საქართველოს ეკონომიკა იზრდება: მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი - შარდენი
თბილისი - შარდენი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის სფეროებში.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება – 2022 წლის ივლისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,7% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2022 წლის პირველი შვიდი თვის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,3% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
წინასწარი მონაცემებით, შარშან საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.
რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას: S&P Global Ratings-ის ანგარიში>>>
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის სფეროებში.
რა და რამდენით გაიზარდა
იანვარი–ივლისში ექსპორტის ზრდამ 36,4% შეადგინა, ხოლო იმპორტის – 35%. გასულ თვეში ქვეყანაში 5.680 ახალი საწარმო დარეგისტრირდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 33%-ით მეტი.
დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა 22%-ით გაიზარდა და 11,5 მლრდ ლარი შეადგინა“, – განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ჟურნალისტებთან.
თოდრაძის განცხადებით, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ზრდა დაკავშირებულია როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ტრანსპორტის მუშაობასთან. გარდა ამისა, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის გაფართოების შედეგად გაიზარდა სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებელიც.
ღარიბაშვილი: ეკონომიკის ზრდა გონივრული პოლიტიკის შედეგია>>>
სამშენებლო სექტორში ზრდა დაკავშირებულია როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობის ზრდით. გარდა ამისა, სამშენებლო მასალების ექსპორტის მოცულობა თითქმის 44%-ით გაიზარდა.
ზრდის ტენდენცია ასევე შეიმჩნეოდა სასტუმრო და სარესტორნო სექტორში. ამაზე გავლენა იქონია გასულ წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის თითქმის 2,5-ჯერ გაზრდამ. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში 600 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0