რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას: S&P Global Ratings-ის ანგარიში

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიStandard & Poor's-ის ლოგოტიპი
Standard & Poor's-ის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
სააგენტოს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ, მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გაგრძელდება.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, ხოლო ეროვნული ბანკი წარმატებით უმკლავდება რისკებსა და არასტაბილურ მაკროეკონომიკურ ვითარებას, ნათქვამია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის (S&P) საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვაში.
ანგარიშის თანახმად, უკეთესი რეგულირება, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში, ბანკების სტრესისადმი მდგრადობას განაპირობებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი წარმატებით უმკლავდება გაზრდილ რისკებს, რაც დაკავშირებულია ბოლო წლებში არასტაბილურ მაკროეკონომიკურ ვითარებასთან. მან საცალო დაკრედიტების აგრესიული ზრდის შეზღუდვა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო და რეგულარულად აიძულებდა ბანკებს, შეენარჩუნებინათ კაპიტალის დამატებითი ბუფერები ვალუტით გამოწვეული საკრედიტო რისკების გამო, რამაც სისტემას შესაძლებლობა მისცა, გამკლავებოდა COVID-19-ით გამოწვეულ შოკს", – ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, სააგენტოს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გაგრძელდება, მიუხედავად უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გადავხედეთ მშპ-ის ზრდის პროგნოზს 2,5%-მდე, ჩვენი წინა ვარაუდიდან – 5,5%-დან, ეკონომიკის აღდგენა გააგრძელებს საბანკო სექტორში აქტივების ხარისხის მხარდაჭერას", – აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველოს ეკონომიკას აქვს შანსი: ეროვნულმა ბანკმა მშპ-ის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა>>
ამასთან, ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ უცხოურ ვალუტაში კრედიტების მაღალ წილზე, რაც ამ დროისათვის კომპენსირებულია გაცვლითი კურსის შემცირებით.
რისკებს შორის ანალიტიკოსები აღნიშნავენ ტურისტული ნაკადების შემცირებას რუსეთიდან და უკრაინიდან, რაც, მათი აზრით, უმნიშვნელოდ კომპენსირდება ცენტრალური აზიიდან სატრანზიტო მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდით და უკრაინიდან და რუსეთიდან დროებითი მიგრაციით.
Fitch Ratings-ის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
Fitch-მა დაადასტურა საქართველოს რეიტინგი: ქვეყნის ეკონომიკის პლუსები და მინუსები
ასევე რისკ-ფაქტორებს შორისაა თურქული ლირის დასუსტება, რაც ასევე მოახდენს ზეწოლას ლარის კურსზე.
ამავე დროს, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ საცხოვრებელზე ფასის გაზრდას. მათი აზრით, ფასების ზრდა სამშენებლო მასალებზე ჯერ არ ასახულა მზა სახლებისა და ბინების ფასებზე.
ყველა ახალი ამბავი
0