https://sputnik-georgia.com/20220825/rogor-davubrunot-frcxilebs-simtkice-269765567.html
როგორ დავუბრუნოთ ფრჩხილებს სიმტკიცე: სამი სწრაფი შინაურული მეთოდი
როგორ დავუბრუნოთ ფრჩხილებს სიმტკიცე: სამი სწრაფი შინაურული მეთოდი
Sputnik საქართველო
ძლიერი, გლუვი, მბზინავი ფრჩხილები ზოგადი ჯანმრთელობის მაჩვენებელია. მაგრამ ზოგჯერ ფჩხილები სუსტდება, რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს: 25.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-25T16:41+0400
2022-08-25T16:41+0400
2023-08-17T10:49+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1c/265554002_0:462:2047:1613_1920x0_80_0_0_75d34afea181da009c2f47a49709cc2b.jpg
ძლიერი, გლუვი, მბზინავი ფრჩხილები ზოგადი ჯანმრთელობის მაჩვენებელია. მაგრამ ზოგჯერ ფჩხილები სუსტდება, რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს:სპეციალისტების თქმით, ფრჩხილების სიმტკიცის აღდგენა შესაძლებელია:ბიოტინის (B ჯგუფის ვიტამინი) მიღებით — დიდი რაოდენობით შედის საქონლის ღვიძლში, მოხარშული კვერცხის გულში, იოგურტში, არაჟანში, ხაჭოში, ნუშში. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიიღოთ ბიოტინის შემცველი დანამატები — ოღონდ აუცილებლად ექიმის რჩევით.В ჯგუფის სხვა ვიტამინებით — ფოლის მჟავით (В9) და В12-ით. მათი ბუნებრივი წყაროა: ფოთლოვანი მწვანილეული, განსაკუთრებით ისპანახი, მარწყვი, შავი მოცხარი, ციტრუსები, პარკოსნები, ნიგვზეული, ზღვის პროდუქტები, ავოკადო, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, ქათმის კვერცხი.რკინით — შედის ხორცეულსა და თევზეულში, ისპანახში, კომბოსტოსა და სხვა ფოთლოვან მწვანილეულში, ლობიოში, ქათმის კვერცხში, ნიგვზეულში, ჩირებში;მაგნიუმით — შედის მთელმარცვლოვან პურსა და ფაფებში, ისპანახში, კომბოსტოსა და სხვა ფოთლოვან მწვანილეულში, ნიგვზეულში, კინოაში.ომეგა-3-ით — შედის ცხიმიან თევზში, კაკალში, კვერცხში, ჩიას თესლში, სელის ზეთში;С ვიტამინით — შედის კივიში, ციტრუსებში, მარწყვში, შავ მოცხარში, წითელ ბულგარულ წიწაკაში, მწვანე ბოსტნეულში (კომბოსტო, ისპანახი, კიტრი), ოხრახუშსა და კამაში, პომიდორში.თუთიით — შედის საქონლისა და ფრინველის ხორცში, თევზეულსა და კვერცხში, პარკოსნებში, ნუშსა და კეშიუში.გარდა ამისა, ფრჩხილების გამაგრება შესაძლებელია, ასე ვთქვათ, შინაურული მეთოდებითაც. ესენია:ზეთოვანი აბაზანები — გამოდგება ნებისმიერი ზეთი (ქოქოსის, ჟოჟობას, ზეითუნის...). შეათბეთ რომელიმე ზეთი წყლის აბაზანაზე და 5-10 წუთით ჩაუშვით მასში თითის წვერები. შემდეგ გაიწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით — ოღონდ არა ბოლომდე, ისე, რომ ფრჩხილებსა და კუტიკულაზე ცოტა ზეთი შეგრჩეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე 1,5-2 კვირის განმავლობაში. ასეთი კურსის ჩატარება სასურველია სამ თვეში ერთხელ.ზეთოვანი მასაჟი — ფრჩხილების ძირების მასირება სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ამაგრებს მათ. მასაჟი შეგიძლიათ ცალკე პროცედურადაც გაიკეთოთ და ზეთის აბაზანების შემდეგაც. დაიზილეთ თითოეული ფრჩხილის ძირი 1–2 წუთის განმავლობაში. ეფექტისთვის საკმარისია პროცედურის ორ დღეში ერთხელ ჩატარება.ფუტკრის ცვილი — შეიზილეთ ფრჩხილებში ან კუტიკულებში დარბილებული ცვილი ყოველ საღამოს დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში. ფუტკრის ცვილი ფრჩხილებზე თხელ ფენას წარმოქმნის და იქიდან წყლის აორთქლებას უშლის ხელს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1c/265554002_0:270:2047:1805_1920x0_80_0_0_b0153924182ee0bcd2d29a87f95f811a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
