საგარეო ბრუნვა იზრდება – ვისთან ვაჭრობს საქართველო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2022
გამოწერა
ექსპორტი საქართველოდან წლის პირველ შვიდ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36,4%–ით გაიზარდა.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საგარეო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–ივლისში 35,3%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 10,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში ექსპორტმა შეადგინა 3,1 მლრდ დოლარი. ეს გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 36,4%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 7,1 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–ივლისის მაჩვენებელზე 34,8%-ით მეტია.
Fitch-მა დაადასტურა საქართველოს რეიტინგი: ქვეყნის ეკონომიკის პლუსები და მინუსები>>
2022 წლის პირველ შვიდ თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა თითქმის 4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 33,5%-ით მეტია.
რითი ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.
2022 წლის იანვარ–ივლისში ყველაზე მეტად გაიზარდა ელექტროენერგიის (337,3%), აზოტის სასუქის (236,6%), ფეროშენადნობების (55%), მსუბუქი ავტომობილების (49,3%) ექსპორტი.
ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაეცა მინერალური წყლების (30,2%), სპირტიანი სასმელების (5,5%), ღვინის (2,9%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები აქვს>>
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ლითონების მეტალოკონსტრუქციებისა და მათი ნაწილების (134,7%) და სამშენებლო–საგზაოტექნიკის (93,8%) და გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (81,4%) იმპორტი.
ასევე მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში შემცირდა მხოლოდ სატვირთო ავტომობილების იმპორტი (26,1%).
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტრნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო ბრუნვამ 2022 წლის პირველ შვიდ თვეში 1,5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის თითქმის 15%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტრნიორების ათეულში არიან ასევე რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, აშშ, სომხეთი, ბულგარეთი, გერმანია, უკრაინა, რუმინეთი.
ყველა ახალი ამბავი
0