https://sputnik-georgia.com/20220831/frcxilis-soko-269932531.html
ფრჩხილის სოკო: წინასწარი სიმპტომები და ორი ძლიერი შინაურული მეთოდი სამკურნალოდ
ფრჩხილის სოკო: წინასწარი სიმპტომები და ორი ძლიერი შინაურული მეთოდი სამკურნალოდ
Sputnik საქართველო
ფრჩხილის სოკო, ან, როგორც მას მედიცინაში უწოდებენ, ონიქომიკოზი არის დაავადება, რომელიც ფრჩხილის ფირფიტებისა და მიმდებარე უბნების დაზიანებას იწვევს პარაზიტული... 31.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-31T14:30+0400
2022-08-31T14:30+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ხალხური მკურნალობა
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267017580_0:103:1920:1183_1920x0_80_0_0_05314e0ce824458c436b2287aa85d098.jpg
ფრჩხილის სოკო, ან, როგორც მას მედიცინაში უწოდებენ, ონიქომიკოზი არის დაავადება, რომელიც ფრჩხილის ფირფიტებისა და მიმდებარე უბნების დაზიანებას იწვევს პარაზიტული სოკოვანი მიკროორგანიზმებით.ფრჩხილის სოკოთი დასნებოვნება შესაძლებელია ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ჭარბი ტენიანობაა, მაგალითად, საუნებში, საცურაო აუზებში, პლაჟებზე.ონიქომიკოზით დასნებოვნების განსაკუთრებულად მაღალი შანსი აქვთ:არ გამოტოვოთ: როგორ დავუბრუნოთ ფრჩხილებს სიმტკიცე - სამი სწრაფი შინაურული მეთოდიონიქომიკოზის სიმპტომებიპარაზიტული სოკოთი ფრჩხილების დაზიანება არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, ვინაიდან სიმპტომური ცვლილებები საკმაოდ გამოხატულია. იმისათვის, რომ მიხვდეთ, არის თუ არა ფრჩხილი პარაზიტით დასნებოვნებული, საკმარისია დაიხედოთ მასზე. ადამიანს ონიქომიკოზი აქვს, თუ:თუ მსგავსი ცვლილებები შენიშნეთ, ჯობს არ დააყოვნოთ და ექიმს მიმართოთ. თუ სოკოვანი ინფექცია შორს წავიდა, ეს შესაძლოა საკმაოდ მტკივნეულიც იყოს და სხვა მძიმე ინფექციების გავრცელებასაც კი შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმუნური სისტემა დათრგუნულია მედიკამენტებით, დიაბეტით ან სხვა პათოლოგიებით.არ გამოტოვოთ: დაიხედეთ ფრჩხილებზე - მეცნიერებმა დაადგინეს, რაზე მეტყველებს ფორმა და ფერითუმცა, არსებობს ფრჩხილის სოკოს შინაურული, ანუ ხალხური მეთოდებით მკურნალობის მეთოდებიც, რომელთაგან რამდენიმეს აქვე გაგაცნობთ.ძმრისა და კვერცხის მალამო ეს ყველაზე ძლიერი შინაურული საშუალებაა, რომელიც სოკოს მოშორებაში დაგეხმარებათ. ის ხელს უწყობს ქსოვილების შეხორცებას და არბილებს ფრჩხილის დაზიანებულ ადგილებს.მალამოს დასამზადებლად დაგჭირდებათ:მომზადების წესი- ჩადეთ კვერცხი სუფთა, მშრალ ქილაში და დაასხით ძმრის ესენცია (ან შინაურული, მაგარი ძმარი) ისე, რომ თავი ოდნავ უჩანდეს, და შედგით ბნელ კარადაში მანამ, სანამ ნაჭუჭი არ დაიშლება;- შემდეგ მოაშორეთ კვერცხს შერჩენილი თხელი გარსი;- კვერცხი, ძმარი და ორთქლის აბაზანაზე გამდნარი კარაქი შეურიეთ ერთმანეთს და ურიეთ მიქსერით მანამ, სანამ მალამოს სისქისა არ გახდება.მალამო ინახება მაცივარში.არ გამოტოვოთ: რა დაავადებაზე მეტყველებს ხიჭვის მსგავსი ხაზები ფრჩხილებზეგამოყენების წესიწაუსვით მალამო ბინტს, დაიდეთ ის ცხელ წყალში დაორთქლილ და დარბილებულ ფრჩხილზე, შეიფუთეთ თითი ცელოფნით, ზემოდან კი ბინტით შეიკარით. დაიტოვეთ მთელი ღამით. ფრჩხილი დარბილდება და ზემოთ აიწევს. მოაჭერით დაზიანებული ადგილი მას და კვლავ წაისვით მალამო. ასე განაგრძეთ მანამ, სანამ ფრჩხილს დაზიანებულ ადგილებს მთლიანად არ მოაშორებთ.