https://sputnik-georgia.com/20220804/mdinarazem-lomjarias-radikalizmsi-dasdo-brali-269198951.html
მდინარაძემ სახალხო დამცველს რადიკალიზმსა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერაში დასდო ბრალი
მდინარაძემ სახალხო დამცველს რადიკალიზმსა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერაში დასდო ბრალი
Sputnik საქართველო
ახალი ომბუდსმენის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის ხმაა საჭირო, „ქართულ ოცნებას“ კი 80 დეპუტატი ჰყავს. 04.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-04T19:53+0400
2022-08-04T19:53+0400
2022-08-04T22:01+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/13/247551338_0:34:1024:610_1920x0_80_0_0_f074878819dec8e62edac5b1b83009e6.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რადიკალურ საქმიანობას ეწეოდა და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საყრდენი იყო, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ კი საკანონმდებლო ორგანოში 80 წარმომადგენელი ჰყავს.მისი თქმით, ლომჯარიას კანდიდატურის შერჩევისას „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ის მათი მომხრე იქნებოდა. მმართველ პარტიაში მისგან კრიტიკას მოელოდნენ, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთ აშკარა მხარდაჭერას.„არ გვქონდა მოლოდინი, რომ ის ჩვენიანი იქნებოდა... ნამდვილად ვიცოდით, რომ ის ჩვენ მიმართ კრიტიკული იქნებოდა. კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია, თუნდაც უმწვავესი, სუბიექტური. ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ პირადად მე ნამდვილად არ მეგონა, რომ ის მიტინგზე დადგებოდა და ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვდა“, – განაცხადა მდინარაძემ.მთავრობის გადადგომის და ქვეყანაში ეროვნული თანხმობით ახალი ტექნოკრატიული მინისტრთა კაბინეტის შექმნის მოთხოვნა გამოაცხადეს აქციაზე, რომლის ორგანიზატორი სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილია“ იყო.ვის წარადგენენ სახალხო დამცველის პოსტზე? პარლამენტში კონსულტაციები იწყება>>აქცია 24 ივნისს ჩატარდა – ერთი კვირის მერე, რაც ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა.რაც შეეხება სახალხო დამცველს, ამ პოსტზე „ქართულ ოცნებას“ კანდიდატურა არ ჰყავს, განაცხადა მდინარაძემ.სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაა. მხოლოდ ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, სპეციალური ნებართვის გარეშე მოინახულონ დაკავებულები ან პატიმრები. ომბუდსმენი წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობისა და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშით გამოდის.საქართველოს სახალხო დამცველს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/13/247551338_60:43:914:683_1920x0_80_0_0_14702ef0ffc65dc20850c60c66baea8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
მდინარაძემ სახალხო დამცველს რადიკალიზმსა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერაში დასდო ბრალი
19:53 04.08.2022 (განახლებულია: 22:01 04.08.2022) ახალი ომბუდსმენის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის ხმაა საჭირო, „ქართულ ოცნებას“ კი 80 დეპუტატი ჰყავს.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რადიკალურ საქმიანობას ეწეოდა და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საყრდენი იყო, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ კი საკანონმდებლო ორგანოში 80 წარმომადგენელი ჰყავს.
„გადასარევი“ პოლიტიკური, რადიკალური საქმიანობა ჩაატარა ნინო ლომჯარიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან მყარი დასაყრდენი და ძალიან კარგი რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ ეს ადამიანი. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც ის უშუალოდ ჩაერთო ქვეყნის გადატრიალების თუ ხელისუფლების ჩამოშლის მცდელობებში“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ლომჯარიას კანდიდატურის შერჩევისას „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ის მათი მომხრე იქნებოდა. მმართველ პარტიაში მისგან კრიტიკას მოელოდნენ, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთ აშკარა მხარდაჭერას.
„არ გვქონდა მოლოდინი, რომ ის ჩვენიანი იქნებოდა... ნამდვილად ვიცოდით, რომ ის ჩვენ მიმართ კრიტიკული იქნებოდა. კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია, თუნდაც უმწვავესი, სუბიექტური. ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ პირადად მე ნამდვილად არ მეგონა, რომ ის მიტინგზე დადგებოდა და ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვდა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მთავრობის გადადგომის და ქვეყანაში ეროვნული თანხმობით ახალი ტექნოკრატიული მინისტრთა კაბინეტის შექმნის მოთხოვნა გამოაცხადეს აქციაზე, რომლის ორგანიზატორი სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილია“ იყო.
აქცია 24 ივნისს ჩატარდა – ერთი კვირის მერე, რაც ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა.
რაც შეეხება სახალხო დამცველს, ამ პოსტზე „ქართულ ოცნებას“ კანდიდატურა არ ჰყავს, განაცხადა მდინარაძემ.
სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაა. მხოლოდ ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, სპეციალური ნებართვის გარეშე მოინახულონ დაკავებულები ან პატიმრები. ომბუდსმენი წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობისა და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშით გამოდის.
საქართველოს სახალხო დამცველს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.