საკონკურსო კომისიამ ცესკოს წევრის თანამდებობაზე კანდიდატები შეარჩია

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
კანდიდატები კენისყრის შედეგად შეარჩიეს.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საკონკურსო კომისიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე კანდიდატები შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარუდგინა.
ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოქმში. ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ ადგილზე განაცხადი შეიტანა სამმა კანდიდატმა – დავით ფეტვიაშვილმა, გიორგი მარსაგიშვილმა და ნათია წიპტაურმა.
კომისის წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს მარსაგიშვილისა და წიპტაურის კანდიდატურებს.
მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევიდან არაუგვიანეს შვიდი დღისა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კანდიდატების შერჩევაზე და ის დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს.
კონკურსის გამოცხადება აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ აგვისტოში უფლებამოსილების ვადა ეწურებათ ცესკოს წევრებს მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს. ისინი პარლამენტმა თებერვალში ნახევარი წლის ვადით აირჩია.
რეგლამენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე ან წევრი გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვს თვეს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0