სხვათა შორის, ეს მალამო ასევე შესანიშნავი საშუალებაა ქუსლის დეზების მოსაცილებლად.დაიხსომეთ: თუ მალამოს წასმის შემდეგ კანის წვა დაგეწყოთ, შეგიძლიათ ის დროზე ადრე ჩამოიბანოთ და კანზე მკვებავი კრემი წაისვათ.ნივრის ლოსიონინიორი ძლიერი ბუნებრივი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. ის სოკოვან ინფექციებს ყველაზე მსუბუქად აშორებს — შორს წასულ შემთხვევებშიც კი.თქვენ დაგჭირდებათ:მომზადების წესი- გაფცქვენით ნიორი და დაჭყლიტეთ;- შემდეგ გამოადინეთ წვენი — შეგიძლიათ ამისთვის მარლა გამოიყენოთ;- შეურიეთ ნივრის წვენი და სპირტი ერთმანეთს და დადგით ბნელ ადგილზე ორი დღე-ღამით;- შემდეგ დაამატეთ ხსნარს გამოხდილი წყალი.გამოყენების წესილოსიონი დაზიანებულ უბნებზე დღეში ერთხელ უნდა დაიტანოთ. დაიდეთ ხსნარში დასველებული მარლის ტამპონი ფრჩხილზე, შემოიხვიეთ ზემოდან ცელოფანი და დაიტოვეთ 40 წუთით. შემდეგ დაიბანეთ ფეხი გრილი წყლითა და საპნით.პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველდღე, სანამ სოკო სრულად არ გაქრება.გახსოვდეთ: როგორც ძმრისა და კვერცხის მალამოს, ისე ნივრის ლოსიონის გამოყენებისას კარგი იქნება, თუ ხელებს სამედიცინო ხელთათმანებით დაიცავთ!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267017580_104:0:1817:1285_1920x0_80_0_0_78a9b579547743056fd68f213b69a374.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ხალხური მკურნალობა, ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ხალხური მკურნალობა, ექიმის რჩევები
ფრჩხილის სოკო, ან, როგორც მას მედიცინაში უწოდებენ, ონიქომიკოზი არის დაავადება, რომელიც ფრჩხილის ფირფიტებისა და მიმდებარე უბნების დაზიანებას იწვევს პარაზიტული სოკოვანი მიკროორგანიზმებით.
ფრჩხილის სოკოთი დასნებოვნება შესაძლებელია ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ჭარბი ტენიანობაა, მაგალითად, საუნებში, საცურაო აუზებში, პლაჟებზე.
ონიქომიკოზით დასნებოვნების განსაკუთრებულად მაღალი შანსი აქვთ:
ონკოლოგიურ პაციენტებს, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან;
ადამიანებს, რომლებიც ანტიბიოტიკებით ან სტეროიდებით მკურნალობის კურსს გადიან;
ვისაც ჭარბი ოფლიანობა აწუხებს;
სისხლის მიმოქცევის მოშლის მქონეებს;
დაქვეითებული იმუნიტეტის მქონეებს.
პარაზიტული სოკოთი ფრჩხილების დაზიანება არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, ვინაიდან სიმპტომური ცვლილებები საკმაოდ გამოხატულია. იმისათვის, რომ მიხვდეთ, არის თუ არა ფრჩხილი პარაზიტით დასნებოვნებული, საკმარისია დაიხედოთ მასზე.
ადამიანს ონიქომიკოზი აქვს, თუ:
ფრჩხილი იცვლის ფერს — ხდება მოყვითალო, მოყავისფრო, მოლურჯო, მონაცრისფრო;
ფირფიტამ იცვალა ფორმა, გახდა მყიფე და მსხვრევადი, კიდეები კი „დაეკბილა“;
ზედაპირზე გაჩნდა ბორცვები, მკვეთრი ხაზები ან ლაქები;
სქელდება და ფენებად იშლება;
ფრჩხილის გარემომცველი ქსოვილები წითლდება, სივდება და გექავებათ;
ჩნდება ტკივილის შეგრძნება;
ფრჩხილს უჩნდება ცუდი სუნი.
