https://sputnik-georgia.com/20220805/ramdenia-wliuri-inflacia-269194585.html
რამდენია წლიური ინფლაცია და როგორია ეროვნული ბანკის რეაქცია?
რამდენია წლიური ინფლაცია და როგორია ეროვნული ბანკის რეაქცია?
Sputnik საქართველო
ივლისში წლიური ინფლაციის დონემ დაიკლო, თუმცა მაჩვენებელი კვლავაც ორნიშნაა. ეროვნული ბანკი პროცესებს აკვირდება და მონეტარულ პოლიტიკას ჯერჯერობით არ ცვლის. 05.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-05T11:06+0400
2022-08-05T11:06+0400
2022-08-05T17:19+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695123_0:0:3477:1955_1920x0_80_0_0_855530d968f1349e4e552202c0a2b685.jpg
პოზიტიური ტენდენცია გრძელდება. უფრო მეტიც, ამჯერად წლის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა. არ იტყვი, რა ხდება? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი და სათქმელის დაკონკრეტებისკენ მომიწოდებს. რა გაეწყობა, რეპლიკას ყურად ვიღებ.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისის თვეში წლიურმა ინფლაციამ 11,5 პროცენტი შეადგინა. ჯერჯერობით სწორედ ეს არის ინფლაციის წლის საუკეთესო მაჩვენებელი, რაზეც წინამდებარე სტატიის პირველ სტრიქონებში ვწერდი. შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ქვეყანა წლიური ინფლაციის 13,9 პროცენტით შეხვდა. იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა, ხოლო თებერვალში ის უმნიშვნელოდ შემცირდა და 13,7 პროცენტით განისაზღვრა. მარტის თვე გაცილებით პოზიტიური გამოდგა. ინფლაციის დონემ საგრძნობლად დაიკლო და 11,8 პროცენტი შეადგინა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს „საბაზისო ეფექტის“ შედეგი იყო. აპრილში ინფლაცია 12,8 პროცენტამდე გაიზარდა. მაისში კი კიდევ 0,5 პროცენტით მოიმატა და 13,3 პროცენტი შეადგინა. თუმცა მალევე, ივნისში ინფლაცია აპრილის მაჩვენებელს, 12,8 პროცენტს დაუბრუნდა. ინფლაციური პროცესების მიმდინარე წლის დინამიკა ცვალებადია, რა თქმა უნდა, ტრენდი ხან აღმავალია და ხანაც დაღმავალი. ასეც უნდა იყოს. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა დროს განსხვავებულია ინფლაციის გამომწვევი ფაქტორების გავლენის ხარისხიც. თუმცა ამჯერად სხვა ტიპის ცვლილებაც არის.ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების რეიტინგში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველთვიურად, ტრადიციულად, სურსათი ლიდერობდა. მეორე ადგილი კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ტრანსპორტსა და მის ექსპლუატაციას ეკავა. ასე იყო ივნისშიც, თუმცა ამჯერად პირველ–მეორე ადგილებმა პოზიციები გაცვალეს. ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად ტრანსპორტი და სატრანსპორტო მომსახურება გაძვირდა. წლიურად ფასებმა საშუალოდ 20,6 პროცენტით მოიმატა. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასები 25,6 პროცენტით გაიზარდა, სატრანსპორტო მომსახურება 14,7 პროცენტით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენა 3,6 პროცენტით არის გაძვირებული. ტრანსპორტისა და სატრანსპორტო მომსახურების წლიური საშუალო გაძვირების ივნისის მაჩვენებელი 19,4 პროცენტი იყო. შესაბამისად, ივლისში მატებამ 1,2 პროცენტი შეადგინა.სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასებმა წლიურ ჭრილში საშუალოდ 16,4 პროცენტით მოიმატა. მათ შორის: პური და პურპროდუქტები 29,3 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები კი 21,3 პროცენტით გაძვირდა. ყავა, ჩაი და კაკაო 18,2 პროცენტით არის გაძვირებული. შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის ფასმა 18,1 პროცენტით მოიმატა. ზეთისა და ცხიმის ფასი 17,5 პროცენტით გაიზარდა; რძე, ყველი და კვერცხი 16,9 პროცენტით, ხოლო თევზეული 14,9 პროცენტით გაძვირდა. ხილისა და ყურძნის ფასმაც მოიმატა 13,7 პროცენტით. ხორცის და ხორცის პროდუქტების ფასი 12,7 პროცენტით გაიზარდა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წლიური საშუალო გაძვირების ივნისის თვის მაჩვენებელი 21,4 პროცენტი იყო. შესაბამისად, კლებამ 5 პროცენტი შეადგინა.თუ „საქსტატის“ მონაცემებს კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ყველაზე გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების რეიტინგში პირველ–მეორე ადგილის ერთმანეთში გადანაცვლება არა ტრანსპორტისა და სატრანსპორტო მომსახურების უმნიშვნელოდ გაძვირებამ, არამედ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასების საგრძნობლად შემცირებამ განაპირობა.