ნორმის 36%);
ფოლის მჟავა — 18 მკგ (სადღეღამისო ნორმის 16%);
კალიუმი — 236 მგ (სადღეღამისო ნორმის 12%).

ბროწეულის რვა სარგებელი

არის ძლიერი ანტიოქსიდანტი — ბროწეული შეიცავს ორ ისეთ ნივთიერებას, რომლებიც ორგანიზმს ტოქსინების მავნე ზემოქმედებისგან იცავს დანაადრევ დაბერებას აღკვეთს.
ესენია: პუნიკალაგინი — შედის ბროწეულის წვენსა და ქერქში. აქვს შავ ღვინოსა და მწვანე ჩაიზე მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება; და პუნიკური მჟავა (Punicic acid). ეს ორივე კომპონენტი უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს.
ბროწეული - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2021
ბროწეულის მაქსიმალური სარგებელი: ექიმი ასახელებს საჭირო რაოდენობასა და მიღების წესს
აქრობს ანთებებს — სწორედ პუნიკალაგინების დიდი ოდენობის წყალობით. კველევებით დადასტურდა, რომ ეს კომპონენტი აჩერებს ანთებით პროცესებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას;
აქვეითებს მაღალ წნევას — სამედიცინო კვლევამ დაადასტურა, რომ ჰიპერტონიკები ბევრად უკეთ გრძნობდნენ თავს, თუ ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 150 მლ ბროწეულის წვენს მიიღებდნენ. მათი არტერიული წნევა ნორმამდე დავიდა.
ებრძვის ართრიტს — კვლევამ აჩვენა, რომ ბროწეულის ექსტრაქტი დაავადებას ამსუბუქებს და აღკვეთს სახსრების დაზიანებას ოსტეოართროზის დროს;
ამცირებ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს — პუნიკური მჟავის წყალობით. ცდებით გაირკვა, რომ ტრიგლიცერიდების მაღალი დონის მქონეებს (სისხლში ჭარბი ცხიმის შემცველობა), რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ ბროწეულის წიპწის 800 მილიგრამ ზეთს, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად დაუქვეითდათ.
გარდა ამისა, კიდევ ერთი კვლევისას დადგინდა, რომ ბროწეულის წვენის მიღების შემდეგ, მეორე ტიპის დიაბეტის მქონეების სისხლში „ცუდი ქოლესტერინის“ დონე ეცემა.
ებრძვის ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებს — როგორებიცაა გინგივიტი, პაროდონტიტი და სტომატიტი.
ბროწეული - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2016
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ბროწეული
აუმჯობესებს მეხსიერებას — დღეში ერთი წიქა ბროწეულის წვენი აუმჯობესებს ვერნბალურ და მხედველობით მეხსიერებას, ხელს უშლის ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას. ესეც კვლევებით დადასტურდა.
ზრდის ორგანიზმის ამტანობას — ერთ-ერთი ექსპერიმენტისას სპორტსმენებს ვარჯიშის დაწყებამდე 30 წუთით ადრე ბროწეულის ექსტრაქტის თითო გრამს აძლევდნენ. შედეგად, მათი სისხლის მიმოქცევა მკვეთრად გაუმჯობესდა, გაიზარდა ამტანუნარიანობა და ასევე ვარჯიშობის ეფექტურობა.
ექიმების თქმით, მიუხედავად ამდენი სიკეთე-სარგებლისა, ბროწეულს აქვს გარკვეული თვისებები, რომელთა გამოც ზოგი დაავადებისას უნდა მოვერიდოთ.
ასეთებია:
ჰიპოტონია, ანუ დაბალი წნევა — ვინაიდან ბროწეულს წნევის დაწევა შეუძლია;
გასტრიტი და წყლულოვანი დაავადებები — მაღალი მჟავიანობის გამო;
შეკრულობისადმი მიდრეკილება.
სპეციალისტების თქმით, უკეთესი იქნება, ბროწეულის წვენი ყოველთვის წყალში გაზავებული დალიოთ, რათა ლორწოვანა არ გააღიზიანოს. ამასთან აუცილებელია პირში სუფთა წყლის გამოვლება, რათა კბილის მინანქარი მჟავების გავლენისგან დავიცვათ.
ამასთან მედიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ასევე ძალიან სასარგებლოა ბროწეულის წიპწაც, თუმცა მისი კილოგრამებით მიღება დაუშვებელია.
ყველა ახალი ამბავი
0