თუ მსგავსი ცვლილებები შენიშნეთ, ჯობს არ დააყოვნოთ და ექიმს მიმართოთ. თუ სოკოვანი ინფექცია შორს წავიდა, ეს შესაძლოა საკმაოდ მტკივნეულიც იყოს და სხვა მძიმე ინფექციების გავრცელებასაც კი შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმუნური სისტემა დათრგუნულია მედიკამენტებით, დიაბეტით ან სხვა პათოლოგიებით.
თუმცა, არსებობს ფრჩხილის სოკოს შინაურული, ანუ ხალხური მეთოდებით მკურნალობის მეთოდებიც, რომელთაგან რამდენიმეს აქვე გაგაცნობთ.
ძმრისა და კვერცხის მალამო
ეს ყველაზე ძლიერი შინაურული საშუალებაა, რომელიც სოკოს მოშორებაში დაგეხმარებათ. ის ხელს უწყობს ქსოვილების შეხორცებას და არბილებს ფრჩხილის დაზიანებულ ადგილებს.
მალამოს დასამზადებლად დაგჭირდებათ:
ქათმის უმი კვერცხი — 1 ცალი,
ძმრის 70%-იანი ესენცია — დაახლოებით ნახევარი ჭიქა,
- ჩადეთ კვერცხი სუფთა, მშრალ ქილაში და დაასხით ძმრის ესენცია (ან შინაურული, მაგარი ძმარი) ისე, რომ თავი ოდნავ უჩანდეს, და შედგით ბნელ კარადაში მანამ, სანამ ნაჭუჭი არ დაიშლება;
- შემდეგ მოაშორეთ კვერცხს შერჩენილი თხელი გარსი;
- კვერცხი, ძმარი და ორთქლის აბაზანაზე გამდნარი კარაქი შეურიეთ ერთმანეთს და ურიეთ მიქსერით მანამ, სანამ მალამოს სისქისა არ გახდება.
მალამო ინახება მაცივარში.
წაუსვით მალამო ბინტს, დაიდეთ ის ცხელ წყალში დაორთქლილ და დარბილებულ ფრჩხილზე, შეიფუთეთ თითი ცელოფნით, ზემოდან კი ბინტით შეიკარით. დაიტოვეთ მთელი ღამით. ფრჩხილი დარბილდება და ზემოთ აიწევს. მოაჭერით დაზიანებული ადგილი მას და კვლავ წაისვით მალამო. ასე განაგრძეთ მანამ, სანამ ფრჩხილს დაზიანებულ ადგილებს მთლიანად არ მოაშორებთ.
სხვათა შორის, ეს მალამო ასევე შესანიშნავი საშუალებაა ქუსლის დეზების მოსაცილებლად.
დაიხსომეთ: თუ მალამოს წასმის შემდეგ კანის წვა დაგეწყოთ, შეგიძლიათ ის დროზე ადრე ჩამოიბანოთ და კანზე მკვებავი კრემი წაისვათ.
ნიორი ძლიერი ბუნებრივი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. ის სოკოვან ინფექციებს ყველაზე მსუბუქად აშორებს — შორს წასულ შემთხვევებშიც კი.
სამედიცინო სპირტი — 50 მლ;
- გაფცქვენით ნიორი და დაჭყლიტეთ;
- შემდეგ გამოადინეთ წვენი — შეგიძლიათ ამისთვის მარლა გამოიყენოთ;
- შეურიეთ ნივრის წვენი და სპირტი ერთმანეთს და დადგით ბნელ ადგილზე ორი დღე-ღამით;
- შემდეგ დაამატეთ ხსნარს გამოხდილი წყალი.
ლოსიონი დაზიანებულ უბნებზე დღეში ერთხელ უნდა დაიტანოთ. დაიდეთ ხსნარში დასველებული მარლის ტამპონი ფრჩხილზე, შემოიხვიეთ ზემოდან ცელოფანი და დაიტოვეთ 40 წუთით. შემდეგ დაიბანეთ ფეხი გრილი წყლითა და საპნით.
პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველდღე, სანამ სოკო სრულად არ გაქრება.
გახსოვდეთ: როგორც ძმრისა და კვერცხის მალამოს, ისე ნივრის ლოსიონის გამოყენებისას კარგი იქნება, თუ ხელებს სამედიცინო ხელთათმანებით დაიცავთ!