საქართველოს ეკონომიკას აქვს შანსი: ეროვნულმა ბანკმა მშპ-ის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

© Administration of the President of Georgia / FB კობა გვენეტაძე
 კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
2022 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4,5%-დან 9%-მდე გააუმჯობესა. ამის შესახებ განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, მშპ-ის ზრდის მაჩვენებელმა 2022 წლის ივნისში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7,2% შეადგინა. გარდა ამისა, რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა მეორე კვარტალში ასევე 7,2%, ხოლო ექვს თვეში – 10,5% შეადგინა.

„მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ და დაანონსებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9 პროცენტის დონეზე პროგნოზირებს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა პრაქტიკულად ყველა დარგში დაფიქსირდა: ტრანსპორტსა და დასაწყობებაში, ელექტრომომარაგებაში, გაზმომარაგებაში, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებაში, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.
ყველა ახალი ამბავი
0