https://sputnik-georgia.com/20220905/koba-gvenetaze-cveni-mizania-laris-kursis-zlieri-ryevebis-semcireba-270118372.html
კობა გვენეტაძე: ჩვენი მიზანია ლარის კურსის ძლიერი რყევების შემცირება
კობა გვენეტაძე: ჩვენი მიზანია ლარის კურსის ძლიერი რყევების შემცირება
Sputnik საქართველო
აუქციონზე ვალუტის გაყიდვა უკავშირდება ეროვნული ბანკის სურვილს დააკორექტიროს ლარის კურსი, მაგრამ არა მისი ვარდნის შეჩერებას.
2022-09-05T23:38+0400
2022-09-05T23:38+0400
2022-09-05T23:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ლარის კურსი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23284/73/232847377_86:155:801:557_1920x0_80_0_0_f5868b28c48e86addee0a7acd5acf0d1.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია ლარის ჭარბი რყევების შემცირებაა, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.საქართველოში მოქმედებს მცურავი სავალუტო კურსი, რომელსაც ეროვნული ბანკი აკონტროლებს. როგორც გვენეტაძემ ადრე განაცხადა, მცურავი გაცვლითი კურსის სისტემა - ეს მექანიზმია, რომელიც საქართველოს თავს არიდებს დიდ რყევებს, ის თავის თავზე იღებს რისკებს და შოკის აბსორბციას ახდენს.გვენეტაძემ განაცხადა, რომ აუქციონზე ვალუტის გაყიდვა უკავშირდება ეროვნული ბანკის სურვილს დააკორექტიროს ლარის კურსი, მაგრამ არა მისი ვარდნის შეჩერებას.მისი განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა მთლიანად რომ შეამციროს ან აღმოფხვრას ლარის კურსის მერყეობა, მაშინ ქვეყანაში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი აღარ იარსებებდა.მისივე თქმით, საქართველოსთვის, რომელსაც მცირე ზომის ეკონომიკა გააჩნია, მცურავ გაცვლით კურსს ალტერნატივა არ აქვს.როგორი შემოდგომა ექნება ლარს? >>„მესმის, რომ ეს ხშირად არაპოპულარულია, თუმცა ბანკები ხშირად არაპოპულარულ, მაგრამ გრძელვადიანი ზრდისთვის აუცილებელ ნაბიჯებს დგამენ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით, აგვისტოს ბოლოს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 32,3 მლნ დოლარი გაყიდა. 2022 წელს ეროვნულმა ბანკმა აუქციონებზე უკვე გაყიდა 80,2 მლნ დოლარი და შეიძინა 80 მლნ დოლარი.მანამდე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებს და პროცენტულ განაკვეთს.ეროვნული ბანკი 2020 წლიდან ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებდა და იღებს.სად დაამუხრუჭებს ეროვნული ვალუტა, ანუ სად გადის ლარის შესაძლებლობების ზღვარი >>დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.მარტის პირველი რიცხვებისთვის ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ პერიოდში 20,3% შეადგინა.მიუხედავად ამისა, 13 აგვისტოდან ლარის გაუფასურების ტენდენცია გამოიკვეთა. ეროვნული ბანკის მიერ ორშაბათს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,8956 GEL/$1-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23284/73/232847377_187:149:731:557_1920x0_80_0_0_f0cfdcf5bd85da61d637c7891246de54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კობა გვენეტაძე მიზანი ლარი კურსი ძლიერი რყევები შემცირება
კობა გვენეტაძე მიზანი ლარი კურსი ძლიერი რყევები შემცირება
კობა გვენეტაძე: ჩვენი მიზანია ლარის კურსის ძლიერი რყევების შემცირება
23:38 05.09.2022 (განახლებულია: 23:39 05.09.2022) აუქციონზე ვალუტის გაყიდვა უკავშირდება ეროვნული ბანკის სურვილს დააკორექტიროს ლარის კურსი, მაგრამ არა მისი ვარდნის შეჩერებას.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია ლარის ჭარბი რყევების შემცირებაა, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
საქართველოში მოქმედებს მცურავი სავალუტო კურსი, რომელსაც ეროვნული ბანკი აკონტროლებს. როგორც გვენეტაძემ ადრე განაცხადა, მცურავი გაცვლითი კურსის სისტემა - ეს მექანიზმია, რომელიც საქართველოს თავს არიდებს დიდ რყევებს, ის თავის თავზე იღებს რისკებს და შოკის აბსორბციას ახდენს.
„მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიზანი ვერ იქნება კურსის რომელიმე ერთ ადგილას დაფიქსირება. ჩვენი მიზანია, ჭარბმერყეობა შევამციროთ, რისთვისაც ზოგჯერ გავყიდით ვალუტას, ზოგჯერ ვიყიდით“, - განაცხადა გვენეტაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
გვენეტაძემ განაცხადა, რომ აუქციონზე ვალუტის გაყიდვა უკავშირდება ეროვნული ბანკის სურვილს დააკორექტიროს ლარის კურსი, მაგრამ არა მისი ვარდნის შეჩერებას.
მისი განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა მთლიანად რომ შეამციროს ან აღმოფხვრას ლარის კურსის მერყეობა, მაშინ ქვეყანაში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი აღარ იარსებებდა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის, რომელსაც მცირე ზომის ეკონომიკა გააჩნია, მცურავ გაცვლით კურსს ალტერნატივა არ აქვს.
„მესმის, რომ ეს ხშირად არაპოპულარულია, თუმცა ბანკები ხშირად არაპოპულარულ, მაგრამ გრძელვადიანი ზრდისთვის აუცილებელ ნაბიჯებს დგამენ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით, აგვისტოს ბოლოს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 32,3 მლნ დოლარი გაყიდა. 2022 წელს ეროვნულმა ბანკმა აუქციონებზე უკვე გაყიდა 80,2 მლნ დოლარი და შეიძინა 80 მლნ დოლარი.
მანამდე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებს და პროცენტულ განაკვეთს.
ეროვნული ბანკი 2020 წლიდან ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებდა და იღებს.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
მარტის პირველი რიცხვებისთვის ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ პერიოდში 20,3% შეადგინა.
მიუხედავად ამისა, 13 აგვისტოდან ლარის გაუფასურების ტენდენცია გამოიკვეთა. ეროვნული ბანკის მიერ ორშაბათს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,8956 GEL/$1-ია.