https://sputnik-georgia.com/20220826/saqartvelos-ert-ert-cixesi-patimrebma-masobrivi-simsiloba-gamoacxades-269777779.html
საქართველოს ერთ-ერთ ციხეში პატიმრებმა მასობრივი შიმშილობა გამოაცხადეს
საქართველოს ერთ-ერთ ციხეში პატიმრებმა მასობრივი შიმშილობა გამოაცხადეს
Sputnik საქართველო
შიმშილობის მიზეზად სახელდება არსებული სარეჟიმო პირობები და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება. 26.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-26T00:21+0400
2022-08-26T00:21+0400
2022-08-26T00:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261470726_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_d5e9c8d34d7dae7272450e77133b3048.jpg
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში მდებარე №6 პენიტენციურ დაწესებულებაში 75 მსჯავრდებული შიმშილობს, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.„მოშიმშილე მსჯავრდებულები იმყოფებიან ჯანმრთელობის ყოველდღიური მონიტორინგისა და სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნულია განცხადებაში.სამსახურის ინფორმაციით, შიმშილობის მიზეზად სახელდება არსებული სარეჟიმო პირობები და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება.რისკის სტატუსი მსჯავრდებულს ენიჭება დანაშაულის სიმძიმის და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის, ასევე მის მიერ ციხის შინაგანაწესის დაცვის გათვალისწინებით.გარდა ამისა, სამსახური აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულებს 24 საათიან რეჟიმში უწევს სამედიცინო მომსახურებას. საჭიროებისამებრ, ისინი უზრუნველყოფილნი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკებიდან მოწვეული ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციითაც. გეგმური სტაციონარული მომსახურებისთვის, ჯანმრთელობის მდგომარების ობიექტური შეფასების საფუძველზე, რეგისტრირდებიან რეფერალთა ელექტრონულ ბაზაში და რიგითობის მიხედვით მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები, გადაუდებელ შემთხვევაში - დაუყოვნებლივ, ნათქვამია განცხადებაში.ფსიქიატრიულ კლინიკაში დაჭრილი პატიმარი გარდაიცვალა >>როგორ სამსახური აღნიშნავს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული დაწესებულებიდან 21 მსჯავრდებულს გაეწია სამედიცინო მომსახურეობა დაწესებულების გარეთ.მანამდე ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ამ დაწესებულების პატიმრების წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პატიმრები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან და მათი უფლებები მუდმივად ირღვევა. პენიტენციურ სამსახურში წერილს „რეალობის უხეში დამახინჯება" უწოდეს და აღნიშნეს, რომ პატიმრებს ერთობლივი წერილის გაგზავნა არ შეუძლიათ, რადგან არ აქვთ უფლება ერთმანეთს ფიზიკურად შეხვდნენ და გაცვალონ კორესპონდენცია/ინფორმაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261470726_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_4b6a2fc2601e5cc7f7cf341060dd15cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოს ერთ-ერთ ციხეში პატიმრებმა მასობრივი შიმშილობა გამოაცხადეს
შიმშილობის მიზეზად სახელდება არსებული სარეჟიმო პირობები და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში მდებარე №6 პენიტენციურ დაწესებულებაში 75 მსჯავრდებული შიმშილობს, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
„მოშიმშილე მსჯავრდებულები იმყოფებიან ჯანმრთელობის ყოველდღიური მონიტორინგისა და სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამსახურის ინფორმაციით, შიმშილობის მიზეზად სახელდება არსებული სარეჟიმო პირობები და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება.
„N6 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის დაწესებულება, რომელშიც განთავსებულნი არიან მაღალი და მომეტებული რისკის მქონე პატიმრები“, - ნათქვამია განცხადებაში.
რისკის სტატუსი მსჯავრდებულს ენიჭება დანაშაულის სიმძიმის და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის, ასევე მის მიერ ციხის შინაგანაწესის დაცვის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, სამსახური აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულებს 24 საათიან რეჟიმში უწევს სამედიცინო მომსახურებას. საჭიროებისამებრ, ისინი უზრუნველყოფილნი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკებიდან მოწვეული ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციითაც. გეგმური სტაციონარული მომსახურებისთვის, ჯანმრთელობის მდგომარების ობიექტური შეფასების საფუძველზე, რეგისტრირდებიან რეფერალთა ელექტრონულ ბაზაში და რიგითობის მიხედვით მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები, გადაუდებელ შემთხვევაში - დაუყოვნებლივ, ნათქვამია განცხადებაში.
როგორ სამსახური აღნიშნავს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული დაწესებულებიდან 21 მსჯავრდებულს გაეწია სამედიცინო მომსახურეობა დაწესებულების გარეთ.
მანამდე ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ამ დაწესებულების პატიმრების წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პატიმრები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან და მათი უფლებები მუდმივად ირღვევა. პენიტენციურ სამსახურში წერილს „რეალობის უხეში დამახინჯება" უწოდეს და აღნიშნეს, რომ პატიმრებს ერთობლივი წერილის გაგზავნა არ შეუძლიათ, რადგან არ აქვთ უფლება ერთმანეთს ფიზიკურად შეხვდნენ და გაცვალონ კორესპონდენცია/ინფორმაცია.