https://sputnik-georgia.com/20220906/levan-varsalomizes-sadeputato-uflebamosileba-seuwyda-270158439.html
ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა ანაზღაურების სახით 56 ათასი ლარი მიიღო, მაგრამ ყველა სხდომა გააცდინა
2022-09-06T21:42+0400
2022-09-06T21:42+0400
2022-09-06T22:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23385/11/233851154_0:134:1600:1034_1920x0_80_0_0_45266f1a13f770bef7fc78f5036e9af7.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.სამშაბათს პარლამენტმა კენჭისყრით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ივლისის შუა რიცხვებში დეპუტატ ვარშალომიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის თქმით, 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში 26 პლენარული სხდომა ჩატარდა და ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა.„ეს ჩვენ ვერ გაგვტეხს“ – ბადრი ჯაფარიძის რეაქცია მანდატის ჩამორთმევაზე >>რეგლამენტის მეექვსე მუხლის მიხედვით, დეპუტატის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში წყდება, თუ ის სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით გააცდენს.სპიკერის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა ანაზღაურების სახით 56 ათასი ლარი მიიღო, რომელიც პარლამენტისთვის უკან არ დაუბრუნებია.აღსანიშნავია, რომ ლევან ვარშალომიძეს პარლამენტში ვერცერთი მისი თანაპარტიელი ვერ ჩაანაცვლებს, რადგან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ცესკომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიები პარტიის თხოვნითვე გააუქმა.ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა >>ამგვარად, ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში 28 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.შესაბამისად, პარლამენტში დღეისათვის 143 დეპუტატი დარჩა, მათგან 80 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23385/11/233851154_39:150:1135:972_1920x0_80_0_0_b956157ca2be1554720930972f9e6a0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლევან ვარშალომიძე სადეპუტატო უფლებამოსილება შეწყვეტა
ლევან ვარშალომიძე სადეპუტატო უფლებამოსილება შეწყვეტა
ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
21:42 06.09.2022 (განახლებულია: 22:38 06.09.2022) „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანაზღაურების სახით 56 ათასი ლარი მიიღო, მაგრამ ყველა სხდომა გააცდინა.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
სამშაბათს პარლამენტმა კენჭისყრით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ივლისის შუა რიცხვებში დეპუტატ ვარშალომიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის თქმით, 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში 26 პლენარული სხდომა ჩატარდა და ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა.
რეგლამენტის მეექვსე მუხლის მიხედვით, დეპუტატის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში წყდება, თუ ის სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით გააცდენს.
სპიკერის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა ანაზღაურების სახით 56 ათასი ლარი მიიღო, რომელიც პარლამენტისთვის უკან არ დაუბრუნებია.
აღსანიშნავია, რომ ლევან ვარშალომიძეს პარლამენტში ვერცერთი მისი თანაპარტიელი ვერ ჩაანაცვლებს, რადგან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ცესკომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიები პარტიის თხოვნითვე გააუქმა.
ამგვარად, ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში 28 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
შესაბამისად, პარლამენტში დღეისათვის 143 დეპუტატი დარჩა, მათგან 80 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია.