მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტოლტენბერგი: მოსკოვმა არქტიკაში საბჭოთა ბაზები გახსნა

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ჩრდილოატლანტიკურმა სამხედრო ალიანსმა აუცილებლად უნდა გააძლიეროს თავისი ყოფნა არქტიკაში, ვინაიდან რუსეთი ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა ამ რეგიონში, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში.
გარდა ამისა, მისი თქმით, არქტიკის მიმართ ინტერესს იჩენს ჩინეთიც.

„მოსკოვი აფართოებს თავის გავლენას სტრატეგიულად მნიშვნელოვან არქტიკაზე და იქ ყველაზე თანამედროვე შეიარაღებას ათავსებს. პეკინი ასევე იჩენს ინტერესს რესურსებით მდიდარი რეგიონის მიმართ და მას გლობალური გეგმის ნაწილად აქცევს“, — აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატოს შეფის თქმით, პეკინი და მოსკოვი არქტიკაში პრაქტიკული საქმიანობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ, რაც გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილია და რაც ალიანსის ღირებულებებსა და ინტერესებს გამოწვევის წინაშე აყენებს.
როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, რუსეთმა არქტიკაში საბჭოთა ეპოქის ბაზები გახსნა, სადაც თანამედროვე ჰიპერბგერითი რაკეტები და სხვა იარაღი განათავსა და გამოსცადა კიდეც. შესაბამისად, „ნატომ უნდა გაზარდოს თავისი ყოფნა არქტიკაში“, მით უმეტეს, რომ ალიანსს მზარდი ინტერესი აქვს არქტიკის თავდაცვის მიმართ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების ფონზე.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებამ შესაძლოა არქტიკაში ვითარება გაართულოს. 25 აგვისტოს იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა არქტიკაში საფრთხეს უქმნის ნატოს ინტერესებსა და ღირებულებებს. 27 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები არქტიკის რეგიონში საგანგებო დავალებათა ელჩის პოსტის შემოღებას აპირებს.
2020 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არქტიკის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა, რომლის მიხედვით, რუსული ჯარები არქტიკულ ზონაში თანამედროვე იარაღით უნდა აღიჭურვოს. იმავე წელს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ რუსეთი უახლოეს ათწლეულებში არქტიკითა და ჩრდილოეთით „გაიზრდება“.
2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოაყენა ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“. მისი ერთ-ერთი პროექტია „აბრეშუმის ყინულის გზა“, რომელსაც ჩინეთი ევროპისკენ არქტიკის გავლით ააშენებს. ჩინეთი ამ პროექტის ფარგლებში ავითარებს რუსეთთან ერთად ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტს. 2035 წლამდე რუსეთის მთავრობა მისი განვითარებისთვის 1,8 ტრილიონ რუბლს გამოყოფს.
წყარო: Welt am Sonntag
ყველა ახალი ამბავი
0