საქართველოს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები აქვს

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
გამოწერა
საქართველოს საგარეო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35,3%-ით გაიზარდა.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა – 540 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„ქვეყანას ექსპორტში თითქმის 40%-იანი ზრდა აქვს. ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი არის რეკორდული როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე სხვა თვეებთან შედარებით“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, იანვარი–ივლისში ექსპორტი 36%-ზე მეტით გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
სტატისტიკური მონაცემები
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–ივლისში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 35,3%-ით გაიზარდა და 10,2 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში იმპორტირებული იყო 7,1 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 34,8%-ით მეტია.
საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან ივლისში პანდემიამდელ დონეს პირველად გადააჭარბა>>
მიმდინარე წლის შვიდ თვეში საქართველოდან გავიდა 3,1 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 36,3%-ით მეტია.
2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის პირველ შვიდ თვესთან შედარებით 36,1%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0