წლიური საშუალო გაძვირების 14,3 პროცენტით რეიტინგში მესამე პოზიცია, ივნისის მსგავსად, სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მომსახურებას უკავია. კომუნალური გადასახადები? − ჩამეძიება მკითხველი. მოგახსენებთ, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ფასებმა წლიურად საშუალოდ 13,3 პროცენტით მოიმატა. ამ მაჩვენებელს რეიტინგში მეოთხე ადგილი უკავია. წლიური საშუალო გაძვირების 11,5 პროცენტით რეიტინგის პირველ ხუთეულშია სხვადასხვა საქონელი და მომსახურება. მომდევნო პოზიციები ასე განაწილდა: ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა − 9,5 პროცენტი; ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო − 8,3 პროცენტი; განათლება − 3,3 პროცენტი; დასვენება, გართობა, კულტურა − 2,7 პროცენტი. ყველაზე ნაკლებად კავშირგაბმულობა და ჯანდაცვა გაძვირდა. ფასებმა 0,9 და 0,6 პროცენტით მოიმატა. ტანსაცმელი რატომ დაგავიწყდა? − შესაძლოა მისაყვედუროს მკითხველმა. არადა, სასაყვედურო არაფერია. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უმნიშვნელოდ, წლიური საშუალო 0,7 პროცენტით გაიაფდა.არახალია, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, რეკორდულად მზარდ ინფლაციას ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაუპირისპირა და რეფინანსირების განაკვეთი ერთი წლის განმავლობაში 9 პროცენტიდან 11 პროცენტამდე გაზარდა. შემთხვევითი არ არის, რომ ინფლაციის ყოველი მომდევნო მაჩვენებლის გაცხადების შემდეგ საფინანსო სისტემა ეროვნული ბანკის ვერდიქტის მოლოდინშია. ასე იყო ახლაც. 3 აგვისტოს, როდესაც „საქსტატმა“ ივლისის თვის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, კობა გვენეტაძის უწყებაში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი შეიკრიბა. უნდა ითქვას, რომ თარიღი წინასწარ იყო ცნობილი. ეროვნულმა ბანკმა 22 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მსგავსად, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11 პროცენტზე დატოვა. კაცმა რომ თქვას, ანალიტიკურ წრეებშიც სწორედ ამგვარი მოლოდინი იყო. მიმდინარე კვირის დასაწყისში საკონსულტაციო კომპანია „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკური ჯგუფი ყოველკვირეულ მიმოხილვაში აღნიშნავდა, რომ მაღალი ინფლაციის მიუხედავად ამ ეტაპზე, მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების პირობებში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოსალოდნელი არ იყო.საინტერესოა, ეროვნული ბანკის პოზიცია, რა არგუმენტებით იხელმძღვანელა კობა გვენეტაძის უწყებამ გადაწყვეტილების მიღებისას?ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები კვლავ გლობალურ გამოწვევად რჩება. ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტი. რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და საომარ მოქმედებათა შედეგად ექსპორტის შეზღუდვამ საერთაშორისო ბაზრებზე საკვები პროდუქტი, ნედლეული და ენერგორესურსები საგრძნობლად გააძვირა. გაზრდილი ფასები გლობალურად, მათ შორის საქართველოში, მაღალი ინფლაციის მიზეზია. ამავე დროს, ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა შენელდა, თუმცა ჯერ კიდევ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზრებზე ფასების დასტაბილურება იკვეთება, გაურკვევლობა საკმაოდ დიდია. მომავალი ტენდენციები კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. მთლიანობაში, ამ ფაქტორების გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება და მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება.ეროვნულ ბანკის შეფასებით, ინფლაციის უფრო სწრაფად შემცირებას მზარდი ერთობლივი მოთხოვნა აფერხებს. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ შოკების ფონზე ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია. სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენებას. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, როგორც ამას კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, ის გამკაცრებული დარჩება, ვიდრე ინფლაციის ზრდის რისკები საკმარისად არ შერბილდება. ამავე დროს, თუ ინფლაციამ მოიმატა ან ფასებზე დამატებითი წნეხი გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.სავარაუდოდ, მკითხველი დაინტერესდება, როგორ აისახება ეროვნული ბანკის ვერდიქტი საფინანსო სისტემასა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე? პასუხით ამ შეკითხვაზე და სხვა სიახლეებით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით...სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20220804/ra-gzanili-miigo-saqartvelom-ucxoetidan-269194043.html
