https://sputnik-georgia.com/20220609/zaal-udumashvils-uplebamosileba-sheuwyda-267297189.html
ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
Sputnik საქართველო
ზაალ უდუმაშვილის წასვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 29 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 09.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-09T16:21+0400
2022-06-09T16:21+0400
2022-06-09T22:15+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23784/28/237842844_0:133:2000:1258_1920x0_80_0_0_e0d7ad26f6d4ab4c063504a2da41f6cc.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ხუთშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე 81 ხმით მიიღეს. უდუმაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე 29 მაისს განაცხადა. პარტიის დატოვებასთან ერთად მან პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღო და განაცხადა, რომ საქმიანობას მასმედიაში გააგრძელებს.ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების გაუქმების შესახებ განცხადებით 30 მაისს მიმართა. უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტით ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში მეორე მანდატი დაკარგა. იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის საარჩევნო სია „ჩახსნილია“, უდუმაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში ვერ შევა. „ნაციონალურმა მოძრაობამ" მანამდე ერთი მანდატი ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის (2021 წლის 5 ოქტომბერს ) შედეგად დაკარგა.ზაალ უდუმაშვილის წასვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 29 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. დღეს პარლამენტში რეალურად 144 დეპუტატი დარჩა, მათგან 84 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23784/28/237842844_224:0:2000:1332_1920x0_80_0_0_2f4458effeb253d526e919a86eccddaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
16:21 09.06.2022 (განახლებულია: 22:15 09.06.2022) ზაალ უდუმაშვილის წასვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 29 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ხუთშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე 81 ხმით მიიღეს.
უდუმაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე 29 მაისს განაცხადა. პარტიის დატოვებასთან ერთად მან პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღო და განაცხადა, რომ საქმიანობას მასმედიაში გააგრძელებს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების გაუქმების შესახებ განცხადებით 30 მაისს მიმართა.
უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტით ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში მეორე მანდატი დაკარგა. იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის საარჩევნო სია „ჩახსნილია“, უდუმაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში ვერ შევა. „ნაციონალურმა მოძრაობამ" მანამდე ერთი მანდატი ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის (2021 წლის 5 ოქტომბერს ) შედეგად დაკარგა.
ზაალ უდუმაშვილის წასვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 29 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. დღეს პარლამენტში რეალურად 144 დეპუტატი დარჩა, მათგან 84 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელია.