სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში დროებითი წესი განისაზღვრება

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
წარდგენილ კანდიდატურებს სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შეაფასებენ.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის მიზნით პარლამენტის რეგლამენტში დროებითი წესი განისაზღვრება, რომელიც გავრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაგანაც საკანონმდებლო ორგანო დეკემბერში ომბუდსმენს აირჩევს.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 80 წარმომადგენელი ჰყავს.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, დროებითი წესის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრძანებას გამოსცემს და სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები კანონმდებლებს სწორედ იმ წესით წარედგინება, რასაც სპიკერი საკუთარი ბრძანებით დაადგენს.
„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე თავის კანდიდატს არ წამოაყენებს>>>
წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, წარდგენილ კანდიდატურებს სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შეაფასებენ.
გათვალისწინებული იქნება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, კეთილსინდისიერებას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების არსებობას გულისხმობს.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატს არ წამოაყენებს.
თუმცა, ამასთანავე მან დაასახელა ის ერთი პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ კანდიდატის წამოყენების უფლებას მაინც დაიტოვებს. კერძოდ, თუ ადგილი ექნება ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს, თუ ოპოზიციური სუბიექტები პირს შეკრავენ და არ წარადგენენ არცერთ კანდიდატურას.
სახალხო დამცველის არჩევა - „ქართული ოცნება“ კომპრომისისთვის მზადაა>>>
თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინიციატივას „თაღლითური სქემა“ უწოდა.
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს.
აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს, წარადგინოს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას აზრი „სასამართლოს მეგობრის“ სახით კონკრეტულ პროცესზე, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0