https://sputnik-georgia.com/20220801/sad-gadis-laris-she4sadzleblobebis-zgvari-269076576.html
https://sputnik-georgia.com/20220729/--------268248686.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695123_414:0:3021:1955_1920x0_80_0_0_1615de07f18a94ad4164e8b94bcdf7da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მოსაზრება
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მოსაზრება
პოზიტიური ტენდენცია გრძელდება. უფრო მეტიც, ამჯერად წლის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა. არ იტყვი, რა ხდება? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი და სათქმელის დაკონკრეტებისკენ მომიწოდებს. რა გაეწყობა, რეპლიკას ყურად ვიღებ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისის თვეში წლიურმა ინფლაციამ 11,5 პროცენტი შეადგინა. ჯერჯერობით სწორედ ეს არის ინფლაციის წლის საუკეთესო მაჩვენებელი, რაზეც წინამდებარე სტატიის პირველ სტრიქონებში ვწერდი. შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ქვეყანა წლიური ინფლაციის 13,9 პროცენტით შეხვდა. იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა, ხოლო თებერვალში ის უმნიშვნელოდ შემცირდა და 13,7 პროცენტით განისაზღვრა. მარტის თვე გაცილებით პოზიტიური გამოდგა. ინფლაციის დონემ საგრძნობლად დაიკლო და 11,8 პროცენტი შეადგინა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს „საბაზისო ეფექტის“ შედეგი იყო. აპრილში ინფლაცია 12,8 პროცენტამდე გაიზარდა. მაისში კი კიდევ 0,5 პროცენტით მოიმატა და 13,3 პროცენტი შეადგინა. თუმცა მალევე, ივნისში ინფლაცია აპრილის მაჩვენებელს, 12,8 პროცენტს დაუბრუნდა. ინფლაციური პროცესების მიმდინარე წლის დინამიკა ცვალებადია, რა თქმა უნდა, ტრენდი ხან აღმავალია და ხანაც დაღმავალი. ასეც უნდა იყოს. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა დროს განსხვავებულია ინფლაციის გამომწვევი ფაქტორების გავლენის ხარისხიც. თუმცა ამჯერად სხვა ტიპის ცვლილებაც არის.
ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების რეიტინგში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველთვიურად, ტრადიციულად, სურსათი ლიდერობდა. მეორე ადგილი კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ტრანსპორტსა და მის ექსპლუატაციას ეკავა. ასე იყო ივნისშიც, თუმცა ამჯერად პირველ–მეორე ადგილებმა პოზიციები გაცვალეს. ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად ტრანსპორტი და სატრანსპორტო მომსახურება გაძვირდა. წლიურად ფასებმა საშუალოდ 20,6 პროცენტით მოიმატა. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასები 25,6 პროცენტით გაიზარდა, სატრანსპორტო მომსახურება 14,7 პროცენტით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენა 3,6 პროცენტით არის გაძვირებული. ტრანსპორტისა და სატრანსპორტო მომსახურების წლიური საშუალო გაძვირების ივნისის მაჩვენებელი 19,4 პროცენტი იყო. შესაბამისად, ივლისში მატებამ 1,2 პროცენტი შეადგინა.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასებმა წლიურ ჭრილში საშუალოდ 16,4 პროცენტით მოიმატა. მათ შორის: პური და პურპროდუქტები 29,3 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები კი 21,3 პროცენტით გაძვირდა. ყავა, ჩაი და კაკაო 18,2 პროცენტით არის გაძვირებული. შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის ფასმა 18,1 პროცენტით მოიმატა. ზეთისა და ცხიმის ფასი 17,5 პროცენტით გაიზარდა; რძე, ყველი და კვერცხი 16,9 პროცენტით, ხოლო თევზეული 14,9 პროცენტით გაძვირდა. ხილისა და ყურძნის ფასმაც მოიმატა 13,7 პროცენტით. ხორცის და ხორცის პროდუქტების ფასი 12,7 პროცენტით გაიზარდა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წლიური საშუალო გაძვირების ივნისის თვის მაჩვენებელი 21,4 პროცენტი იყო. შესაბამისად, კლებამ 5 პროცენტი შეადგინა.
