როგორ შეიცვლება ინფლაცია საქართველოში: TBC Capital-ის პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerბაზარი ორბელიანზე
ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2022
გამოწერა
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის ივლისში, გასული წლის ივლისთან შედარებით) 11,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ბანკის ანალიტიკოსები 2022 წლის აგვისტოდან ინფლაციის მკვეთრ შემცირებას ელოდებიან, ნათქვამია TBC Capital-ის ანგარიშში.
ანალიტიკოსების შეფასებით, მომდევნო წლის განმავლობაში არ არის გამორიცხული დეფლაცია.
„ამის მიზეზი, ერთი მხრივ საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირება და გამყარებული ლარია, მეორე მხრივ კი, წლის დარჩენილ პერიოდში, პირველ ნახევართან შედარებით, სეზონური შესწორების გათვალისწინებით ეკონომიკური აქტივობის შენელებაა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა საინვესტიციო აქტივობა. შედარებით მაღალპროდუქტიული მიგრანტების ხარჯზე გაიზარდა ეკონომიკის პოტენციალში სამუშაო ძალის კონტრიბუცია, რაც ეკონომიკის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის ივლისში, გასული წლის ივლისთან შედარებით) 11,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. 2022 წლის ივლისში, ივნისის პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა. ივნისში ინფლაცია ასევე 0,2% იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სხვა ბევრ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს ინფლაციის შემცირების ტენდენცია აქვს.
რას შეცვლის ეროვნული ბანკის ვერდიქტი, ანუ მედლის ორი მხარე >>
მისი თქმით, გაცვლით კურს აქვს გამყარების ტრენდი და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ის გამყარებულია, მოქმედებს იმპორტირებულ ინფლაციაზე და იმაზე, რომ, როგორც მინიმუმ, იმპორტირებულმა ინფლაციამ არ შეიტანოს თავისი წვლილი. ამასთან, როგორც ცნობილია, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა საკმაოდ გამკაცრებული იყო და გამკაცრებულ დონეზე რჩება, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ინფლაციის შემცირებას.
საერთაშორისო რეიტინგული სააგენტო Fitch მოელის, რომ საქართველოში ინფლაცია წლიური დაანგარიშებით საშუალოდ 11,5% იქნება, ვინაიდან ფასები საცხოვრებელსა და კვების პროდუქტებზე მაღალი დარჩება, შემდეგ კი შემცირდება 2023 წელს 6,2%-მდე და 2024 წელს – 4,2%-მდე.
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები იზრდება >>
სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მკაცრი დარჩება მიუხედავად დოლარიზაციის მაღალი დონისა და უპირატესად ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთისა.
წყარო - TBC Capital-ის ანგარიში.
ყველა ახალი ამბავი
0