ღარიბაშვილი: ეკონომიკის ზრდა გონივრული პოლიტიკის შედეგია

© Government of Georgiaმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაზარდა.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოსა და რეგიონში გამოწვევების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა ზრდას აგრძელებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს საგარეო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–ივლისში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 35,3%-ით გაიზარდა და 10,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

„საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთელ მსოფლიოში და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე უპრეცედენტოა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება. კერძოდ, მისი თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემებთან შედარებით, უმუშევრობა 4%-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 18,1% შეადგინა.
საგარეო ბრუნვა იზრდება – ვისთან ვაჭრობს საქართველო>>>
პრემიერის განმარტებით, დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა ყველა სფეროში, მათ შორის ფულადი გადარიცხვებისა და ტურიზმის მიმართულებით.
„მიუხედავად უპრეცედენტო გეოპოლიტიკური სიტუაციისა და მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევებისა, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება იზრდება. ივლისში ექსპორტი 40%-ით გაიზარდა და 542 მლნ დოლარს მიაღწია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, „სტაბილური“ პერსპექტივით. კომპანიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაზარდა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სფეროში არსებული წარმატებები ხელისუფლების გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგია და ამ დადებითი ტენდენციების შენარჩუნება მომავალშიც აუცილებელია.
ყველა ახალი ამბავი
0