საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები ივლისში გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
ივლისის ბოლოს საქართველოში მუშაობდა 14 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 483 მლნ ლარით, ანუ 0,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 63,7 მლრდ ლარი, სააქციო კაპიტალმა კი 8,6 მლრდ ლარი შეადგინა.
ივლისის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საქართველოში ფუნქციონირებდა 14 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ბანკებში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2022 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, 38,75 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 486,28 მლნ ლარით, ანუ 1,27%-ით მეტია ივლისის დასაწყისის მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 171,25 მლნ ლარით, ანუ 1,09%-ით შემცირდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე გაიზარდა 657,53 მლნ ლარით, ანუ 2,92%-ით.
რამდენია წლიური ინფლაცია და როგორია ეროვნული ბანკის რეაქცია?>>>
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, 43,09% შეადგინა, რაც 1,02 პროცენტული პუნქტით მეტია 1 ივლისის მაჩვენებელზე.
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალოშეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,85% შეადგინა, მათ შორის 11,41% – ლარიან დეპოზიტებზე, ხოლო 1,04% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის რაოდენობა გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 1,56 მლრდ ლარით, ანუ 3,58%-ით შემცირდა და, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, 42,1 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 254,78 მლნ ლარით, ანუ 1,14%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი შემცირდა 1,82 მლნ ლარით, ანუ 8,56%-ით.
როგორ შეიცვალა ფასები? ანუ ბოლო ერთი წლის დინამიკა>>>
2022 წლის ივლისის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომერციულ ბანკებს ჯამში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემული აქვთ სესხები ეროვნულ ვალუტაში 6,83 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 0,1%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 12,12 მლრდ ლარი, რაც 9,55%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.
2022 წლის ივლისში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა შემცირდა 1,07%-ით, ანუ 242,02 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, 22,34 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 53,88% შეადგინა, რაც 2,51 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის 1 ივლისის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0