მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანია და საფრანგეთი რუსებისთვის შენგენის ვიზების სრულ აკრძალვას არ ეთანხმებიან

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზების გაცემის სრული აკრძალვა შეუძლებელია, საჭიროა, რომ დეტალურად შემოწმდეს დოკუმენტები, რომლებსაც ისინი ვიზების მისაღებად წარმოადგენენ, ნათქვამია გერმანიისა და საფრანგეთის ხელისუფლებების ერთობლივ განცხადებაში.
ეს განცხადება ევროკავშირს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გაეგზავნა, რომელიც პრაღაში დღეს, 30 აგვისტოს გაიმართება. როგორც მოსალოდნელია, მინისტრებმა სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა შეათანხმონ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები.
ბერლინი და პარიზი საჭიროდ მიიჩნევენ არსებული საკანონმდებლო ბაზის შენარჩუნებას, რომელიც საშუალებას აძლევს რუს სტუდენტებს, ხელოვანებს, მეცნიერებსა და სხვა საკვანძო სპეციალისტებს, შევიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში „იმის მიუხედავად, ექვემდებარებიან თუ არა ისინი პირად პოლიტიკურ დევნას“.
ბორელი: რუსებისთვის შენგენის ვიზების სრულ აკრძალვას ევროკავშირი მხარს არ დაუჭერს
გარდა ამისა, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებში დაუშვებლად მიაჩნიათ „რუსების მომავალი თაობების გაუცხოება“. ამასთან ორივე ქვეყანაში ფიქრობენ, რომ შენგენის ვიზების აკრძალვამ „შესაძლოა რუსეთში ნაციონალისტური და ანტიევროპული განწყობის ზრდა გამოიწვიოს“.
ბერლინისა და პარიზის აზრით, საჭიროა და აუცილებელი, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ წარდგენილი სავიზო განაცხადები გულდასმით იყოს შესწავლილი „უსაფრთხოების პოტენციურ რისკებზე“ და ვიზების გაცემის მნიშვნელოვანი ბერკეტი გონივრულად გამოიყენონ.

„ჩვენმა სავიზო პოლიტიკამ კვლავაც უნდა... დაუშვას ევროკავშირისა და რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის კონტაქტები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული რუსეთის მთავრობასთან“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს, გერმანიისა და საფრანგეთის გარდა, ოფიციალურად არ უჭერენ მხარს შეერთებული შტატები, პორტუგალია, კვიპროსი და საბერძნეთი. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი ასევე მიიჩნევს, რომ „ეს არც ისე კარგი იდეაა“.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლის შეზღუდვების განხილვა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ფონზე დაიწყო. ლატვიამ, ლიეტუვამ, ჩეხეთმა და ესტონეთმა უკვე შეაჩერეს ვიზების გაცემა, დანიამ და ნიდერლანდმა მოკლევადიანი ვიზების გაცემაზე თქვეს უარი, ფინეთი კი სექტემბრიდან გაანახევრებს რუსეთის მოქალაქეებისგან სავიზო განაცხადების მიღებას.
წყარო: DPA
ყველა ახალი ამბავი
0