კრემლში სტოლტენბერგის განცხადებით უკმაყოფილო არიან: პესკოვის კომენტარი

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. რუსეთი უარყოფითად აღიქვამს ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებებს არქტიკის რეგიონში ალიანსის ყოფნის გაზრდის აუცილებლობის შესახებ, რადგან არქტიკა რუსეთის ეკონომიკური და სამეურნეო აქტივობის ზონაა, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ჩვენ უარყოფითად აღვიქვამთ [ნატოს გენერალური მდივნის] განცხადებებს. არქტიკა არის ჩვენი ეკონომიკური აქტივობის, სამეურნეო აქტივობის, რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზონა და ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების სფერო. ურთიერთქმედება სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ არქტიკული ზონის შემდგომი განვითარებისკენ, რაც არ წარმოადგენს და არც შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს არცერთ სხვა ქვეყანასა თუ გაერთიანებას“, — აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, კრემლი სტოლტენბერგის გნცხადების მსგავს გამონათქვამებს აღიქვამს როგორც არქტიკაში რუსეთის ინტერესებთან დაპირისპირების განზრახვას. შესაბამისად, „რუსეთი თავის ინტერესებს საიმედოდ დაიცავს აუცილებელ დონეზე“.
მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა სამხედრო ალიანსმა აუცილებლად უნდა გააძლიეროს თავისი ყოფნა არქტიკაში, ვინაიდან რუსეთი ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა ამ რეგიონში, რომლის მიმართაც ინტერესს ასევე იჩენს ჩინეთიც.
ყველა ახალი ამბავი
0