https://sputnik-georgia.com/20220805/turistebi-migranteb9i-vis-xarjze-izrdeba-saqartvelos-semosavlebi-269215597.html
ტურისტები თუ მიგრანტები - ვის ხარჯზე იზრდება საქართველოს შემოსავლები
ტურისტები თუ მიგრანტები - ვის ხარჯზე იზრდება საქართველოს შემოსავლები
Sputnik საქართველო
მიგრანტების ჩამოსვლა რუსეთიდან და ბელარუსიდან არსებით როლს ასრულებს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაში, მიიჩნევს ექსპერტი. 05.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-05T12:31+0400
2022-08-05T12:31+0400
2022-08-05T17:47+0400
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/14/268688971_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_88e7155c5368655f885adbb0f0e60b0d.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ტურიზმიდან შემოსავლების სტატისტიკაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაითვალა სახსრები, რომლებიც ტურისტებთან ერთად რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრანტების მეშვეობით შემოვიდა, განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის ექვს თვეში 3,5-ჯერ გაიზარდა და 1,142 მლრდ დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი თანხა – 218,7 მლნ დოლარი ამ პერიოდში რუსმა ვიზიტორებმა დახარჯეს.არჩვაძემ აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში რუსეთის ბევრი მოქალაქე ჩამოდის საქართველოში ხანგრძლივი ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტის ქვეყანაში ყოფნის საშუალო სტატისტიკური პერიოდი 7–9 დღეა, რუსებს ტურისტებს ვერ უწოდებ.„რამდენადაც ბევრი იძულებულია, რომ საქართველოში უკეთეს დრომდე დარჩეს, შესაბამისად, იზრდება მათი ხარჯებიც, რაც ასახვას ჰპოვებს, როგორც ტურისტული ხარჯები“, – აღნიშნა ექსპერტმა.მიუხედავად ამისა, რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეების გამო, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იძულებული არიან, იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყანაში იზრდება მოთხოვნა საცხოვრებელზე, ადგილობრივ პროდუქციაზე, საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე და ა.შ. არჩვაძის თქმით, ეს დადებით ანაბეჭდს ტოვებს არა მხოლოდ ტურიზმიდან შემოსავლებზე, არამედ სხვა მაჩვენებლებზეც.თბილისის მერი მიესალმება ტურისტების შემოდინებას, მათ შორის რუსეთიდან>>„ეს არსებით როლს თამაშობს ეკონომიკური ზრდის, ორნიშნა ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაში, სადაც ვაჭრობას ქვეყნის მშპ-ში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია“, – განაცხადა მან.რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლას უკავშირებს ექსპერტი ასევე საქართველოში ფულადი გადმორიცხვების ზრდას. 2022 წლის ივნისში რუსეთიდან ქვეყანაში 231 მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ექვსჯერ მეტია. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს არაა ქვეყნის შრომითი მიგრანტების გადმორიცხვები, არამედ ძირითადად რუსეთის იმ მოქალაქეების ფულია, რომლებიც საქართველოში ბიზნესს აწარმოებენ.ბელარუსები მეორე ადგილზე არიანრუსეთის შემდეგ ბალარუსი მეორე ადგილზეა საქართველოში ტურისტების ხარჯების მოცულობით, იანვარი–ივნისში მათ 122,7 მლნ დოლარი დახარჯეს.ტურიზმის ადმინისტრაცია: ინფორმაცია რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე არასწორია>>არჩვაძის თქმით, საქართველოსა და ბელარუსს თბილი, სანდო ურთიერთობები აქვთ. მაგრამ ეს მათი აქტიური ვიზიტების მხოლოდ ერთი მიზეზია. დასავლეთის სანქციებმა რუსეთის მიმართ გარკვეული დაღი დაასვა ბელარუსსაც, რადგან ბელარუსს რუსეთთან მრავალი საწარმოო კავშირი აქვს.იმაში, რომ საქართველო დამოკიდებულია ჩრდილოელ მეზობელზე ტურიზმის სფეროში, არჩვაძე ვერანაირ საშიშროებას ვერ ხედავს. მისი თქმით, ეს სისტემა ბუნებრივია მთელი მსოფლიოსთვის. მაგალითად, საფრანგეთში ტურისტების ყველაზე დიდი ნაწილი მეზობლად მცხოვრები გერმანელები არიან.და, მაინც, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა საქართველო მიმზიდველი იყოს არა მარტო უახლოესი მეზობლების, არამედ შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებისა და დასავლეთ ნახევარსფეროს მოქალაქეებისთვისაც.ქვეყანაში ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს - კობახიძე>>„აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდაზე, არამედ მომსახურება უფრო ხარისხიანი უნდა გახდეს, რომ ჩამოსულმა ფული გადაიხადოს იმ მომსახურებისთვის, რომელიც მოსწონს“, – განაცხადა არჩვაძემ.ტურიზმმა საქართველოს 2021 წელს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. სულ გასულ წელს საქართველოში 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/14/268688971_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_73ae03da0e1ef7a36f1c1c137b28983d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ტურისტები თუ მიგრანტები - ვის ხარჯზე იზრდება საქართველოს შემოსავლები
12:31 05.08.2022 (განახლებულია: 17:47 05.08.2022) მიგრანტების ჩამოსვლა რუსეთიდან და ბელარუსიდან არსებით როლს ასრულებს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაში, მიიჩნევს ექსპერტი.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ტურიზმიდან შემოსავლების სტატისტიკაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაითვალა სახსრები, რომლებიც ტურისტებთან ერთად რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრანტების მეშვეობით შემოვიდა, განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.
შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის ექვს თვეში 3,5-ჯერ გაიზარდა და 1,142 მლრდ დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი თანხა – 218,7 მლნ დოლარი ამ პერიოდში რუსმა ვიზიტორებმა დახარჯეს.
„ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ბევრი მოქალაქე წამოვიდა საქართველოში რუსულ–უკრაინულ ურთიერთობებთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, და მათი ყოფნა საქართველოში შორს გასცდა ქვეყანაში ტურისტული ვიზიტის ხანგრძლივობის საშუალო სტატისტიკურ ფარგლებს“, – განაცხადა არჩვაძემ.
არჩვაძემ აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში რუსეთის ბევრი მოქალაქე ჩამოდის საქართველოში ხანგრძლივი ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტის ქვეყანაში ყოფნის საშუალო სტატისტიკური პერიოდი 7–9 დღეა, რუსებს ტურისტებს ვერ უწოდებ.
„რამდენადაც ბევრი იძულებულია, რომ საქართველოში უკეთეს დრომდე დარჩეს, შესაბამისად, იზრდება მათი ხარჯებიც, რაც ასახვას ჰპოვებს, როგორც ტურისტული ხარჯები“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მიუხედავად ამისა, რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეების გამო, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იძულებული არიან, იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყანაში იზრდება მოთხოვნა საცხოვრებელზე, ადგილობრივ პროდუქციაზე, საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე და ა.შ. არჩვაძის თქმით, ეს დადებით ანაბეჭდს ტოვებს არა მხოლოდ ტურიზმიდან შემოსავლებზე, არამედ სხვა მაჩვენებლებზეც.
„ეს არსებით როლს თამაშობს ეკონომიკური ზრდის, ორნიშნა ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაში, სადაც ვაჭრობას ქვეყნის მშპ-ში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია“, – განაცხადა მან.
რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლას უკავშირებს ექსპერტი ასევე საქართველოში ფულადი გადმორიცხვების ზრდას. 2022 წლის ივნისში რუსეთიდან ქვეყანაში 231 მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ექვსჯერ მეტია. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს არაა ქვეყნის შრომითი მიგრანტების გადმორიცხვები, არამედ ძირითადად რუსეთის იმ მოქალაქეების ფულია, რომლებიც საქართველოში ბიზნესს აწარმოებენ.
ბელარუსები მეორე ადგილზე არიან
რუსეთის შემდეგ ბალარუსი მეორე ადგილზეა საქართველოში ტურისტების ხარჯების მოცულობით, იანვარი–ივნისში მათ 122,7 მლნ დოლარი დახარჯეს.
არჩვაძის თქმით, საქართველოსა და ბელარუსს თბილი, სანდო ურთიერთობები აქვთ. მაგრამ ეს მათი აქტიური ვიზიტების მხოლოდ ერთი მიზეზია. დასავლეთის სანქციებმა რუსეთის მიმართ გარკვეული დაღი დაასვა ბელარუსსაც, რადგან ბელარუსს რუსეთთან მრავალი საწარმოო კავშირი აქვს.
„მეორე მიზეზია ის, რომ ისინი ცდილობენ თავიანთი ბიზნესის დაცვას და აქტიურობას საქართველოს ტერიტორიიდან. არჩევანზე ასევე მოქმედებს ტერიტორიული სიახლოვე, ენის ცოდნა, კულტურული სიახლოვე“, – განაცხადა ექსპერტმა.
იმაში, რომ საქართველო დამოკიდებულია ჩრდილოელ მეზობელზე ტურიზმის სფეროში, არჩვაძე ვერანაირ საშიშროებას ვერ ხედავს. მისი თქმით, ეს სისტემა ბუნებრივია მთელი მსოფლიოსთვის. მაგალითად, საფრანგეთში ტურისტების ყველაზე დიდი ნაწილი მეზობლად მცხოვრები გერმანელები არიან.
და, მაინც, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა საქართველო მიმზიდველი იყოს არა მარტო უახლოესი მეზობლების, არამედ შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებისა და დასავლეთ ნახევარსფეროს მოქალაქეებისთვისაც.
„აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდაზე, არამედ მომსახურება უფრო ხარისხიანი უნდა გახდეს, რომ ჩამოსულმა ფული გადაიხადოს იმ მომსახურებისთვის, რომელიც მოსწონს“, – განაცხადა არჩვაძემ.
ტურიზმმა საქართველოს 2021 წელს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. სულ გასულ წელს საქართველოში 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.