https://sputnik-georgia.com/20220830/saxalxo-damcvelis-arceva-qartuli-ocneba-kompromisistvis-mzadaa-269910387.html
სახალხო დამცველის არჩევა - „ქართული ოცნება“ კომპრომისისთვის მზადაა
სახალხო დამცველის არჩევა - „ქართული ოცნება“ კომპრომისისთვის მზადაა
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია მანამ არ გაასაჯაროებს სახალხო დამცველის არჩევის წესს, სანამ ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მოუსმენს, განაცხადა მდინარაძემ
2022-08-30T21:31+0400
2022-08-30T21:31+0400
2022-08-30T22:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:58:2400:1408_1920x0_80_0_0_e7b6c4e81f0c08fe5dd6a57cd4107f7b.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სახალხო დამცველის არჩევის წესის შემუშავების პროცესში კომპრომისზე წავა, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის პირობების შესრულების გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ მმართველი ძალა 1 სექტემბრამდე წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის ახალ ერთობლივ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ისეთი პირის წარდგენას, რომელიც ერთნაირად მისაღები იქნება როგორც უმრავლესობისთვის, ისე ოპოზიციისთვის.როგორც მდინარაძემ განმარტა, მმართველი პარტია მანამ არ გაასაჯაროებს წესს, რომლის მიხედვითაც ის აპირებს სახალხო დამცველის არჩევას, სანამ ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მოუსმენს.„ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიტყვით. ყველა შემთხვევაში ერთი ზოგადი პასუხი შემიძლია გაგცეთ – ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით უზრუნველვყოთ, რომ ინკლუზიური იყოს პროცესი, კითხვის ნიშანი და „შარის მოდების“ საშუალებაც არავის ჰქონდეს, რომ მმართველმა გუნდმა რაიმე დააკლო ამ პუნქტის შესრულებას“, – განაცხადა მდინარაძემ.თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ კონკრეტული პუნქტის შესრულებას საბოტაჟი გამოუცხადოს, ისევე, როგორც მთლიანად პროცესს, ესეც საზოგადოებისთვის, მათ შორის, ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის ღია, ნათელი და ცნობილი გახდება, აღნიშნა მდინარაძემ.მდინარაძემ სახალხო დამცველს რადიკალიზმსა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერაში დასდო ბრალი >>„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პუნქტზე მაქსიმალური ინკლუზიური პროცესი და შედეგი დადგეს“, – აღნიშნა მან.მდინარაძის თქმით, შემდეგი ეტაპი იქნება კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი. მაგრამ პირველ რიგში პროცედურა უნდა შემუშავდეს.პარალელური პროცესიამასობაში სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დახურული კონსულტაციები გამართეს.როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ისინი უარს ამბობენ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობაზე და აპირებენ მხარი დაუჭირონ არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას.მისი თქმით, ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში ფორმალურ შეხვედრებზე, რაც გულისხმობს ბიუროსა და კომიტეტებზე საკითხის განხილვას.„მანამდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების აზრს ვერ ვხედავთ და ეს პოზიცია არ შეცვლილა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.ვნებათაღელვა 12 პუნქტზე: როგორ მიდის ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ ერთობლივი მუშაობა >>მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 80 წარმომადგენელი ჰყავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e0d2616f08cae416e1ff8d65e2c12bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სახალხო დამცველი არჩევა ქართული ოცნება კომპრომისი მამუკა მდინარაძე
სახალხო დამცველი არჩევა ქართული ოცნება კომპრომისი მამუკა მდინარაძე
სახალხო დამცველის არჩევა - „ქართული ოცნება“ კომპრომისისთვის მზადაა
21:31 30.08.2022 (განახლებულია: 22:43 30.08.2022) მმართველი პარტია მანამ არ გაასაჯაროებს სახალხო დამცველის არჩევის წესს, სანამ ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მოუსმენს, განაცხადა მდინარაძემ.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სახალხო დამცველის არჩევის წესის შემუშავების პროცესში კომპრომისზე წავა, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის პირობების შესრულების გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ მმართველი ძალა 1 სექტემბრამდე წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის ახალ ერთობლივ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ისეთი პირის წარდგენას, რომელიც ერთნაირად მისაღები იქნება როგორც უმრავლესობისთვის, ისე ოპოზიციისთვის.
„ჩვენ კომპრომისისთვის, კონსენსუსისთვის, რა თქმა უნდა, ვართ მზად. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პუნქტის შესრულებას დაემუქრება უდიდესი საფრთხე“, – განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ განმარტა, მმართველი პარტია მანამ არ გაასაჯაროებს წესს, რომლის მიხედვითაც ის აპირებს სახალხო დამცველის არჩევას, სანამ ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მოუსმენს.
„ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიტყვით. ყველა შემთხვევაში ერთი ზოგადი პასუხი შემიძლია გაგცეთ – ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით უზრუნველვყოთ, რომ ინკლუზიური იყოს პროცესი, კითხვის ნიშანი და „შარის მოდების“ საშუალებაც არავის ჰქონდეს, რომ მმართველმა გუნდმა რაიმე დააკლო ამ პუნქტის შესრულებას“, – განაცხადა მდინარაძემ.
თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ კონკრეტული პუნქტის შესრულებას საბოტაჟი გამოუცხადოს, ისევე, როგორც მთლიანად პროცესს, ესეც საზოგადოებისთვის, მათ შორის, ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის ღია, ნათელი და ცნობილი გახდება, აღნიშნა მდინარაძემ.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პუნქტზე მაქსიმალური ინკლუზიური პროცესი და შედეგი დადგეს“, – აღნიშნა მან.
მდინარაძის თქმით, შემდეგი ეტაპი იქნება კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი. მაგრამ პირველ რიგში პროცედურა უნდა შემუშავდეს.
ამასობაში სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დახურული კონსულტაციები გამართეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ისინი უარს ამბობენ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობაზე და აპირებენ მხარი დაუჭირონ არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას.
„ისინი (არასამთავრობო ორგანიზაციები) კანდიდატის შერჩევაზე უკვე მუშაობენ და მათ შერჩეულ კანდიდატს დავუჭერთ მხარს. ჩვენი ფრაქცია მზადაა წარადგინოს ეს კანდიდატი. ჩვენ ვართ ერთადერთი დიდი ოპოზიციური ფრაქცია“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოიძემ.
მისი თქმით, ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში ფორმალურ შეხვედრებზე, რაც გულისხმობს ბიუროსა და კომიტეტებზე საკითხის განხილვას.
„მანამდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების აზრს ვერ ვხედავთ და ეს პოზიცია არ შეცვლილა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 80 წარმომადგენელი ჰყავს.