ძლიერი, გლუვი, მბზინავი ფრჩხილები ზოგადი ჯანმრთელობის მაჩვენებელია. მაგრამ ზოგჯერ ფჩხილები სუსტდება, რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს:
ნუტრიენტების (მკვებავი ნივთიერებების) ნაკლებობა — როდესაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ვიტამინებსა და მიკროელემენტებს ვერ იღებს საკვებით;
კონტაქტი აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებებთან. ეს შეიძლება იყოს უხარისხო ლაქი, ან აცეტონის შემცველი ხსნარების ძალიან ხშირი გამოყენება ლაქის მოსაშორებლად, ასევე ხელთათმანების გარეშე ჭურჭლის რეცხვა;
ნერვული დაძაბულობა და სტრესი;
სპეციალისტების თქმით, ფრჩხილების სიმტკიცის აღდგენა შესაძლებელია:
ბიოტინის (B ჯგუფის ვიტამინი) მიღებით — დიდი რაოდენობით შედის საქონლის ღვიძლში, მოხარშული კვერცხის გულში, იოგურტში, არაჟანში, ხაჭოში, ნუშში. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიიღოთ ბიოტინის შემცველი დანამატები — ოღონდ აუცილებლად ექიმის რჩევით.
В ჯგუფის სხვა ვიტამინებით — ფოლის მჟავით (В9) და В12-ით. მათი ბუნებრივი წყაროა: ფოთლოვანი მწვანილეული, განსაკუთრებით ისპანახი, მარწყვი, შავი მოცხარი, ციტრუსები, პარკოსნები, ნიგვზეული, ზღვის პროდუქტები, ავოკადო, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, ქათმის კვერცხი.
რკინით — შედის ხორცეულსა და თევზეულში, ისპანახში, კომბოსტოსა და სხვა ფოთლოვან მწვანილეულში, ლობიოში, ქათმის კვერცხში, ნიგვზეულში, ჩირებში;
მაგნიუმით — შედის მთელმარცვლოვან პურსა და ფაფებში, ისპანახში, კომბოსტოსა და სხვა ფოთლოვან მწვანილეულში, ნიგვზეულში, კინოაში.
ომეგა-3-ით — შედის ცხიმიან თევზში, კაკალში, კვერცხში, ჩიას თესლში, სელის ზეთში;
С ვიტამინით — შედის კივიში, ციტრუსებში, მარწყვში, შავ მოცხარში, წითელ ბულგარულ წიწაკაში, მწვანე ბოსტნეულში (კომბოსტო, ისპანახი, კიტრი), ოხრახუშსა და კამაში, პომიდორში.
თუთიით — შედის საქონლისა და ფრინველის ხორცში, თევზეულსა და კვერცხში, პარკოსნებში, ნუშსა და კეშიუში.
გარდა ამისა, ფრჩხილების გამაგრება შესაძლებელია, ასე ვთქვათ, შინაურული მეთოდებითაც. ესენია:
ზეთოვანი აბაზანები — გამოდგება ნებისმიერი ზეთი (ქოქოსის, ჟოჟობას, ზეითუნის...). შეათბეთ რომელიმე ზეთი წყლის აბაზანაზე და 5-10 წუთით ჩაუშვით მასში თითის წვერები. შემდეგ გაიწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით — ოღონდ არა ბოლომდე, ისე, რომ ფრჩხილებსა და კუტიკულაზე ცოტა ზეთი შეგრჩეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე 1,5-2 კვირის განმავლობაში. ასეთი კურსის ჩატარება სასურველია სამ თვეში ერთხელ.
ზეთოვანი მასაჟი — ფრჩხილების ძირების მასირება სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ამაგრებს მათ. მასაჟი შეგიძლიათ ცალკე პროცედურადაც გაიკეთოთ და ზეთის აბაზანების შემდეგაც. დაიზილეთ თითოეული ფრჩხილის ძირი 1–2 წუთის განმავლობაში. ეფექტისთვის საკმარისია პროცედურის ორ დღეში ერთხელ ჩატარება.
ფუტკრის ცვილი — შეიზილეთ ფრჩხილებში ან კუტიკულებში დარბილებული ცვილი ყოველ საღამოს დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში. ფუტკრის ცვილი ფრჩხილებზე თხელ ფენას წარმოქმნის და იქიდან წყლის აორთქლებას უშლის ხელს.