ათეროსკლეროზის ხუთი ხილული ნიშანი: დააკვირდით საკუთარ თავს

© Pixabay / geraltადამიანის ანატომია
ადამიანის ანატომია - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
თბილისი, 7 სექტემბერი − Sputnik. ათეროსკლეროზი სერიოზული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიების კედლებზე და მათ გარშემო ქოლესტერინისა და ცხიმისგან შემდგარი ფოლაქები გროვდება.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის კეიტ კირლის თქმით, ქოლესტერინი შეიძლება იყოს:
კარგი − ანუ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი, რომელიც გულისა და სისხლძარღვების დამცველ ნივთიერებად მიიჩნევა, რადგან ის შთანთქავს ქოლესტერინს და ღვიძლში გადააქვს ის;
ცუდი − დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი, ანუ ქოლესტერინის მთავარი ტიპი, რომელიც გულისთვის მავნედ მიიჩნევა, რადგან ის სისხლძარღვების კედლებზე გროვდება.
ექსპერტები გამოყოფენ ხუთ ნიშანს, რომლებიც არტერიების კედლებზე და მათ გარშემო ცუდი ქოლესტერინის დაგროვებაზე მიუთითებს. ესენია:
გულძმარვა − ეს შეიძლება იყოს არტერიების დახშობის ნიშანი, თუმცა მას ხშირად შეცდომით მჟავური რეფლუქსის სიმპტომად ან საჭმლის მონელების პრობლემად მიიჩნევენ. გულძმარვის კუპირება, რომელიც ხშირად ჭამის შემდეგ ჩნდება, ანტაციდებით შეიძლება, მაგრამ თუ ის პრეპარატების მიღების შემდეგაც გაგრძელდა, ეს შეიძლება გულის შეტევის სიმპტომი იყოს, განსაკუთრებით ქალებში. ამგვარი შეგრძნების გაჩენა შესაძლოა უკავშირდებოდეს ათეროსკლეროზით გამოწვეულ სისხლნაკადის სიმცირეს, რის გამოც ჭამის დროს გული იძულებულია განსაკუთრებით ინტენსიურად იმუშავოს.
არ გამოტოვოთ: ქოლესტერინი დაბერებას აფერხებს - იაპონელი ექიმის რეკომენდაცია ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
ტკივილი და შებოჭილობა მკერდში − ექიმების თქმით, ცუდი ქოლესტერინის მაღალი დონის ყველაზე გავრცელებული ნიშანი მკერდის არეში ტკივილებია. როდესაც არტერიები მთლიანად დახშულია ქოლესტერინის ფოლაქებით, ბლოკირებული ადგილის გარშემო ახალი სისხლნაკადი − კოლატერალი წარმოიქმნება. ის კი გულს საკმარისი რაოდენობის სისხლს ვერ აწვდის, რის შედეგადაც მკერდის არეში ტკივილები ჩნდება და იწყება ქოშინი.
დაღლილობა − როდესაც არტერიები ქოლესტერინითაა დახშული, ადამიანს გულის უკმარისობა ეწყება, რაც ძლიერი დაღლილობის განცდას ბადებს. ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია ქალებში. როდესაც გული საკმარის ჟანგბადს ვერ იღებს, ის უფრო ინტენსიურ მუშაობას იწყებს. მისმა ზედმეტმა დატვირთვამ კი შეიძლება უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება გააჩინოს.
არ გამოტოვოთ: ქოლესტერინის სასიკვდილო დონე - მთავარი ხილული ნიშანი ფეხებზე
სისხლის მაღალი წნევა − ქოლესტერინისა და არტერიული წნევის მაღალი დონეები, როგორც წესი, პარალელურად გვხვდება. მართალია, აუცილებელი არ არის, რომ მათგან ერთმა მეორე გამოიწვიოს, მაგრამ ეს ორი პათოლოგია ადამიანებს ძალიან ხშირად ერთდროულად უვლინდებათ. ჭარბი ქოლესტერინი და ჰიპერტენზია კი მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკებს ზრდის.
ერექციული დისფუნქცია − ხშირად არის გულის კორონარული დაავადების სიმპტომი მამაკაცებში. ნორმალურ ერექციას სასქესო ორგანოს სისხლით ჯანსაღი მომარაგება-გადინება განაპირობებს. როდესაც სასქესო ორგანოს მცირე სისხლძარღვები ქოლესტერინის ფოლაქებით იხშობა, მამაკაცს ერექციული დისფუნქცია ეწყება.
წყარო: Eatthis
ყველა ახალი ამბავი
0