https://sputnik-georgia.com/20220530/kaxetsi-gastronomiis-akademia-gaixsneba-266976579.html
კახეთში გასტრონომიის აკადემია გაიხსნება
კახეთში გასტრონომიის აკადემია გაიხსნება
Sputnik საქართველო
კახეთის გასტრონომიის აკადემია პირველ სტუდენტებს 2024 წელს მიიღებს. 30.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-30T11:46+0400
2022-05-30T11:46+0400
2022-05-30T17:11+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ესპანეთი
საზოგადოება
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1e/266973546_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_edde653eb178a0ee322b82cba8b42203.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა იწყება, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ასევე საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო კერების დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.მისი თქმით, აკადემია შეძლებს საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ სასწავლებელში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან.სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან წამყვანი უცხოელი სპეციალისტებიც, რაც საერთაშორისო სტანდარტით სწავლებას შეუწყობს ხელს. აკადემიაში ქართველ ლექტორებთან ერთად ბასკური კულინარიული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები იმუშავებენ.ღონისძიების ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილს მოეწერა ხელი, რომელიც კაფსულაში განთავსდა. ცერემონიის დასასრულს მონაწილეებმა ბასკი კოლეგების მიერ ნაჩუქარი ხე აკადემიის ტერიტორიაზე დარგეს.გასტრონომიის აკადემია პირველ სტუდენტებს 2024 წელს მიიღებს.ბასკური კულინარიის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო გასტრონომიული სკოლაა მსოფლიოში, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები იღებენ განათლებას და სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებულად საქმიანობენ გასტრონომიულ სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.შქმერული იაპონიას იპყრობს: უმსხვილესი კომპანია ქართული კერძის ნახევარფაბრიკატს გამოუშვებს>>თანამედროვე სტანდარტების კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. სასწავლებელი აღიჭურვება უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით.პროექტის ფარგლებში აშენდება 50 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
საქართველო
ესპანეთი
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1e/266973546_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_72f87e052c3b357fdaabf9c3b47b4245.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, ესპანეთი , საზოგადოება, კახეთი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, ესპანეთი , საზოგადოება, კახეთი
კახეთში გასტრონომიის აკადემია გაიხსნება
11:46 30.05.2022 (განახლებულია: 17:11 30.05.2022) კახეთის გასტრონომიის აკადემია პირველ სტუდენტებს 2024 წელს მიიღებს.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა იწყება, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.
პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ასევე საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო კერების დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის და კონკრეტულად კახეთის რეგიონისთვის – გურჯაანში საფუძველი ეყრება უმაღლესი სტანდარტების პროფესიული სასწავლებლის, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობას, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნდა", – განაცხადა ჩხენკელმა.
მისი თქმით, აკადემია შეძლებს საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ სასწავლებელში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან.
სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან წამყვანი უცხოელი სპეციალისტებიც, რაც საერთაშორისო სტანდარტით სწავლებას შეუწყობს ხელს. აკადემიაში ქართველ ლექტორებთან ერთად ბასკური კულინარიული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები იმუშავებენ.
ღონისძიების ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილს მოეწერა ხელი, რომელიც კაფსულაში განთავსდა. ცერემონიის დასასრულს მონაწილეებმა ბასკი კოლეგების მიერ ნაჩუქარი ხე აკადემიის ტერიტორიაზე დარგეს.
გასტრონომიის აკადემია პირველ სტუდენტებს 2024 წელს მიიღებს.
ბასკური კულინარიის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო გასტრონომიული სკოლაა მსოფლიოში, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები იღებენ განათლებას და სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებულად საქმიანობენ გასტრონომიულ სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თანამედროვე სტანდარტების კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. სასწავლებელი აღიჭურვება უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით.
პროექტის ფარგლებში აშენდება 50 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.