https://sputnik-georgia.com/20220901/propsaswavleblebshi-testirebis-chatarebis-vadebi-cnobilia-269979790.html
ცნობილი გახდა პროფსასწავლებლებში ტესტირების ჩატარების ვადები
ცნობილი გახდა პროფსასწავლებლებში ტესტირების ჩატარების ვადები
Sputnik საქართველო
სტატისტიკის მიხედვით, სტუდენტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება, წარმოება და მშენებლობა... 01.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-01T16:25+0400
2022-09-01T16:25+0400
2022-09-01T21:23+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:141:1181:805_1920x0_80_0_0_5f9b424db4b0541ff1a5b186171ece32.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება მიმდინარე წლის 6 სექტემბრის 09:00 საათიდან დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.იმისათვის, რომ მოხვდეთ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოთ სახელმწიფო გრანტი, აუცილებელია პროფტესტირების გავლა.უწყების ინფორმაციით, პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს (sms-ს) საგამოცდო ბარათების შესახებ, რომელზეც მითითებული იქნება გამოცდის ჩატარების თარიღი, ადგილი და დრო. ბარათები გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში. ბარათის მისაღებად აპლიკანტებმა თან უნდა იქონიონ სარეგისტრაციო ფურცელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.კახეთში გასტრონომიის აკადემია გაიხსნება>>>უშუალოდ ტესტირების დროს კი აუცილებელია გამოსაცდელს თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგამოცდო ბარათი და კალამი.უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამოცდამდე ერთი დღით ადრე, 5 სექტემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება საცდელი ტესტირება – აპლიკანტებს საშუალება ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე მოსინჯონ საკუთარი ძალები. საცდელი ტესტირების გავლა ნებაყოფლობითია.2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის ტესტირების ჩატარების განრიგი:წელს თითოეული ტესტის მაქსიმალურ ქულად განისაზღვრა 30, გამოსაცდელს კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 1 საათსა და 30 წუთს.რაც შეეხება საბაზო ზოგად უნარებს, ტესტის მაქსიმალური ქულაა 50, ხოლო ტესტურ დავალებებზე სამუშაოდ გამოყოფილი დრო – 2 საათი.საჯარო კოლეჯებში პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია სრული დაფინანსებით, ცალკეულ კერძო კოლეჯებში კი ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით.ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციას. გარდა ამისა, იგეგმება თანამშრომლობის განვითარება კერძო სექტორთან და პროფგანათლების ხარისხის გაუმჯობესება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:30:1181:916_1920x0_80_0_0_f8c063d035a7a3d62c3d50c263867471.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
ცნობილი გახდა პროფსასწავლებლებში ტესტირების ჩატარების ვადები
16:25 01.09.2022 (განახლებულია: 21:23 01.09.2022) სტატისტიკის მიხედვით, სტუდენტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება, წარმოება და მშენებლობა, სამართალი და ჯანდაცვა.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება მიმდინარე წლის 6 სექტემბრის 09:00 საათიდან დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმისათვის, რომ მოხვდეთ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოთ სახელმწიფო გრანტი, აუცილებელია პროფტესტირების გავლა.
უწყების ინფორმაციით, პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს (sms-ს) საგამოცდო ბარათების შესახებ, რომელზეც მითითებული იქნება გამოცდის ჩატარების თარიღი, ადგილი და დრო. ბარათები გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში. ბარათის მისაღებად აპლიკანტებმა თან უნდა იქონიონ სარეგისტრაციო ფურცელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
უშუალოდ ტესტირების დროს კი აუცილებელია გამოსაცდელს თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგამოცდო ბარათი და კალამი.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამოცდამდე ერთი დღით ადრე, 5 სექტემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება საცდელი ტესტირება – აპლიკანტებს საშუალება ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე მოსინჯონ საკუთარი ძალები. საცდელი ტესტირების გავლა ნებაყოფლობითია.
2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის ტესტირების ჩატარების განრიგი:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი) – 6 სექტემბერი
წიგნიერება და რაოდენობრივი წიგნიერება – 7 სექტემბერი
საბაზო ზოგადი უნარები 7–8 სექტემბერი.
წელს თითოეული ტესტის მაქსიმალურ ქულად განისაზღვრა 30, გამოსაცდელს კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 1 საათსა და 30 წუთს.
რაც შეეხება საბაზო ზოგად უნარებს, ტესტის მაქსიმალური ქულაა 50, ხოლო ტესტურ დავალებებზე სამუშაოდ გამოყოფილი დრო – 2 საათი.
საჯარო კოლეჯებში პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია სრული დაფინანსებით, ცალკეულ კერძო კოლეჯებში კი ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით.
ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციას. გარდა ამისა, იგეგმება თანამშრომლობის განვითარება კერძო სექტორთან და პროფგანათლების ხარისხის გაუმჯობესება.