პესკოვი: შენგენის ვიზების აკრძალვას რუსეთი აუცილებლად უპასუხებს

© photo: Sputnik / Grigoriy Syisoev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ევროპული სახელმწიფოების იდეა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების აკრძალვის შესახებ, მისი განხორციელების შემთხვევაში უპასუხოდ არ დარჩება, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხის გაცემისას ჩვენ ამას გავაკეთებთ ისე, რომ ეს საუკეთესოდ აკმაყოფილებდეს ჩვენს ინტერესებს და იცავდეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, — აღნიშნა პრეს-მდივანმა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ შენგენის ვიზების გაცემის პოტენციური აკრძალვა არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული.
დღეს, 30 აგვისტოს პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი, რომელზეც დიპლომატები რუსეთის მოქალაქეებისთვის შესაძლო სავიზო შეზღუდვებზე იმსჯელებენ.
გერმანია და საფრანგეთი რუსებისთვის შენგენის ვიზების სრულ აკრძალვას არ ეთანხმებიან
რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ფონზე დაიწყო. ლატვიამ, ლიეტუვამ, ჩეხეთმა და ესტონეთმა უკვე შეაჩერეს ვიზების გაცემა, დანიამ და ნიდერლანდმა მოკლევადიანი ვიზების გაცემაზე თქვეს უარი, ფინეთი კი სექტემბრიდან გაანახევრებს რუსეთის მოქალაქეებისგან სავიზო განაცხადების მიღებას.
ამასთან, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლის სრული აკრძალვა „არც ისე კარგი იდეაა“, რასაც საფრანგეთისა და გერმანიის ხელისუფლებებიც ეთანხმებიან.
ყველა ახალი ამბავი
0