https://sputnik-georgia.com/20220905/saqartvelos-mtavrobam-adamianis-uflebata-dacvis-axali-strategia-daamtkica-270117391.html
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი სტრატეგია დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი სტრატეგია დაამტკიცა
Sputnik საქართველო
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გაეგზავნება
2022-09-05T22:39+0400
2022-09-05T22:39+0400
2022-09-05T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270112998_0:91:1024:667_1920x0_80_0_0_76c587bb6e721e1f3630655818388874.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა - ახალი დოკუმენტი 2022-2030 წლებს მოიცავს.ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებზე იყო გათვლილი. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა განაცხადა, დოკუმენტზე მუშაობა დიდხანს გრძელდებოდა.მისი თქმით, პროცესში აქტიურად იყო ჩართული გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა და მათი ექსპერტები. ინტენსიური განხილვა მიმდინარეობდა შესაბამის უწყებებთან, რომლებსაც ევალებათ აღნიშნული სტრატეგიის პრაქტიკაში გადატანა.სტრატეგიას აქვს ოთხი ძირითადი მიმართულება – სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ასევე მართლმსაჯულების საკითხები არის პრიორიტეტი. შემდეგი პრიორიტეტია სოციალური და ეკონომიკური უფლებები, მესამე პრიორიტეტი ფარავს თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებას, მეოთხე პრიორიტეტი არის ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვა.თათულაშვილის თქმით, სტრატეგია არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი და ადამიანის უფლებების ყველა ძირითად მიმართულებას ფარავს როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური, სამოქალაქო უფლებების ნაწილში და თავის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ეს ნიშნავს, რომ სტრატეგიით განსაზღვრული ძირითადი პრიორიტეტები კონკრეტულ ღონისძიებებში უნდა განხორციელდეს, აღნიშნა თათულაშვილმა.„კონკრეტული აქტივობები ასევე რთული პროცესი იქნება, ამ კონკრეტულ აქტივობებზე შეთანხმება კომპლექსური პროცესი იქნება, რადგან ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებები. მათთან ერთად გადაწყდება, რა კონკრეტული აქტივობა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ აღნიშნული პრიორიტეტები პრაქტიკაში განხორციელდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270112998_111:0:1020:682_1920x0_80_0_0_f728034019a56776aa6667216c91e4e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მთავრობა ადამიანი უფლებათა დაცვა ახალი სტრატეგია დამტკიცება
საქართველო მთავრობა ადამიანი უფლებათა დაცვა ახალი სტრატეგია დამტკიცება
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი სტრატეგია დაამტკიცა
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გაეგზავნება
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა - ახალი დოკუმენტი 2022-2030 წლებს მოიცავს.
ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებზე იყო გათვლილი. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა განაცხადა, დოკუმენტზე მუშაობა დიდხანს გრძელდებოდა.
მისი თქმით, პროცესში აქტიურად იყო ჩართული გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა და მათი ექსპერტები. ინტენსიური განხილვა მიმდინარეობდა შესაბამის უწყებებთან, რომლებსაც ევალებათ აღნიშნული სტრატეგიის პრაქტიკაში გადატანა.
„აღნიშნული სტრატეგია გადაეგზავნება პარლამენტს და პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ აქტიურად დავიწყებთ მუშაობას სამოქმედო გეგმაზე, რომელიც სტრატეგიის ძირითად პრიორიტეტებს და მიმართულებებს გადაიტანს პრაქტიკაში როგორც რეგიონებში, ასევე ცენტრალურ დონეზე“, - განუცხადა თათულაშვილმა ჟურნალისტებს.
სტრატეგიას აქვს ოთხი ძირითადი მიმართულება – სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ასევე მართლმსაჯულების საკითხები არის პრიორიტეტი. შემდეგი პრიორიტეტია სოციალური და ეკონომიკური უფლებები, მესამე პრიორიტეტი ფარავს თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებას, მეოთხე პრიორიტეტი არის ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვა.
თათულაშვილის თქმით, სტრატეგია არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი და ადამიანის უფლებების ყველა ძირითად მიმართულებას ფარავს როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური, სამოქალაქო უფლებების ნაწილში და თავის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ეს ნიშნავს, რომ სტრატეგიით განსაზღვრული ძირითადი პრიორიტეტები კონკრეტულ ღონისძიებებში უნდა განხორციელდეს, აღნიშნა თათულაშვილმა.
„კონკრეტული აქტივობები ასევე რთული პროცესი იქნება, ამ კონკრეტულ აქტივობებზე შეთანხმება კომპლექსური პროცესი იქნება, რადგან ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებები. მათთან ერთად გადაწყდება, რა კონკრეტული აქტივობა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ აღნიშნული პრიორიტეტები პრაქტიკაში განხორციელდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა.