https://sputnik-georgia.com/20220815/saqartvelos-semosavlebma-turizmidan-pandemiamdel-dones-gadaawarba-269456748.html
საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან ივლისში პანდემიამდელ დონეს პირველად გადააჭარბა
საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან ივლისში პანდემიამდელ დონეს პირველად გადააჭარბა
Sputnik საქართველო
ტენდენციები ექსპორტის და ტურიზმის მიმართულებით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება... 15.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-15T15:08+0400
2022-08-15T15:08+0400
2022-08-15T20:20+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268893564_0:0:3351:1885_1920x0_80_0_0_87cf6d0b976a51a3174ab6ae53bf5fa4.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. პანდემიის შემდეგ პირველად შემოსავლებმა ტურიზმიდან 2019 წლის მონაცემებს გადააჭარბა, შემოსავლების რეკორდული დონე გვაქვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან ივლისში 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით – დაახლოებით 130%-ით მეტი. მოგზაურობებიდან შემოსულმა თანხამ 2022 წლის იანვარი–ივლისში 1,6 მლრდ დოლარს გადააჭარბა.მისი თქმით, ტენდენციები ექსპორტის და ტურიზმის მიმართულებით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება.საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა - ივლისის მონაცემები>>ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 214,4%-ით გაიზარდა. ქვეყანამ წლის დასაწყისიდან შვიდ თვეში 2,3 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც 52,8%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს (პანდემიამდე).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268893564_162:0:2891:2047_1920x0_80_0_0_3c785916067bea2c3dc2f34f6abf884c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან ივლისში პანდემიამდელ დონეს პირველად გადააჭარბა
15:08 15.08.2022 (განახლებულია: 20:20 15.08.2022) ტენდენციები ექსპორტის და ტურიზმის მიმართულებით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. პანდემიის შემდეგ პირველად შემოსავლებმა ტურიზმიდან 2019 წლის მონაცემებს გადააჭარბა, შემოსავლების რეკორდული დონე გვაქვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან ივლისში 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით – დაახლოებით 130%-ით მეტი. მოგზაურობებიდან შემოსულმა თანხამ 2022 წლის იანვარი–ივლისში 1,6 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
„ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ტურისტი არის ქვეყანაში შემოსული. ახლა მინდა გითხრათ, რომ ივლისში მოგზაურობიდან, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველად პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს. არათუ მოხდა აღდგენა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ტენდენციები ექსპორტის და ტურიზმის მიმართულებით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 214,4%-ით გაიზარდა. ქვეყანამ წლის დასაწყისიდან შვიდ თვეში 2,3 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც 52,8%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს (პანდემიამდე).