დაიხედეთ ფრჩხილებზე: მეცნიერებმა დაადგინეს, რაზე მეტყველებს ფორმა და ფერი

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიმანიკიური
მანიკიური - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფრჩხილები არა მხოლოდ ძვლების, არამედ ბევრი სხვა დაავადების შესახებ იძლევა ინფორმაციას, თანაც მანამ, სანამ სიმპტომები თავს იჩენს.
ძველი ინდოეთის ხალხები მიიჩნევდნენ, რომ ფრჩხილები – ძვლების სარკეა, და რომ მათით შეიძლება დადგინდეს, რა მდგომარეობაში აქვს ადამიანს ძვლები.

ვნახოთ, რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ფრჩხილის ფერი თუ ფორმა:
თეთრი წერტილები ფრჩხილებზე შესაძლოა მიუთითებდეს თუთიისა და კალციუმის ნაკლებობაზე ორგანიზმში;
კოჟრი ან ხორცმეტი ფრჩხილზე უჩნდებათ ადამიანებს, რომლებსაც ფილტვების ქრონიკული დაავადება აქვთ;
თუ ფრჩხილი თუთიყუშის ნისკარტივითაა მომრგვალებული, ე.ი. ადამიანს ქრონიკული ხველება აწუხებს;
გირჩის ფორმის ფჩხილი მიანიშნებს, რომ მფლობელს სუსტი გული ან ფილტვები აქვს;
თუ ფრჩხილზე სიგრძივი ზოლები გაგიჩნდათ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს, ვინაიდან ეს პირდაპირ მიანიშნებს საკვების ცუდად ათვისებაზე;
ნახვრეტები ფრჩხილზე ელენთის პათოლოგიაზე მეტყველებს;
თუ ფრჩხილის ძირი თეთრია ოღონდ მუქი ზოლებით, ეს შესაძლოა ღვიძლის პრობლემაზე, მაგალითად, ჰეპატიტზე მიანიშნებდეს;
ყვითელი ფრჩხილები - თუ სოკოვან დაავადებას გამოვრიცხავთ, ეს შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის მძიმე დაავადებაზე, ფილტვების პრობლემაზე, დიაბეტზე ან ფსორიაზზე მეტყველებდეს;
ცისფერი ან იისფერი ფრჩხილი გატყობინებთ, რომ ორგანიზმს ჟანგბადი აკლია. გარდა ამისა, თუ ის ძირში გაცისფრდა, ეს შესაძლოა დიაბეტის ნიშანი იყოს;
სუსტი, მტვრევადი ფრჩხილები ღრმა, გრძელი ნაპრალებით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე მიუთითებს;
ფრჩხილებს ქვეშ მუქი ზოლები - სასწრაფოდ უნდა გამოიკვლიოთ, ვინაიდან ეს შესაძლოა მელანომით, კანის კიბოს ყველაზე საშიში ფორმით იყოს გამოწვეული;
ფრჩხილის კლაკნილი ზედაპირი შესაძლოა ფსორიაზის ან ანთებითი ართრიტის ადრეული ნიშანი იყოს...
ყველა ახალი ამბავი
0