მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება

© photo: Sputnik / Stringerტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. დარგის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, ხოლო 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) საქართველოს დაეხმარება ტურისტულ სფეროში განათლების ხარისხის ამაღლებაში, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ინოვაციების დანერგვაში, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველოს ტურისტულ სექტორში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი, საქართველოსა და UNWTO-ს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები იქნა განხილული ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და UNWTO-ს გენმდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს ტურიზმის სექტორის აღდგენის დინამიკა, რომელიც ერთ-ერთი მაღალია რეგიონში. აღინიშნა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ივლისში ტურიზმიდან შემოსავალმა 476,1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 131,9%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე და 20,4%-ით მეტია 2019 წლის ივლისთან შედარებით.
საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან ივლისში პანდემიამდელ დონეს პირველად გადააჭარბა>>>
ითქვა, რომ დარგში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები განაპირობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, აგრეთვე ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეფექტიანმა აქტივობებმა პოტენციურ სამიზნე ბაზრებზე.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, ხოლო 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.
სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის იანვარი–ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 214,4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან შვიდ თვეში ქვეყანამ 2,3 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, 2019 წლის მაჩვენებელი 47,2%-ით აღდგა.
ტურისტები თუ მიგრანტები - ვის ხარჯზე იზრდება საქართველოს შემოსავლები>>>
2022 წლის იანვარი–ივლისში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავლებმა 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 220,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. გარდა ამისა, შემოსავლები 2019 წლის დონესთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების პიკი იყო, 87,4%-ით აღდგა.
პანდემიამდელ პერიოდში - 2019 წელს საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა. საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
2021 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. გასულ წელს ქვეყანაში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0