https://sputnik-georgia.com/20220825/kamati-saarcevno-kodeqsis-temaze-utanxmoeba-da-winadadebebi-269776244.html
კამათი საარჩევნო კოდექსის თემაზე - უთანხმოება და წინადადებები
კამათი საარჩევნო კოდექსის თემაზე - უთანხმოება და წინადადებები
Sputnik საქართველო
ჯერჯერობით შეთანხმება მხოლოდ საარჩევნო კომისიების ფორმირებისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებისთვის დაჯარიმების საკითხზეა მიღწეული.
2022-08-25T22:24+0400
2022-08-25T22:24+0400
2022-08-25T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269774400_0:0:3075:1730_1920x0_80_0_0_73c1d2140c2493dbc27cb301c9b62c4c.jpg
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი 21 სექტემბერს უნდა წარადგინოს, თუმცა საერთო შეთანხმებამდე ჯერ შორსაა.საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც OSCE/ODIHR-ის და ევროპული საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ არის გამოვლენილი, ევროსაბჭოს 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელთა შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.ამ დროისათვის ჯგუფში მუშაობენ მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და ოპოზიციური პარტიების - „მოქალაქეების", „გირჩისა" და „საქართველოსთვის" წარმომადგენლები.ქართულმა არასამთავრობოებმა ხელისუფლება სამოქალაქო სექტორზე შეტევაში დაადანაშაულეს >>ჯერჯერობით შეთანხმება მხოლოდ საარჩევნო კომისიების ფორმირებისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებისთვის დაჯარიმების საკითხზეა მიღწეული.ამასთან, ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციებში საარჩევნო რეფორმის მიმართ მთავარი შენიშვნები ეხებოდა მმართველი ძალის დომინანტურ მდგომარეობას საოლქო და რაიონულ კომისიებში წარმომადგენლობის კუთხით და პარტიების ფინანსური რესურსების და სარეკლამო დროის არათანაბარ განაწილებას.ჯგუფში ეს საკითხი დააყენა პარტიამ „მოქალაქეები“.მეორე მოთხოვნა, რომელზეც პარტიები საუბრობენ, არის ელექტრონული კენჭისყრის დანერგვა მომდევნო არჩევნებისთვის, როგორც მინიმუმ, უბნების მესამედზე.როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ელექტრონული კენჭისყრის საკითხი მომდევნო სხდომაზე იქნება განხილული.ამ პროცესს აქვს დადებითი მხარეები და ის მოითხოვს როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ასევე ფინანსურ განხილვას. ჯერჯერობით ეს საკითხი არ განხილულა, მაგრამ ის დღის წესრიგშია და მას მომავალ სხდომაზე განვიხილავთ, განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ.სხვა წინადადებებიმას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მონაწილეობა დაბლოკა, ჯგუფი პროტესტის ნიშნად დატოვეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც საარჩევნო საკითხებზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობენ.თუმცა, სხდომებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, ავტორიტეტულმა ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების საკუთარი ვერსია წარადგინა.საკონკურსო კომისიამ ცესკოს წევრის თანამდებობაზე კანდიდატები შეარჩია >>არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, უნდა გაფართოვდეს იმ პირთა სია, რომლებსაც ეკრძალებათ აგიტაციაში მონაწილეობა; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხის განხილვის უფლებამოსილება გადაეცეს ცესკოს; აიკრძალოს ონლაინ-აგიტაცია და გაფართოვდეს თავად აგიტაციის ცნება; გაიზარდოს საარჩევნო კომისიების ფორმირების ვადები; დაწესდეს სიჩუმის დღე და პარტიებს აეკრძალოთ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვა.ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფს სთავაზობს ჯარიმების დაწესებას ხმების დათვლის პროცესში გამოვლენილი დარღვევებისთვის, და კომისიების შექმნას ახალი პრინციპით, რომლის მიხედვით ცესკოს წევრების დასანიშნად როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის თანხმობა იქნება საჭირო.არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე ემხრობა პარტიებისთვის თანაბარი სარეკლამო დროის გამოყოფას – წინა არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269774400_143:0:2874:2048_1920x0_80_0_0_05294136a23dffd6cfcb5d526e69149e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კამათი საარჩევნო კოდექსი თემა უთანხმოება წინადადებები ლევან იოსელიანი გივი მიქანაძე
კამათი საარჩევნო კოდექსი თემა უთანხმოება წინადადებები ლევან იოსელიანი გივი მიქანაძე
კამათი საარჩევნო კოდექსის თემაზე - უთანხმოება და წინადადებები
22:24 25.08.2022 (განახლებულია: 22:47 25.08.2022) ჯერჯერობით შეთანხმება მხოლოდ საარჩევნო კომისიების ფორმირებისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებისთვის დაჯარიმების საკითხზეა მიღწეული.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი 21 სექტემბერს უნდა წარადგინოს, თუმცა საერთო შეთანხმებამდე ჯერ შორსაა.
საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც OSCE/ODIHR-ის და ევროპული საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ არის გამოვლენილი, ევროსაბჭოს 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელთა შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ამ დროისათვის ჯგუფში მუშაობენ მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და ოპოზიციური პარტიების - „მოქალაქეების", „გირჩისა" და „საქართველოსთვის" წარმომადგენლები.
ჯერჯერობით შეთანხმება მხოლოდ საარჩევნო კომისიების ფორმირებისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებისთვის დაჯარიმების საკითხზეა მიღწეული.
ამასთან, ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციებში საარჩევნო რეფორმის მიმართ მთავარი შენიშვნები ეხებოდა მმართველი ძალის დომინანტურ მდგომარეობას საოლქო და რაიონულ კომისიებში წარმომადგენლობის კუთხით და პარტიების ფინანსური რესურსების და სარეკლამო დროის არათანაბარ განაწილებას.
ჯგუფში ეს საკითხი დააყენა პარტიამ „მოქალაქეები“.
„მეორე საკითხი შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის საკითხს. დღევანდელი რეგულაციით შესაძლებელია, ოპოზიციის ჩართვის გარეშე უბრალო უმრავლესობით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება და საოლქო საარჩევნო კომისიაში საკუთარი წევრები დანიშნოს. ვთვლით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვითხოვთ, რომ კვორუმი აიწიოს 2/3-მდე“, – განაცხადა პარტიის დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.
მეორე მოთხოვნა, რომელზეც პარტიები საუბრობენ, არის ელექტრონული კენჭისყრის დანერგვა მომდევნო არჩევნებისთვის, როგორც მინიმუმ, უბნების მესამედზე.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ელექტრონული კენჭისყრის საკითხი მომდევნო სხდომაზე იქნება განხილული.
ამ პროცესს აქვს დადებითი მხარეები და ის მოითხოვს როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ასევე ფინანსურ განხილვას. ჯერჯერობით ეს საკითხი არ განხილულა, მაგრამ ის დღის წესრიგშია და მას მომავალ სხდომაზე განვიხილავთ, განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მონაწილეობა დაბლოკა, ჯგუფი პროტესტის ნიშნად დატოვეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც საარჩევნო საკითხებზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობენ.
თუმცა, სხდომებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, ავტორიტეტულმა ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების საკუთარი ვერსია წარადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, უნდა გაფართოვდეს იმ პირთა სია, რომლებსაც ეკრძალებათ აგიტაციაში მონაწილეობა; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხის განხილვის უფლებამოსილება გადაეცეს ცესკოს; აიკრძალოს ონლაინ-აგიტაცია და გაფართოვდეს თავად აგიტაციის ცნება; გაიზარდოს საარჩევნო კომისიების ფორმირების ვადები; დაწესდეს სიჩუმის დღე და პარტიებს აეკრძალოთ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვა.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფს სთავაზობს ჯარიმების დაწესებას ხმების დათვლის პროცესში გამოვლენილი დარღვევებისთვის, და კომისიების შექმნას ახალი პრინციპით, რომლის მიხედვით ცესკოს წევრების დასანიშნად როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის თანხმობა იქნება საჭირო.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე ემხრობა პარტიებისთვის თანაბარი სარეკლამო დროის გამოყოფას – წინა არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად.