როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე ივლისში

© press-service of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაწარმო
საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
წლიური ინფლაციის დონემ 2022 წლის ივლისში 11,5% შეადგინა.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2022 წლის ივლისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,4%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 17%-ით, მათ შორის სურსათზე – 13,4%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 15,5%-ით შემცირდა.
2022 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 2,8%-ით შემცირდა, იუწყება „საქსტატი“.
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ივლისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,5%-ით გაიზარდა.
როგორ შეიცვლება ინფლაცია საქართველოში: TBC Capital-ის პროგნოზი>>
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 20,9%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 13,4%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 15,1%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,2%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 23,3%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 16%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე – 114,9%-ით, ლითონის ნაკეთობებზე – 22,6%-ით.
საგარეო ბრუნვა იზრდება – ვისთან ვაჭრობს საქართველო>>
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,7%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 6,7%-ით გაძვირდა, მათ შორის სურსათი – 9,9%-ით.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2022 წლის ივლისში 11,5% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). სურსათზე ფასები წლიურად 16,4%-ით გაიზარდა. 2022 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0