თუ „საქსტატის“ მონაცემებს კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ყველაზე გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების რეიტინგში პირველ–მეორე ადგილის ერთმანეთში გადანაცვლება არა ტრანსპორტისა და სატრანსპორტო მომსახურების უმნიშვნელოდ გაძვირებამ, არამედ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასების საგრძნობლად შემცირებამ განაპირობა.
წლიური საშუალო გაძვირების 14,3 პროცენტით რეიტინგში მესამე პოზიცია, ივნისის მსგავსად, სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მომსახურებას უკავია. კომუნალური გადასახადები? − ჩამეძიება მკითხველი. მოგახსენებთ, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ფასებმა წლიურად საშუალოდ 13,3 პროცენტით მოიმატა. ამ მაჩვენებელს რეიტინგში მეოთხე ადგილი უკავია. წლიური საშუალო გაძვირების 11,5 პროცენტით რეიტინგის პირველ ხუთეულშია სხვადასხვა საქონელი და მომსახურება. მომდევნო პოზიციები ასე განაწილდა: ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა − 9,5 პროცენტი; ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო − 8,3 პროცენტი; განათლება − 3,3 პროცენტი; დასვენება, გართობა, კულტურა − 2,7 პროცენტი. ყველაზე ნაკლებად კავშირგაბმულობა და ჯანდაცვა გაძვირდა. ფასებმა 0,9 და 0,6 პროცენტით მოიმატა. ტანსაცმელი რატომ დაგავიწყდა? − შესაძლოა მისაყვედუროს მკითხველმა. არადა, სასაყვედურო არაფერია. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უმნიშვნელოდ, წლიური საშუალო 0,7 პროცენტით გაიაფდა.
არახალია, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, რეკორდულად მზარდ ინფლაციას ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაუპირისპირა და რეფინანსირების განაკვეთი ერთი წლის განმავლობაში 9 პროცენტიდან 11 პროცენტამდე გაზარდა. შემთხვევითი არ არის, რომ ინფლაციის ყოველი მომდევნო მაჩვენებლის გაცხადების შემდეგ საფინანსო სისტემა ეროვნული ბანკის ვერდიქტის მოლოდინშია. ასე იყო ახლაც. 3 აგვისტოს, როდესაც „საქსტატმა“ ივლისის თვის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, კობა გვენეტაძის უწყებაში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი შეიკრიბა. უნდა ითქვას, რომ თარიღი წინასწარ იყო ცნობილი. ეროვნულმა ბანკმა 22 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მსგავსად, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11 პროცენტზე დატოვა. კაცმა რომ თქვას, ანალიტიკურ წრეებშიც სწორედ ამგვარი მოლოდინი იყო. მიმდინარე კვირის დასაწყისში საკონსულტაციო კომპანია „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკური ჯგუფი ყოველკვირეულ მიმოხილვაში აღნიშნავდა, რომ მაღალი ინფლაციის მიუხედავად ამ ეტაპზე, მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების პირობებში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოსალოდნელი არ იყო.
საინტერესოა, ეროვნული ბანკის პოზიცია, რა არგუმენტებით იხელმძღვანელა კობა გვენეტაძის უწყებამ გადაწყვეტილების მიღებისას?
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები კვლავ გლობალურ გამოწვევად რჩება. ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტი. რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და საომარ მოქმედებათა შედეგად ექსპორტის შეზღუდვამ საერთაშორისო ბაზრებზე საკვები პროდუქტი, ნედლეული და ენერგორესურსები საგრძნობლად გააძვირა. გაზრდილი ფასები გლობალურად, მათ შორის საქართველოში, მაღალი ინფლაციის მიზეზია. ამავე დროს, ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა შენელდა, თუმცა ჯერ კიდევ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზრებზე ფასების დასტაბილურება იკვეთება, გაურკვევლობა საკმაოდ დიდია. მომავალი ტენდენციები კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. მთლიანობაში, ამ ფაქტორების გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება და მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება.
ეროვნულ ბანკის შეფასებით, ინფლაციის უფრო სწრაფად შემცირებას მზარდი ერთობლივი მოთხოვნა აფერხებს. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ შოკების ფონზე ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია. სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენებას. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, როგორც ამას კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, ის გამკაცრებული დარჩება, ვიდრე ინფლაციის ზრდის რისკები საკმარისად არ შერბილდება. ამავე დროს, თუ ინფლაციამ მოიმატა ან ფასებზე დამატებითი წნეხი გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.
სავარაუდოდ, მკითხველი დაინტერესდება, როგორ აისახება ეროვნული ბანკის ვერდიქტი საფინანსო სისტემასა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე? პასუხით ამ შეკითხვაზე და სხვა სიახლეებით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით...