ქოლესტერინი დაბერებას აფერხებს: იაპონელი ექიმის რეკომენდაცია ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

© Pixabay / PublicDomainPicturesმოხუცისა და ახალგაზრდის ხელები
მოხუცისა და ახალგაზრდის ხელები  - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. ქოლესტერინი მავნე ნივთიერებად მიიჩნევა, მაგრამ მისმა ნაკლებობამ შეიძლება დაბერება დააჩქაროს, აცხადებს იაპონელი გერონტოფსიქიატრი ჰიდეკი ვადა.
გერიატრია − ეს არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს მოხუცებულობის ასაკის დაავადებებს, მათ დიაგნოსტიკას, მიმდინარეობის თავისებურებას, მკურნალობას, სოციალური რეაბილიტაციის მეთოდებს. გერიატრიის საგანს წარმოადგენს როგორც ადრეულ ასაკში აღმოცენებული, ისე სპეციფიკური გერონტოლოგიური დაავადებები.
ჰიდეკი ვადას თქმით, ადამიანები ქოლესტერინს მტრად მიიჩნევენ, ვინაიდან ის ხელს უწყობს ისეთი დაავადების განვითარებას, როგორიცაა სისხლძარღვების ათეროსკლეროზი. ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ მისი დონის შესამცირებლად, მაგალითად, უარს ამბობენ ხორცეულისა და ისეთი საყვარელი პროდუქტების მიღებაზე, რომლებშიც ეს ნივთიერება დიდი რაოდენობით შედის. მაგრამ ქოლესტერინს შესანიშნავი თვისებებიც აქვს.
ქოლესტერინი არის ნედლეული უჯრედული მემბრანებისთვის, რომლებისგანაც შედგება ორგანიზმი, ამიტომ მისი ნაკლებობისას უჯრედების რეგენერაცია სათანადოდ არ ხდება, რაც დაბერების დაჩქარებას იწვევს.
გარდა ამისა დამტკიცებულია, რომ ქალის ჰორმონი ესტროგენი (გვხვდება მამაკაცებშიც), რომელიც ქოლესტერინისგან გამომუშავდება, ოსტეოპოროზისა და ალცჰეიმერის დაავადებას აფერხებს.
ვადას თქმით, რა თქმა უნდა, უდავო ფაქტია, რომ ქოლესტერინი იწვევს მეტაბოლურ სინდრომს, რომელიც შემდეგ ათეროსკლეროზში გადადის. ამიტომ საჭიროა მოვერიდოთ ალკოჰოლის ჭარბად სმას და ასევე ქოლესტერინით მდიდარი საკვების მიღებას, მაგრამ არა ისე, რომ ე.წ. ცუდი ქოლესტერინი საერთოდ გავიქროთ ორგანიზმში.
როგორც ექიმი გვირჩევს, ჯობს მივირთვათ ის, რაც გვსურს, ვსვათ ალკოჰოლი ზომიერად და თავი ბედნიერად ვიგრძნოთ, ვიდრე საკვები შევიზღუდოთ და ამით თავი დავიტანჯოთ.
ყველა ახალი ამბავი
0